მთავარი / თეგის არქივი: სამი ხედირა (გვერდი 3)

თეგის არქივი: სამი ხედირა

იგუაინმა, პიანიჩმა და ხედირამ ტურინი დატოვეს

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა კლუბთან შეთანხმებით ტურინი დატოვა. „პიპიტა“ არგენტინაში გაემგზავრა, სადაც ავადმყოფ დედასთან იქნება. „იუვენტუსი“ კარანტინში იმყოფება და საწვრთნელი პროცესი გაურკვეველი ვადით შეწყვეტილია. შედეგად, იგუაინმა ხელმძღვანელობას თხოვნით მიმართა და იტალია დატოვა. იგუაინის გარდა, Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, ტურინი მირალემ პიანიჩმა და სამი ხედირამაც დატოვეს.

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ბერნარდესკი და ხედირა დაუბრუნდნენ

ტურინის „იუვენტუსის“ ლაზარეთიდან კარგი ამბებია, რადგან ფედერიკო ბერნარდესკი და სამი ხედირა გამოჯანმრთელდნენ. ორივე ფეხბურთელმა დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა. ფედერიკოს ბოლო სამი მატჩი გაუცდა და „სპალთან“ მატჩისთვის მზადაა. რაც შეეხება ხედირას, ის დეკემბრიდან უქმობდა და ალბათ უფრო მეტი დრო დასჭირდება თამაშის დასაწყებად. ჯორჯო კიელინის დაბრუნების შემდეგ ეს მაურიციო სარის გუნდიდან კიდევ …

სრულად წაკითხვა »

კიელინი და ხედირა გუნდს ორ კვირაში დაუბრუნდებიან

ტურინის „იუვენტუსმა“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში არ იაქტიურა და დეიან კულუსევსკის თუ არ ჩავთვლით, რომელიც იჯარით სეზონის ბოლომდე „პარმაში“ დარჩება, ახალი ფეხბურთელები არ შეუძენია. თუმცა, ტურინელთა რიგებში მატებას მაინც ელოდებიან. Tuttosport-ის ინფორმაციით, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, სამი ხედირა და ჯორჯო კიელინი ორ კვირაში გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებენ. კიელინი სეზონის სტარტზევე …

სრულად წაკითხვა »

ხედირამ ვარჯიში დაიწყო

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა სამი ხედირამ მუხლზე გაკეთებული ოპერაციიდან ერთი თვის შემდეგ ინდივიდუალური მზადება დაიწყო. გერმანელმა ტვიტერშ დაწერა: „შესანიშნავია მოედანზე დაბრუნება“, – დაწერა ხედირამ. ხედირა თამაშს სავარაუდოდ მარტის დასაწყისში მოახერხებს და ეს მაურიციო სარისთვის კარგი ამბავია. შემთხვევით არაა, რომ ხედირა ჩემპიონთა ლიგის განაცხადში მოსახვედრად ტრავმის მიუხედავად თანამემამულე ემრე ჯანს მაინც უსწრებს. …

სრულად წაკითხვა »

ხედირა: “სანამ დავბრუნდები, “იუვეს” ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვიქნები”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა სამი ხედირამ ოპერაციის გაკეთების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. გერმანელმა ფეხბურთელმა ტვიტერში დაწერა, რომ ქირურგიულმა ჩარევამ კარგად ჩაიარა და ეცდება გუნდს, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს. „ოპერაციამ კარგად ჩაიარა, საავადმყოფო დავტოვე. ოპტიმისტი ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ რეაბილიტაცია შეუფერხებლად ჩაივლის. ვინც მე მიცნობს, იცის, რომ ხშირად მქონდა ტრავმები და …

სრულად წაკითხვა »

ხედირა სამი თვე ვერ ითამაშებს

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელ სამი ხედირას ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც „იუვეს“ ვებგვერდი იტყობინება, ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ დაზიანება სერიოზულია და გერმანელი სამი თვე ვერ ითამაშებს. „დღეს, აუგსბურგში, გერმანიაში ხედირას მარცხენა მუხლზე ართროსკოპიული წმენდა ჩაუტარდა. ოპერაციას დოქტორმა ულრიხ ბოენიშმა უხელმძღვანელა და წარმატებით ჩაიარა. აღდგენის მოსალოდნელი დრო სამი თვეა“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. …

სრულად წაკითხვა »

ხედირა ხვალ ოპერაციას გაიკეთებს

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი სამი ხედირა ხვალ გერმანიაში იქნება და მუხლზე ოპერაციას გაიკეთებს. ტურინული გრანდის ვებგვერდის ინფორმაციით, ბოლო დღეებში მარცხენა მუხლზე დაფიქსირებული დისკომფორტის გამო ხედირა ართროსკოპიულ გაწმენდას გაივლის, რომელსაც პროფესორი ულრიხ ბოენიში უხელმძღვანელებს ქალაქ აუგსბურგში. ჯერჯერობით ცნობილი არაა, რა პერიოდით მოუწევს უქმობა გამოცდილ გერმანელ ფეხბურთელს.

სრულად წაკითხვა »

ხედირა ტრავმირებულია

ტურინის „იუვენტუსს“ „სასუოლოსთან“ მატჩში სამი ხედირა დააკლდება. გერმანელ ფეხბურთელს მარცხენა მუხლის პრობლემა აქვს და დღევანდელ მატჩში ვერ ითამაშებს. ის და ადრიენ რაბიო განაცხადში არ იმყოფებიან. ჯერჯერობით უცნობია ხედირას ტრავმის ხარისხი და დაკვირვება დღითიდღე უნდა მოხდეს. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „სასუოლოს“ მატჩი დღეს თბილისის დროით15:30 საათზე გაიმართება.

სრულად წაკითხვა »

ხედირას მოედანზე არყოფნა = “იუვეს” კარში გოლს

სამი ხედირას მთელი ზაფხულის განმავლობაში „იუვენტუსის“ დატოვებას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ტურინში დარჩა და სეზონი საკმაოდ კარგადაც დაიწყო. გერმანელი მართლაც კარგ ფორმაშია, მაგრამ ერთი რამ ფაქტია – საინტერესო დეტალი უკავშირდება, რომელიც შესაძლოა უბრალოდ დამთხვევა იყოს, შესაძლოა – არა. „იუვემ“ მიმდინარე სეზონში 5 გოლი გაუშვა და ხუთივე მაშინ, როდესაც გერმანელი მოედანზე არ იყო. …

სრულად წაკითხვა »

სამი ხედირა: “მინდა “იუვესთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა მოვიგო, რადგან ეს გუნდი მიყვარს”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა სამი ხედირამ გერმანულ Kicker-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც კლუბის შესახებ ისაუბრა. ხედირას განცხადებით, „იუვენტუსთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს და ეს მისი კარიერის გვირგვინი იქნება. ახალი „იუვე“ – სარის ალეგრისგან აბსოლუტურად განსხვავებული ფეხბურთის თამაში სურს. სწორედ ამიტომ სირთულეები შეგვექმნა და დრო გვჭირდება, რმო ახალ სისტემასთან ადაპტაცია მოვახდინოთ , …

სრულად წაკითხვა »