მთავარი / თეგის არქივი: პსჟ (გვერდი 7)

თეგის არქივი: პსჟ

“იუვე” და პსჟ ფეხბურთელების ბარტერთან ახლოს არიან

ტურინის „იუვენტუსი“ და „პარი სენ ჟერმენი“ ფეხბურთელების გაცვლასთან ახლოს არიან. L’Equipe-ს ინფორმაციით, მატია დე შილიო პარიზში გადაბარგდება, ხოლო ლაიუნ კურზავა – ტურინში. მიმდინარე სეზონში ორივე ფეხბურთელის სათამაშო პრაქტიკა შეზღუდულია და ამიტომ, ტრანსფერის ალბათობა დიდია. მეტიც, გავლენიანი ფრანგული გამოცემა გვამცნობს, რომ მხარეები შესაძლოა სწრაფად შეთანხმდნენ და ბარტერი ოფიციალურად დადასტურდეს.

სრულად წაკითხვა »

ვანდა ნარას იკარდის “იუვენტუსში” გადაყვანა უნდა

პსჟ-ს თავდამსხმელ მაურო იკარდის „იუვენტუსს“ გასულ ზაფხულს უკავშირებდნენ, მაგრამ ამ ტრანსფერს აქტუალურობა ჯერ კიდევ არ დაუკარგავს. Calciomercato-ს ინფორმაციით, არგენტინელის მეუღლეს და აგენტს, ვანდა ნარას იკარდის „იუვენტუსში“ გადაყვანა უნდა. ნარას სამიზნე მხოლოდ ტურინული გუნდია, მაგრამ პრობლემა „ინტერში“ მდგომაროებს, რომელიც დიდი ალბათობით, კონკურენტ გუნდში გასხვისების წინააღმდეგი იქნება. შეგახსენებთ, რომ იკარდი „ნერაძურის“ საკუთრებაა …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” პარედესის დამატება უნდა, პსჟ-მ ორი ფეხბურთელი მოითხოვა

„იუვენტუსი“ და პსჟ ზამთარში ფეხბურთელების გაცვლას ეშურებიან. Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება, რომ „იუვეს“ ფრანგული გუნდიდან ლეანდრო პარედესის დამატება უნდა ემრე ჯანში გაცვლას სთავაზობს. თუმცა, ფრანგები მიიჩნევენ, რომ არგენტინელი 10-15 მილიონი ევროთი მეტად ფასობს, ამიტომაც, მატია დე შილიოც მოითხოვეს, რაზეც ტურინული მხარე არაა თანახმა. საინტერესოა, რომ იტალიური მედია იმასაც წერს, რომ …

სრულად წაკითხვა »

ემრე ჯანი იანვარში პსჟ-ს ფეხბურთელი გახდება

არცერთი წუთი „უდინეზესთან“ და „სამპდორიასთან“. იქამდე იყო საშინელი თამაში „სასუოლოსთან“ და „ლაციოსთან“. ემრე ჯანის ტურინული ოდისეა დასასრულს უახლოვდება. გერმანელი იანვარში გუნდის დატოვების მთავარი კანდიდატია და Calciomercato-ს ცნობით, აგენტმა პსჟ-სთან მოლაპარაკებები დაიწყო. საუბარი საიჯარო ხელშეკრულებაზე. შესაძლოა გარიგებაში არგენტინელი ლეანდრო პარედესიც ჩართონ და სამხრეთ ამერიკელი „იუვენტუსში“ ვიხილოთ. ყველაფერი უახლოეს ხანში გაცხადდება. შეგახსენებთ, …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” პარედესი-ემრე ჯანის ბარტერი სურს

ტურინის „იუვენტუსს“ პსჟ-ს ნახევარმცველის, ლეანდრო პარედესის შეძენა უნდა. Tuttosport-ის ინფორმაციით, „ბებერი სინიორა“ მზადაა იანვარში არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ პარიზელებს ემრე ჯანი დაუთმოს. გერმანელი მაურიციო სარის გეგმებში რომ არ ჯდება, ძველი ამბავია და კლუბის დატოვების კანდიდატია. თავის მხრივ, პსჟ-ს სასტარტოში ვერ პარედესი ხვდება და გარიგება ორივე მხარისთვის მისაღებია. „იუვენტუსი“ სამხრეთ ამერიკელს მირალემ …

სრულად წაკითხვა »

პსჟ დე შილიოს თავს არ ანებებს

ზაფხულში წარუმატებელი მცდელობის შემდეგ პსჟ მატია დე შილიოს ტრანსფერს იანვარში მიუბრუნდება. Corriere Della Sera-ს ცნობით, ტომას ტუხელის გუნდს ძალიან უნდა იტალიელი მცველის ყიდვა და მზადაა 10 მილიონი ევრო გაიღოს. გარდა ამისა, განიხილება ტომას მუნიესთან ან ლაიუნ კურზავასთან ბარტერიც. თუმცა, ძნელი იქნება გარიგების ზამთარში გაჩარხვა, რადგან მაურიციო სარი ძალიან კარგად აფასებს …

სრულად წაკითხვა »

დე შილიო შესაძლოა იანვარში პსჟ-ში გადავიდეს

მატია დე შილიომ შესაძლოა უახლოეს სატრანსფერო პერიოდში „იუვენტუსი“ დატოვოს. იტალიელი ფეხბურთელით სერიოზულ ინტერესს პსჟ იჩენს, რომელიც ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს იყო მზად ფეხბურთელი შეეძინა. თუმცა, მაშინ ჟოაო კანსელუსა და ლეონარდო სპინაცოლის გაყიდვის შემდეგ ტურინელებმა უარი თქვეს კიდევ ერთი ფლანგის ფეხბურთელის გასხვისებაზე. ახლა კი, როცა ხუან კუადრადომ მარჯვენა მცველის პოზიციაზე თავი …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” ემრე ჯანთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

უახლოეს სატრანსფერო პერიოდში დიდი ალბათობით, ემრე ჯანი „იუვენტუსს“ დატოვებს. მაურიციო სარი გერმანელ ფეხბურთელს არ ენდობა და მიმდინარე სეზონში სულ სამჯერ ათამაშა, სამჯერვე ცვლილებაზე. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის განაცხადშიც არ შეიყვანა. იტალიური მედიის ცნობით, ემრეს პსჟ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ეპატიჟებიან. ლეონარდო მზადაა იანვრისთვის კონკრეტული წინადადებაც წარმოადგინოს და ფეხბურთელი პარიზში იახლოს, მაგრამ …

სრულად წაკითხვა »

დე შილიო პარიზისკენ, მუნიე – ტურინისკენ

იტალიურ მედიაში მოულოდნელი ინფორმაცია გაჩანდა და აქამდე ხელშეუხებელმა მატია დე შილიომ შესაძლოა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს „იუვენტუსი“ დატოვოს. იტალიური კლუბი „პარი სენ ჟერმენთან“ საუბრობს და ფეხბურთელის ტომას მუნიეში გაცვლას ლამობს. აღსანიშნავია, რომ ორივე მხარეს მოსწონს ეს იდეა, მაგრამ ახლა მათი მთავარი პრობლემა დროის ნაკლებობაა, რადგან სატრანსფერო ფანჯარა დღეს იხურება. ტომას …

სრულად წაკითხვა »

მანჯუკიჩმა პსჟ-ზე უარი თქვა და მზადაა “იუვეში” დარჩეს

მარიო მანჯუკიჩმა „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლაზე უარი თქვა. იტალიური მედიის ცნობით, ხორვატი მოხიბლული არაა იმ ფაქტით, რომ ახალ გუნდს სატრანსფერო პერიოდის მიწურულს უნდა შეუერთდეს, ამიტომ ურჩევნია „იუვენტუსში“ დარჩეს. ეს იმის მიუხედავად, რომ მაურიციო სარი ხორვატს არ სწყალობს და დიდი შანსია ჩემპიონთა ლიგის განაცხადშიც არ შეიყვანოს. სარი ფორვარდის პოზიციაზე მარიოზე წინ …

სრულად წაკითხვა »