მთავარი / თეგის არქივი: რომა (გვერდი 14)

თეგის არქივი: რომა

“რომამ” გონსალო იგუაინს კაპიტნობა შესთავაზა

„რომა“ გონსალო იგუაინის შეძენას ცდილობს, „იუვენტუსი“ კი არგენტინელის გასხვისებაზე თანახმაა. ამიტომაც, რომაელთა მთავარი მიზანი თავად ფეხბურთელთან მოლაპარაკებაა. იტალიური მედიის ცნობით, „ჯალოროსი“ „პიპიტას“ გუნდში გადასვლის შემთხვევაში კაპიტნის სამკლავურსაც შეპირდა, რომელიც დანიელე დე როსის წასვლის შემდეგ თავისუფალია. ჯერჯერობით იგუაინის პასუხი უცნობია. შეგახსენებთ, რომ გონსალო „ბებერი სინიორას“ საკუთრებაში კონტრაქტით 2021 წლამდეა და ამჟამად …

სრულად წაკითხვა »

ნიკოლო ძანიოლო მზად არის დატოვოს რომა?

ნიკოლო ძანიოლო მზად არის დატოვოს რომა?

ნიკოლო ძანიოლო ჯალოროსის სავარაუდოდ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებს. რომას ნახევარმცველი ნიკოლო ძანიოლო შესაძლოა ამ ზაფხულს ტოტენჰემ ჰოტსპურს ან იუვენტუსს შეუერთდეს, რადგან ის და მისი აგენტი კლაუდიო ვიგორელი იმედგაცრუებულები არიან რომაული კლუბის ახალი დირექტორის გადაწყვეტილებით, ფეხბურთელისთვის ხელფასის 300,000 ევრომდე გაზრდით. ტოტენჰემი 25 მილიონ ევროს და მცველ ტობი ალდერვეირელდს ჩამოდის ნიკოლო …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” იგუაინის ძანიოლოში გაცვლა სურს

ტურინის „იუვენტუსი“ და „რომა“ შესაძლოა მიმდინარე ზაფხულს კიდევ ერთ ბარტერზე შეთანხმდნენ. Tuttosport-ის ცნობით, „ჯალოროსის“ ედინ ჯეკოს შემცვლელად გონსალო იგუაინის დამატება სურს. ეს ფაქტი კი, „იუვემ“ შესაძლოა ნიკოლო ძანიოლოს ტრანსფერისთვის გამოიყენოს. „რომა“ ძანიოლოს 60 მილიონ ევროდ აფასებს და ტურინული მხარე მზადაა აღნიშნული თანხის შესამცირებლად იგუაინის სატრანსფერო უფლებები დათმოს. მოგეხსენებათ, „პიპიტამ“ გასული …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: სპინაცოლამ “იუვენტუსი” დატოვა

ოფიციალურად: სპინაცოლამ “იუვენტუსი” დატოვა

ლეონარდო სპინაცოლამ „იუვენტუსი“ დატოვა. 26 წლის ფეხბურთელი დღეს რომში ჩავიდა, სადაც სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს. ლეონარდო „ჯალოროსის“ ბედს 5 წლით დაუკავშირებს და სეზონში 3 მილიონ ევროს მიიღებს. სპინაცოლა „იუვეს“ აკადემიის აღზრდილია, მაგრამ სხვადასხვა გუნდებში იჯაით თამაშობდა. ტურინში ერთი წლის წინ დაბრუნდა და გასულ სეზონში 12 თამაში ჩაატარა. „იუვემ“ …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” და “რომა” სენსაციურ გაცვლაზე შეთანხმდნენ

"იუვე" და "რომა" სენსაციურ გაცვლაზე შეთანხმდნენ

„იუვენტუსი“ და „რომა“ ფეხბურთელების გაცვლაზე შეთანხმდნენ. Sky Sport-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებები ამ წუთებში მიმდინარეობს და დიდი შანსია გარიგება დღესვე დაიხუროს. საქმე ეხება მარცხენა მცველების ბარტერს – ლეონარდო სპინაცოლა „რომაში“ გადავა, ხოლო ლუკა პელეგრინი – „იუვეში“. სპინაცოლა „იუვენტუსმა“ „ატალანტადან“ შარშან დაიბრუნა, მაგრამ სეზონის უმეტესი ნაწილი ტრავმის გამო გაუცდა. რაც შეეხება ლუკა პელეგრინის …

სრულად წაკითხვა »

ძანიოლო “იუვეში”, პერინი – “რომაში”?

ტურინის „იუვენტუსსა“ და „რომას“ შორის შესაძლოა ბარტერი შედგეს. Tuttosport-ის ცნობით, რომაული გუნდი მატია პერინის სამსახურით სერიოზულადაა დაინტერესებული და „იუვესთან“ მოლაპარაკებებს დაიწყებს. „იუვენტუსს“ კი უკვე დიდი ხანია „რომას“ ტალანტის, ნიკოლო ძანიოლოს გადაბირება უნდა. ბუნებრივია, თუ მხარეები შეთანხმდნენ, „იუვეს“ „რომასთვის“ ფულის დამატებაც მოუწევს, რადგან  ძანილო გაცილებით ძვირად ფასობს, ვიდრე პერინი. შეგახსენებთ, რომ …

სრულად წაკითხვა »

დელ პიერო დე როსის: “ვიცი, ახლა რასაც გრძნობ”

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ დანიელე დე როსის სოციალურ ქსელში წერილი მიუძღვნა. დე როსის 18-წლიანი კარიერა „რომაში“ დასრულდა და დელ პიეროც პოსტიც ამ ამბავს დაეთმო. „შენ იყავი ლოიალური მეტოქე და დაუვიწყარი მომენტების კომპანიონი. ის სტადიონი, ის პენალტების სერია. მსოფლიოს ჩემპიონობა! მაგრამ, განსაკუთრებით ღრმა და განსაკუთრებული ადამიანი ხარ. ვიცი, …

სრულად წაკითხვა »

“რომა” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსი“ „რომასთან“ 0:2 დამარცხდა და სერია A-ში მესამე თამაში წააგო. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Tuttosport-ის ვერსიით: შჩესნი 6 – გამოსვლებზე დამაჯერებელი იყო, პელეგრინის დარტყმისგან ხარიხამ იხსნა, ხოლო გაშვებულ გოლებში დამნაშავე არ ყოფილა. დე შილიო 5.5 – დაცვაში ყოველთვის პუნქტუალური არ იყო და შეტევააში ვერ აქტიურობდა. კანსელუ შ.გ – პორტუგალიელმა 5 …

სრულად წაკითხვა »

ფაქტები “რომა” – “იუვენტუსის” შემდეგ

„იუვენტუსმა“ სერია A-ს 36-ე ტურში „რომასთან“ 0:2 წააგო. ამ შეხვედრაში რამდენიმე საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა: ექვსი მატჩი მშრალი კარის გარეშე „იუვენტუსმა“ ბოლო 6 თამაშში გოლი გაუშვა და მსგავსი რამ 2014 წლის თებერვლის შემდეგ პირველად მოხდა. საიუბილეო საღამო ჯორჯო კიელინიმ „იუვეს“ მაისურით სერია A-ში 350-ე, მირამელ პიანიჩმა ჯამში 250-ე („რომას“ თამაშებიც შედის), …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” რომში დამარცხდა

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ში ზედიზედ მესამე თამაში ვერ მოიგო. „ინტერთან“ და „ტორინოსთან“ ფრეების შემდეგ მასიმილიანო ალეგრის გუნდი „რომას“ ესტუმრა და 0:2 წააგო. „იუვე“ იტალიის დედაქალაქში უმოტივაციო და ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელის გარეშე ჩავიდა. თუმცა, მატჩი კარგად დაიწყო და პირველ ტაიმში მეტოქეს სჯობდა. რომ არა, ანტონიო მირანტე „ბებერი სინიორა“ აუცილებლად გახსნიდა ანგარიშს, …

სრულად წაკითხვა »