მთავარი / თეგის არქივი: პოლ პოგბა (გვერდი 13)

თეგის არქივი: პოლ პოგბა

პაგანინი: “დე ლიხტის ტრანსფერი მომდევნო კვირაში დაიხურება”

იტალიელი ჟურნალისტი პაოლო პაგანინი, რომელიც ტელეკომპანია Rai-ს სატრანსფერი ექსპერტია, მატის დე ლიხტისა და პოლ პოგბას შესახებ საუბრობს. პაგანინის აზრით, ჰოლანდიელი მცველის ტრანსფერი დამდეგ კვირაში გაოფიციალურდება. „დე ლიხტის ტრანსფერს „იუვენტუსი“ მომდევნო კვირაში დახურავს. პოგბას ტურინში დაბრუნება უნდა, მაგრამ „რეალი“ „მანჩესტერს“ ბეილს სთავაზობს და ამიტომ ფავორიტია“, – თქვა პაგანინიმ.

სრულად წაკითხვა »

პოგბა სულშერს შეხვდება და გუნდიდან გაშვებას მოითხოვს

პოლ პოგბამ „მანჩესტერიდან“ წასვლა დიდი ხანია გადაწყვიტა და გუნდის ხელმძღვანელობასაც აცნობა. Tuttosport-ის ინფორმაციით, ფრანგი ამჯერად მთავარ მწვრთნელ ოლე გუნარ სულშერს შეხვდება. პოლი ნორვეგიელს გაუმხელს, რომ „მანჩესტერში“ დარჩენა აღარ სურს და მისი გუნდიდან წასვლა ყველა მხარისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება. როგორც იტალიური და ესპანური მედია წერს, პოგბას „იუვეში“ დაბრუნება უნდა, თუმცა „მანჩესტერი“ …

სრულად წაკითხვა »

AS: პოგბას “იუვეში” დაბრუნება უნდა

პოლ პოგბას „იუვენტუსში“ დაბრუნება სურს. ესპანური As-ის ინფორმაციით, ფრანგმა ფეხბურთელმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობას უკვე აცნობა, რომ ინგლისში დარჩენა აღარ უნდა. მიუხედავად იმისა, რომ პოგბას მადრიდის „რეალიც“ იწვევს, მისი ინტერესი ცნობილია – „იუვეში“ დაბრუნება უნდა. ხსენებული წყარო აგრეთვე გვამცნობს, რომ პოგბამ ამ დღეებში ტურინელთა მთავარ მწვრთნელ მაურიციო სარისაც დაურეკა და შესაძლოა …

სრულად წაკითხვა »

პარატიჩი პოგბას თაობაზე ლონდონში ვუდვორდს შეხვდა

ტურინის „იუვენტუსი“ პოლ პოგბას ტრანსფერზე სერიოზულად მუშაობს. იტალიური მედიის ცნობით, ფაბიო პარატიჩი ლონდონში მაურიციო სარის საკითხზე იმყოფება, მაგრამ სიტუაციით ისარგებლა და პოგბას შესახებაც გამართა შეხვედრა. როგორც ცნობილი გახდა, პარატიჩი „მანჩესტერის“ ვიცე-პრეზიდენტ ედ ვუდვორდს შეხვდა და ფრანგის შესახებ ისაუბრეს, თუმცა დიალოგის დეტალები არ გახმაურებულა. პოგბას „ოლდ ტრაფორდის“ დატოვება უნდა, თუმცა „იუვენტუსის“ …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” “ინტერს” უარი უთხრა და დიბალა შესაძლოა პოგბაში გაცვალოს

ტურინის „იუვენტუსში“ პაულო დიბალას მომავალი ისევ ბუნდოვანია. მიუხედავად მასიმილიანო ალეგრის გუნდიდან წასვლისა, არგენტინელმა შესაძლოა ზაფხულში ტურინი დატოვოს. აქამდე განიხილებოდა მაურო იკარდისთან ბარტერი, მაგრამ იტალიური მედიის ცნობით, „იუვენტუსმა“ ამ წინადადებაზე უარი თქვა და ახლა პაულოს გაცვლას სხვა ფეხბურთელში შეეცდება. საუბარი პოლ პოგბაზე, რომლის დაბრუნება „ბებერ სინიორას“ ძალიან უნდა. თავის მხრივ, „მანჩესტერი“ …

სრულად წაკითხვა »

პოგბა “იუვეს” პრიორიტეტია

პოლ პოგბა ტურინის „იუვენტუსის“ პრიორიტეტია. Tuttosport-ის ინფორმაციით, „იუვეს“ ფრანგი ფეხბურთელის ტურინში დაბრუნება გადაწყვეტილი აქვს და ყველაფერს გააკეთებს მიზნის მისაღწევად. მიუხედავად იმისა, რომ „ბებერ სინიორას“ პოგბასთვის ბრძოლაში მადრიდის „რეალის“ სახით ძლიერი კონკურენტი ჰყავს, ტრანსფერის ალბათობა საკმაოდ დიდია. აღსანიშნავია, რომ პოგბას აგენტ მინო რაიოლასთან ფაბიო პარატიჩი უკვე მოლაპარაკეკებსაც მართავს. თავად პოლს კი …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” პოგბასთან მოლაპარაკებები დაიწყო

პოლ პოგბას „იუვენტუსში“ დაბრუნებისთვის საწყისი ნაბიჯები გადაიდგა. Sky Sport-ის ცნობით, ტურინელთა ხელმძღვანელობამ „მანჩესტერთან“ მოლაპარაკებები დაიწყო. ფაბიო პარატიჩი კი დროს უქმად არ კარგავს და პარალელურად ფეხბურთელის აგენტ მინო რაიოლასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. ჯერჯერობით ტრანსფერის ფინანსური დეტალები არ გახმაურებულა. ცნობილია, რომ პოგბასთვის ბრძოლაში „იუვეს“ მადრიდის „რეალი“ სერიოზულ კონკურენციას უწევს. შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა …

სრულად წაკითხვა »

დიბალა “მანჩესტერს” უნდა, პოგბა – “იუვეს”: იქნება ბარტერი?

პოლ პოგბა „იუვენტუსში“, პაულო დიბალა – „მანჩესტერში“. Tuttosport-ის ცნობით, ინგლისური გუნდი არგენტინელი შემტევის გადაბირებით სერიოზულადაა დაინტერესებული, მაგრამ ამ საქმიდან „იუვეც“ სასურველი შედეგის მიღებას ეცდება. ტურინელებს პოლ პოგბას დაბრუნება ძალიან უნდათ და შესაძლოა ბარტერიც შედგეს. სხვა დეტალური ინფორმაცია კი ამ ეტაპზე არ გავრცელებულა. არადა, თითქოს მასიმილიანო ალეგრის გათავისუფლების შემდეგ „იუვენტუსში“ პაულო …

სრულად წაკითხვა »

ბარძალის გაცილების ცერემონიას პოგბაც დაესწრო

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი ანდრეა ბარძალი ფეხბურთიდან გააცილეს და თამაშის შემდეგ ზეიმი გაგრძელდა, რომელსაც ფეხბურთელების გარდა, ანდრეას მეგობრებიც დაესწრნენ. საინტერესოა, რომ სტუმართა შორის იყვნენ “იუვეს” ყოფილი ფეხბურთელები, ანდრეა პილო და პოლ პოგბა, რომლის გამოჩენამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ბუნებრივია დიდი იმედი გააჩინა, რომ ფრანგი, რომელსაც „მანჩესტერის“ დატოვება უნდა, ზაფხულში „იუვენტუსში“ დაბრუნდება.

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” მზადაა პოგბა ტურინში დააბრუნოს

ტურინის „იუვენტუსი“ პოლ პოგბას დაბრუნებას აპირებს. Calciomercato-ს ცნობით, „იუვე“ მზადაა მადრიდის „რეალს“ კონკურენცია გაუწიოს და მსოფლიოს ჩემპიონი ფრანგი ტურინში დააბრუნოს. ცნობილია, რომ პოგბა 100 მილიონ ევროდ ფასობს და შესაბამისად, ტურინელებს ხსენებული თანხის გაღება მოუწევთ. საინტერესოა, რომ თავად ფეხბურთელიც დაინტერესებულია იტალიურ გრანდში დაბრუნებით, ხოლო „მანჩესტერის“ დატოვება გადაწყვეტილი აქვს. გარდა ამისა, „იუვენტუსსა“ …

სრულად წაკითხვა »