მთავარი / თეგის არქივი: პეპ გვარდიოლა (გვერდი 3)

თეგის არქივი: პეპ გვარდიოლა

გვარდიოლა: “რამდენჯერ უნდა ვთქვა, რომ “იუვენტუსში” არ მივდივარ?!”

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა „იუვენტუსში“ გადაბარგებას გამორიცხავს. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, მომდევნო სეზონშიც „სიტის“ მწვრთნელი იქნება. „რამდენჯერ უნდა ვთქვა? „იუვენტუსში“ და იტალიაში წასვლას არ ვაპირებ. აქ ბედნიერი ვარ და მინდა მომდევნო სეზონშიც „სიტიში“ ვიმუშაო“, – აღნიშნა გვარდიოლამ. შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრის გათავისუფლების შემდეგ შესაძლო მემკვიდრეთა შორის გვარდიოლაც სახელდება.

სრულად წაკითხვა »

ანიელი ალეგრისთან საუბარს დერბიმდე აპირებს

ტურინის „იუვენტუსში“ მასიმილიანო ალეგრის ბედი ისევ გაურკვეველია. იტალიური მედიის ცნობით, ანდრეა ანიელი მთავარ მწვრთნელს ტურინულ დერბიმდე შეხვდება და დეტალებზე ისაუბრებენ. ვინაიდან, „ტორინოსთან“ მატჩი პარასკევსას, გამოდის, რომ ალეგრი-ანიელის შეხვედრა მომდევნო 48 საათში მოხდება. გადაწყვეტილებაც წესით ამ შეხვედრაზე უნდა მიიღონ. თუ ალეგრი „იუვენტუსს“ დატოვებს, ტურინში მის მემკვიდრედ პეპ გვარდიოლა ან დიდიე დეშამი …

სრულად წაკითხვა »

კრიშტიანუმ “იუვენტუსში” გვარდიოლა ისურვა

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელად კრიშტიანუ რონალდუს პეპ გვარდიოლას ხილვა სურს. აღნიშნულ ინფორმაციას Marca ავრცელებს. როგორც ესპანური გამოცემა წერს, კრიშტიანუ „მანჩესტერ სიტიში“ ესპანელი სპეციალისტის მუშაობით მოხიბლულია და ისურვა, რომ მომავალი სეზონიდან „იუვენტუსში“ დაინიშნოს. გვარდიოლას „ქალაქელებთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. „იუვენტუსიდან“ მასიმილიანო ალეგრის გათავისუფლება კი ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობის შემდეგ აქტუალური გახდა. …

სრულად წაკითხვა »

Sky Sport: გვარდიოლა მთავარი კანდიდატია

ტურინის „იუვენტუსის“ მომავალი მწვრთნელის შესახებ იტალიურ მედიაში არაერთი ინფორმაცია ვრცელდება. ბოლო ცნობებით, მთავარი ფავორიტი პეპ გვარდიოლაა. Sky Sport-ის ინფორმაციით, ალეგრის შეცვლის მთავარი კანდიდატი „მანჩესტერ სიტის“ ამჟამინდელი თავკაცია. მეტიც, მისი უმცროსი ძმა და „იუვენტუსის“ წარმომადგენლები ტურინში უკვე შეხვდნენ ერთმანეთს. თუმცა, დეტალები უცნობია. გვარდიოლას გარდა, სახელდება ზინედინ ზიდანის, ანტონიო კონტეს, დიდიე დეშამის, …

სრულად წაკითხვა »

გვარდიოლამ “იუვე” ბოლო ათწლეულის საუკეთესო გუნდებში დაასახელა

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „იუვენტუსი“ ბოლო ათწლეულის საუკეთესო გუნდებში დაასახელა. ესპანელმა სპეციალისტმა „იუვესთან“ ერთად „ბარსელონა“ და მიუნხენის „ბაიერნი“ გამოარჩია. „ბარსელონა“, „ბაიერნი“ და „იუვენტუსი“ – ყოველ სეზონში თავიანთ ჩემპიონატებს იგებენ, ქვეყნის თასებიც ყოველთვის მათია. ჩვენ არ შეგვიძლია მათთან მიახლოვება, მაგრამ შეგვიძლია მივბაძოთ და ვიბრძოლოთ ბოლომდე. ზოგჯერ გაგვიმართლებს, ზოგჯერ – …

სრულად წაკითხვა »