მთავარი / თეგის არქივი: სერია ა (გვერდი 2)

თეგის არქივი: სერია ა

კულუშევსკი: “უკეთ თამაში შემეძლო, მაგრამ მთავარია, რომ მოვიგეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა დეიან კულუშევსკიმ „სასუოლოსთან“ (3:1) გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. შვედი ფეხბურთელის განცხადებით, რომელიც თამაშში აქტიურად ჩაერთო, უკეთ თამაშიც შეეძლო. „როდესაც მოედანზე შევედი, თავში მხოლოდ ერთი ფიქრი მქონდა: თამაშის მოგება. ეს გავაკეთეთ, შემეძლო უკეთ მეთამაშა, მაგრამ გავიმარჯვეთ და ერთადერთია, რასაც აზრი აქვს. მომწონს კართან ახლოს თამაში და თანაგუნდელებთან პასების გაცვლა. …

სრულად წაკითხვა »

ანდრეა პირლოს კომენტარი “სასუოლოსთან” მატჩის შემდეგ

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „სასუოლოსთან“ (3:1) გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მთავარი გამარჯვება იყო, რომ „მილანთან“ მოგებას ფასი არ დაკარგვოდა. „დიბალას მუხლის შიდა ტრავმა აქვს, მაკკენის პრობლემა დღის განმავლობაში ჰქონდა და ტკივილი მაშინ იგრძნო, როდესაც პასი ქუსლით გააკეთა. იმედია ორივე შემთხვევაში, სერიოზული არაფერი იქნება, პასუხს სამედიცინო შემოწმების …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” სეზონში ზედიზედ 3 თამაში პირველად მოიგო

იტალიის სერია A-ს მე-17 ტურში „იუვენტუსმა“ „სასუოლოს“ უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში, მაგრამ იმარჯვა. „იუვეს“ ძალიან გაუჭირდა რობერტო დე ძერბის გუნდის წინააღმდეგ და ბეწვის ხიდზე გაიარა. უნდა აღინიშნოს, რომ პირველივე ტაიმში ტრავმები მიიღეს ვესტონ მაკკენიმ და პაულო დიბალამ და მოედანი დატოვეს. მათი დაზიანების სიმძიმე მოგვიანებით გახდება ცნობილი. სანამ მაკკენი მოედნიდან გავიდოდა, …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” განაცხადი “სასუოლოსთან”

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მე-17 ტურში „სასუოლოს“ უმასპინძლებს. ანდრეა პირლომ გუნდის განაცხადი გაასაჯაროვა. მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, ბუფონი მცველები: კიელინი, დანილო, ბონუჩი, დემირალი, დი პარდო, დრაგუსინი, ფრაბოტა ნახევარმცველები: არტური, რემზი, მაკკენი, კიეზა, რაბიო, ბენტანკური, ბერნარდესკი, პორტანოვა, ფაჯიოლი, კულუშევსკი თავდამსხმელები: რონალდუ, მორატა, დიბალა შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „სასუოლოს“ მატჩი დღეს თბილისის დროით …

სრულად წაკითხვა »

პირლო: “სკუდეტოს ფავორიტი “მილანია” და არა “იუვენტუსი”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „სასუოლოსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, რთულ თამაშს ელოდება. გარდა ამისა, ანდრეა „იუვეს“ ჩემპიონობის ფავორიტად არ მიიჩნევს. „რთულ თამაშს ველოდები, რადგან „სასუოლო“ შესანიშნავი გუნდია კარგი მწვრთნელით. როდესაც ბურთი აქვთ კარგად თამაშობენ და მეტოქეზე ზეწოლას ახდენენ. სკუდეტოს ფავორიტები ვართ? ვინც პირველ ადგილზეა, ფავორიტიც ის …

სრულად წაკითხვა »

ფაქტები და სტატისტიკა “მილანი” – “იუვეს” მატჩის შემდეგ

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-16 ტურში „მილანი“ ფედერიკო კიეზას დუბლით და ვესტონ მაკკენის გოლით 3:1 დაამარცხა. გთავაზობთ ამ მატჩის შემდეგ დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკას. 14 – „იუვენტუსმა“ სერია A-ში „მილანთან“ ბოლო 16 მატჩიდან 14 მოიგო (2 წაგება). 6 – „მილანი“ არის გუნდი, რომლის წინააღმდეგაც ფედერიკო კიეზას სერია A-ში ყველაზე …

სრულად წაკითხვა »

“მილანი” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-16 ტურში „მილანი“ ფედერიკო კიეზას დუბლითა და ვესტონ მაკკენის გოლებით 3:1 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 6.5 – პირველ ტაიმში ყველაფერი აიღო, რაც შეეძლო, მაგრამ კალაბრიას გოლის მომენტში არაფრის გაკეთება შეეძლო, გარდა იმისა, რომ ბურთის თვალი გაეყოლებინა. დანილო 6.5 – გამოცდილებით და ტაქტიკური გრძნობით …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “ჩვენი გუნდი ისევ მშიერია”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „მილანთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, ამ მოგებით დამტკიცდა, რომ გუნდი ისევ მშიერია. „ვიცოდით, რომ კორონავირუსი შემთხვევების მიუხედავად უნდა გვეთამაშა. მნიშვნელოვანი იყო გამარჯვება, განსაკუთრებით ტურის სხვა მატჩების შედეგებიდან გამომდინარე და ეს ნიშნავს, რომ გუნდი ისევ მშიერია. თავიდან ბოლომდე კარგად წარვმართეთ თამაში, ბევრი საგოლე …

სრულად წაკითხვა »

კიეზა: “გოლები იმ მუშაობის შედეგია, რასაც გუნდისთვის ვაკეთებ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფედერიკო კიეზამ „მილანთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი ფეხბურთელი მატჩის გმირი გახდა, რადგან დუბლი შეასრულა. ის ტრავმის გამო შეცვალეს, მაგრამ თქვა, რომ სერიოზული არაფერია. „თეძოს პრობლემა მქონდა, მომიწია მოედნიდან გასვლა, რადგან ვეღარ ვახერხებდი სირბილს, მაგრამ არაფერია კუნთოვანი და არც არაფერია სერიოზული. ხვალიდან ვარჯიშს მოვახერხებ. ცოტა გოლს ვიტანდი? …

სრულად წაკითხვა »

ანდრეა პირლო: “მილანის გოლი უნდა გაუქმებულიყო”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „მილანთან“ (3:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა და თქვა, რომ სწორედ ასეთი სულისკვეთების „იუვენტუსის“ ხილვა სურს. „ეს გამარჯვება ჩვენი თავისთვის მნიშვნელოვანი იყო. ყურადღებით და კონცენტრირებულებმა ვითამაშეთ, თამაშიდან თამაშამდე უნდა ვიაროთ და შემდეგ დავინახავთ სად ვიქნებით სატურნირო ცხრილში. მნიშვნელოვანი იყო …

სრულად წაკითხვა »