მთავარი / თეგის არქივი: სერია ა (გვერდი 66)

თეგის არქივი: სერია ა

ტურინული დერბის ჩატარების თარიღი შეიცვალა

ტურინული დერბის, „იუვენტუსი“ – „ტორინოს“ ჩატარებით თარიღი შეიცვალა. მატჩი 4 მაისს უნდა გამართულიყო, მაგრამ 3 მაისს, თბილისის დროით 22:30 საათზე გაიმართება. თარიღის ცვლილების მიზეზი კი „ტორინოს“ პროტესტი იყო. საქმე ისაა, რომ 4 მაისს სუპერგას ტრაგედიის 70 წლისთავია და „ხარებისთვის“ მიუღებელი იყო მათთვის ესოდენ მნიშვნელოვან დღეს თამაში.

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “რონალდუ მომავალ სეზონშიც “იუვენტუსში” ითამაშებს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ფიორენტინასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა არაერთ საკითხზე ისაუბრა. კომენტარი გააკეთა კრიშტიანუ რონალდუს შესახებაც და თქვა, რომ პორტუგალიელი არსად წასვლას არ აპირებს. სკუდეტო გაგვიმართა, რადგან სკუდეტოს მოგების შანსი გვაქვს და უნდა მოვიგოთ. ალიბი მხოლოდ იმათ სჭირდებათ, რომლებიც გამარჯვებას ვერ ახერხებენ, მწარე დღეები გვქონდა, მაგრამ …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ახლა ჩვენი მთავარი მიზანი სამშაბათის თამაშია”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სპალთან“ (1:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტი ახალგაზრდა ფეხბურთელების გარჯით კმაყოფილი დარჩა და აღნიშნა, რომ სკუდეტოს გაფორმება სურდათ. „გვინდოდა დღეს ყველაფერი დაგვესრულებინა. ბიჭებმა კარგი თამაში ჩაატარეს, ახალგაზრდებმა თავისი ძალა გვაჩვენეს. გოციმ შესანიშნავად ითამაშა, მას მერეც, რაც ბარძალი გავიდა მოედნიდან. კასტანოსი ბურთს ვერ აკონტროლებდა …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” განაცხადი “სპალთან”

ტურინის „იუვენტუსის“ „სპალის“ წინააღმდეგ გადახალისებული შემადგენლობით ითამაშებს. ცნობილია მასიმილიანო ალეგრის განაცხადი და მასში რონალდუ, პიანიჩი, მანჯუკიჩი, მატუიდი, რუგანი, ემრე ჯანი, კასერესი, კიელინი და დუგლას კოშტა არ არიან. კოშტას, კიელინის, კასერესსა და ემრე ჯანს ტრავმები აქვთ, ხოლო დნაარჩენები დაისვენებენ. განაცხადი კი ასეთია: მეკარეები: შჩესნი, პერინი, პინსოლიო მცველები: დე შილიო, ალექს სანდრო, …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “შემადგენლობაში ბევრი ცვლილება იქნება”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სპალთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. აქვე გეტყვით, რომ ამ თამაშში დიდი შანსია, „იუვემ“ ზედიზედ მერვე სკუდეტო ოფიციალურად გაიფორმოს. ალეგრიმ დააანონსა, რომ შემადგენლობაში ბევრი ცვლილება იქნება. „სპალთან“ მატჩი შესანიშნავი შანსი გვაქვს სკუდეტო გავიფორმოთ. ხვალ კარგი თამაში იქნება, ერთი ან სამი ქულა უნდა მოვპოვოთ. „სპალმა“ სახლში …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “მილანის” შემდეგ: მიღწევები და რეკორდები

„იუვენტუსმა“ სერია A-ს 31-ე ტურში „მილანი“ 2:1 დაამარცხა. წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო სტატისტიკურ მონაცემსა და მიღწევას აღნიშნული მატჩის შემდეგ. ისევ რეკორდი 84 ქულა 31 ტურის შემდეგ სარეკორდო მაჩვენებელია სერია A-ს ისტორიაში. 13-დან 12 „იუვენტუსმა“ „მილანთან“ ბოლო 13 მატჩიდან 12 მოიგო (1 წაგება). პაულო გოლი! პაულო დიბალას „მილანის“ წინააღმდეგ სერია A-ს ეგიდით …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “მილანი”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 31-ე ტურში „მილანი“ პაულო დიბალასა და მოიზე კინის გოლებით დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით. შჩესნი 6 – პიონტეკის გოლის ვერაფერს გახდა, თუმცა ბონუჩის შეცდომის გამოსწორება შეუძლებელი იყო. რუგანი 5.5 – პიონტეკთან დუელი წააგო. ბონუჩი 5 – პირველი გოლის დროს გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა. მძიმე შეცდომა იყო, …

სრულად წაკითხვა »

რუგანი: “ალეგრიმ კარგად იცის, რასაც აკეთებს”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანიელე რუგანიმ „მილანთან“ (2:1) მატჩი შეაფასა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, გუნდმა თამაშის შემოტრიალება მოთმინების ხარჯზე მოახერხა. „როდესაც „მილანი“ აქ ჩამოდის, ყოველთვის შესანიშნავად თამაშობს. პირველ ტაიმში ძალიან ბევრი პრობლემა გვქონდა, თუმცა სირთულეებს ვცდილობთ თავი დავაღწიოთ და გამოსავალი ვიპოვოთ. თუმცა ჩვენ კარგად ვითამაშეთ შესაბამის მომენტში, სიმშვიდე შევინარჩუნეთ და ნაბიჯ-ნაბიჯ ანგარიში …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “მეორე ტაიმი კარგად ჩავატარეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „მილანთან“ (2:1) გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტი გუნდის მიერ ჩატარებული მეორე ტაიმით კმაყოფილი დარჩა. „ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, რადგან ახლა ერთადერთი მოგება გვჭირდება ან ფრეც საკმარისი იქნება, თუ „ნაპოლი“ თავის ყველა დარჩენილ შეხვედრას ვერ მოიგებს. პირველ ტაიმში თითქმის არაფერი გაგვიკეთებია, მეორე ტაიმში უფრო ყურადღებით …

სრულად წაკითხვა »

პიანიჩი: “ასე უნდა გავაგრძელოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა „მილანთან“ შეხვედრა შეაფასა და განაცხადა, რომ გუნდმა ასე უნდა გააგრძელოს. „მიზანი გამარჯვება იყო და ვიცოდით, რომ ეს ადვილი არ იქნებოდა, რადგან „მილანი“ შესანიშნავი გუნდია. თუმცა, მოვახერხეთ და ბედნიერები ვართ. „აიაქსთან“ შეხვედრას საუკეთესო განწყობით ვუახლოვდებით. კომპლიმენტი ყველამ დაიმსახურა, მაგრამ ახლა სეზონი საუკეთესოდ უნდა დავასრულოთ. კარგი მომენტია, …

სრულად წაკითხვა »