მთავარი / თეგის არქივი: სამი ხედირა (გვერდი 5)

თეგის არქივი: სამი ხედირა

ხედირამ გუნდთან ერთად ივარჯიშა

ტურინის „იუვენტუსს“ სამი ხედირა დაუბრუნდა. გერმანელმა ფეხბურთელმა დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და დიდი ალბათობით, „კალაირის“ წინააღმდეგ განაცხადშიც მოხვდება. „დასრულდა პირველი ვარჯიში გუნდთან ეთად. სასიამოვნოა დაბრუნება სეზონის გადამწყვეტი ფაზისთვის“, – დაწერა სოციალურ ქსელში ხედირამ. შეგახსენებთ, რომ გერმანელს თვეზე მეტი გაუცდა გულზე გაკეთებული ოპერაციის გამო.

სრულად წაკითხვა »

ხედირა მზადაა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ სამი ხედირას კარდიოლოგიური ტესტები ჩაუტარდა, რომელმაც დადებითი ცნობები აჩვენა. როგორც „იუვეს“ ვებგვერდი იტყობინება, გერმანელის გამოჯანმრთელების პროცესი სტაბილურად და კარგად მიმდინარეობს. შედეგად, სამის უკვე შეუძლია ვარჯიშის სრული დატვირთით დაწყება. შეგახსენებთ, რომ ხედირას გულზე ოპერაცია დაახლოებით ერთი თვის წინ ჩაუტარდა. მიუხედავად იმისა,რომ ვარჯიშის უფლება დართეს, ჯერჯერობით მაინც უცნობია როდის …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” საწვრთნელი პროცესი განაახლა

ტურინის „იუვენტუსი“ ერთდღიანი დასვენების შემდეგ კონტინასას ბაზაზე დაბრუნდა და ვარჯიშები განაახლა. მასიმილიანო ალეგრის გუნდი „უდინეზესთან“ მატჩისთვის ემზადება, რომელსაც პარასკევს დაუპირისპირდება. კვლავ ინდივიდუალურად ივარჯიშა დუგლას კოშტამ, რომლის დაბრუნების ზუსტი თარიღი ამ დრომდე უცნობია. ტურინში დაბრუნდა სამი ხედირა, რომელსაც მორიგი სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა. კარდიოლოგიურმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ გერმანელის გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს …

სრულად წაკითხვა »

ხედირას ბოლო ტურინული სეზონი?

ტურინის „იუვენტუსი“ შესაძლოა ზაფხულში სამი ხედირამ დატოვოს. Calciomercato-ს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ გასულ ზაფუხლს გერმანელმა გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, აარონ რემზის ტრანსფერი მის ტურინულ მომავალს ბუნდოვანს ხდის. გარდა ამისა, ხედირას მიმდინარე სეზონში ტრავმები ხშირად აქვს, რის გაოც სეზონის უმეტესი ნაწილი პრაქტიკულად გაუცდა. სამის მომავალს ამერიკულ MLS-თან აკავშირებენ. აქვე შეგახსენებთ, რომ …

სრულად წაკითხვა »

ხედირას გულის პრობლემა აქვს

ტურინის „იუვენტუსი“ მადრიდში სამი ხედირას გაემგზავრა. გერმანელი ბოლო დროს სრული დატვირთვით ვარჯიშობდა და ეს ინფორმაცია მოულოდნელი იყო. ჯერჯერობით კი, ზუსტი დიაგნოზი უცნობია და სამედიცინო გამოკვლევას ელოდებიან, თუმცა, როგორც Tuttosport-ი წერს, სამის გულის არითმია აქვს. ზუსტად ასეთი პრობლემა 2015 წელს სტეფან ლიხშტაინერსაც ჰქონდა და მაშინ შვეიცარიელი 1 თვის შემდეგ დაუბრუნდა მოედანს. …

სრულად წაკითხვა »

ხედირა: “ატალანტამ” გამარჯვება დაიმსახურა”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა სამი ხედირამ „ატალანტასთან“ (0:3) მარცხი შეაფასა და განაცხადა, რომ მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა. „რთული და სამწუხაროა ასეთი მარცხი, მაგრამ ეს ფეხბურთია უნდა შევეგუოთ. ეს არ ყოფილა ჩვენი საუკეთესო საღამო, „ატალანტამ“ შესანიშნავი თამაში ჩაატარა, დაიმსახურა გამარჯვება და ნახევაფინალში წარმატებას ვუსურვებთ. ასეთი ტიპის თამაშები შესაძლოა სეზონის განმავლობაში იყოს, თუმცა ჩემპიონატზე …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” რომში დანაკლისით ითამაშებს

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს დამდეგ ტურში რომის „ლაციოს“ შესუსტებული შემადგენლობით დაუპირისპირება. Tuttosport-ის ცნობით, „არწივების“ წინააღმდეგ ჟოაუ კანსელუ, მირალემ პიანიჩი და სამი ხედირა ვერ ითამაშებენ. ჯერჯერობით უცნობია ფეხბურთელები რა პერიოდით იუქმებენ, თუმცა, ამ დროინდელი ინფორმაციით, ტრავმები სერიოზული არ უნდა იყოს. შეგახსენებთ, რომ „ლაციოსა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 27 იანვარს, იტალიის დედაქალაქში გაიმართება.

სრულად წაკითხვა »

ხედირას ტრავმის შესახებ

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი სამი ხედირა ტრავმირებულია. მოგეხსენებათ, გერმანელმა ტრავმა „კიევოსთან“ მატჩის წინ მიიღო. სამი გერმანიაში გაფრინდა კონსულტაციისთვის. ჯერჯერობით უცნობია, რა პერიოდით იუქმებს გამოცდილი ნახევარმცველი, თუმცა ამ ეტაპზე ცნობილია, რომ დაზიანება სერიოზული არაა. Tuttosport-ის ინფორმაციით, „ლაციოსთან“ მისი თამაში მაინც საეჭვოა და დაბრუნებას დამდეგ კვირაში მოახერხებს. შეგახსენებთ, რომ ხედირასთვის სეზონი წარუმატებლად მიმდინარეობს …

სრულად წაკითხვა »

ხედირა ისევ ტრავმირებულია

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი სამი ხედირა დაშავდა. გერმანელი ფეხბურთელი დღეს ვერონას „კიევოს“ წინააღმდეგ განაცხადში არ იქნება. სამის მუხლის დაზიანება აწუხებს. ჯერჯერობით უცნობია რამდენად სერიოზულია ეს დაზიანება. მისი სიმძიმე ხვალ გახდება ცნობილი, როდესაც ხედირას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება. აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონი ხედირასთვის ძალზე უიღბლოდ მიმდინარეობს და უკვე მეოთხედ დაშავდა.

სრულად წაკითხვა »

პოლ პოგბა მთავარი სამიზნეა

„იუვენტუსი“ ძალიან ახლოსაა აარონ რემსის ტრანსფერის დახურვასთან. მიუხედავად ამისა, ტურინელები ნახევარმცველის დამატებას კიდევ აპირებენ და მთავარი სამიზნე პოლ პოგბაა. მიუხედავად იმისა, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერის დანიშვნის შემდეგ პოგბა „მანჩესტერში“ ძველებურად ათამაშდა, „იუვე“ უკან დახევას არ აპირებს და ფრანგისთვის ზაფხულში იბრძოლებს. როგორც Tuttosport-ი წერს, „იუვეს“ შუახაზი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გადახალისდება. …

სრულად წაკითხვა »