მთავარი / თეგის არქივი: სერია ა (გვერდი 59)

თეგის არქივი: სერია ა

“იუვემ” “ბრეშასთან” ძველი სცენარით მოიგო

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეხუთე ტურში „ბრეშა“ 2:1 დაამარცხა. ამ შეხვედრასაც იგივე სცენარი ჰქონდა, როგორც სამი დღის წინ „ვერონასთან“ დაპირისპირებას. ტურინელები აგებდნენ, მაგრამ შემდეგ ორი გოლი გაიტანეს და მოიგეს. ანგარიში მე-4 წუთზე დონარუმამ გახსნა, რომელმაც ძლიერად დაარტყა, მაგრამ ეს არ ამართლებს ვოიცეხ შჩესნის, რომელმაც ერთობ არასაიმედოდ იმოქმედა და „ბრეშა“ დაწინაურა. …

სრულად წაკითხვა »

იუვენტუსი ახალი ათასწლეულის მე-1000-ე ოფიციალურ მატჩს დღეს გამართავს

იუვენტუსი ახალი ათასწლეულის 1000-ე ოფიციალურ მატჩს ბრეშიაში გამართავს

ბრეშიასა და იუვენტუსს შორის დღეს გასამართი მატჩი ტურინული კლუბისათვის სარეკორდოა. იუვენტუსი იქნება იტალიის პირველი გუნდი, რომელსაც ახალ ათასწლეულში, ანუ 2000 წლის 1 იანვრიდან, 1000 ოფიციალურ მატჩში ექნება მონაწილეობა მიღებული. ტურნირი მოგება ფრე წაგება სულ: სერია ა 449 153 90 692 ჩემპიონთა ლიგა 72 42 38 152 უეფას თასი/ევროპა ლიგა 12 …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსის” ფეხბურთელთა შეფასებები “ვერონასთან”

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეოთხე ტურში „ვერონა“ აარონ რემზისა და კრიშტიანუ რონალდუს გოლებით 2:1 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით. ბუფონი 7 – დაბრუნდა 490 დღის შემდეგ, თავის კარში, გაშვებულ გოლში არაფერი შეეძლო, 90-ე წუთზე კი, ლაზოვიჩს გადამწყვეტი ბურთი აუღო. ჯიჯის საიმედო დაბრუნება ჰქონდა. დანილო 5.5 – ყველაზე დაღლილი იყო, …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” მძიმე გამარჯვება “ვერონასთან”

იტალიის სერია A-ს მეოთხე ტურში „იუვენტუსმა“ „ვერონას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. მაურიციო სარიმ შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება მოახდინა. პირველად გამოჩნდნენ ძირითად შემადგენლობაში ჯანლუიჯი ბუფონი, მერიჰ დემირალი, პაულო დიბალა და აარონ რემზი. შეხვედრის დასაწყისი კი წარმატებული არ ყოფილა. მე-20 წუთზე მერიჰ დემირალმა პენალტი აიკიდა, რომელიც სტუმრებმა ძელს მოარტყეს. გატანა დამატებაზე სცადეს, …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ძირითადი შემადგენლობა “ვერონასთან”

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მეოთხე ტურში სულ მალე „ვერონას“ საკუთარ მოედანზე დაუხვდება. ცნობილია მაურიციო სარის მიერ შერჩეული ძირითადი შემადგენლობა, რომელიც ასეთია: ბუფონი; დანილო, ბონუჩი, დემირალი, ალექს სანდრო; რემზი, ბენტანკური, მატუიდი; კუადრადო, დიბალა, რონალდუ აქვე გეტყვით, რომ შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

სრულად წაკითხვა »

ალესანდრო დელ პიერო: მარტო რონალდუ არ არის საკმარისი ტიტულების მოსაგებად

ტურინის იუვენტუსის ლეგენდამ ალესანდრო დელ პიერომ ჟურნალისტებთან საუბრის დროს სერია ა-ს და ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. პინტურიკიოს აზრით ჩემპინთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბარიერის დაძლევა ყველა იტალიურ გუნდს შეუძლია. ხოლო ჩემპიონატში იუვენტუსის მთავარ კონკურენტად მილანის ინტერი მიაჩნია. “რაც შეეხება იტალიურ გუნდებს ჩემპიონთა ლიგაზე, ვფიქრობ, რომ ყველა გუნდს კარგი …

სრულად წაკითხვა »

ფეხბურთელთა შეფასებები “ფიორენტინასთან”

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მესამე ტურში ფლორენციაში „ფიორენტინასთან“ უგოლო ფრე ითამაშა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ვერსით: შჩესნი 6 – დასაწყისში ფეხით თამაში გაუჭირდა და კიეზას კინაღამ გოლი გაატანინა. შემდეგ უკვე დე ლიხტის შეცდომისას რიბერის გოლისგან გადაარჩინა გუნდი. ამის შემდეგ კი დამაჯერებლად ითამაშა. დანილო 6 – შეტევაში წასვლას ვერ ახერხებდა, მაგრამ დაცვაში …

სრულად წაკითხვა »

უფერული ქულა და სამი ტრავმირებული ფლორენციიდან

ტურინის „იუვენტუსმა“ მიმდინარე სეზონში პირველი ქულები დაკარგა და იმდენად უფერული, უფანტაზიო ფეხბურთი აჩვენა, ძნელი სათქმელია, იმსახურებდა თუ არ იმ ერთადერთ ქულასაც, რომელიც ფლორენციაში მოიპოვა. მაურიციო სარის ოფიციალური დებიუტი ვერ გამოდგა მაინც და მაინც საიმედო, რადგან „იუვემ“ „ფიორენტინას“ კართან 90 წუთში ერთი არათუ რეალური, ნახევრად საგოლე მომენტიც ვერ შექმნა. სამაგიეროდ, „იებს“ …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ძირითადი შემადგენლობა “ფიორენტინასთან”

ტურინის “იუვენტუსი” იტალიის სერია A-ს მესამე ტურის მატჩს ფლორენციაში “ფიორენტინასთან” სულ მალე ჩატარებს. ცნობილია შემადგენლობა, რომელიც მაურიციო სარიმ დღეს სასტარტოში გაამწესა: შჩესნი; დანილო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო; ხედირა, პიანიჩი, მატუიდი; დუგლას კოშტა, იგუაინი, რონალდუ შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.   Starting XI: così i bianconeri in campo alle …

სრულად წაკითხვა »