ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა პაულო დიბალამ განაცხადა, რომ ახლა კარგადაა, მაგრამ ჯერ 100%-ით მზად არაა. „დიახ, მე მქონდა კორონავირუსი, მაგრამ ახლა თავს ბევრად კარგად ვგრძნობ. ჯერჯერობით 100%-ით მზად არ ვარ, მაგრამ კარგად ვარ. ვარჯიში დავიწყეთ და ფეხბურთი ბრუნდება. მალე დავიწყებთ იმას, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს. იმედია გავერთობით და ხალხს ექნება შესაძლებლობა …
სრულად წაკითხვა »თეგის არქივი: პაულო დიბალა
პაულო დიბალამ ვარჯიშზე საოცარი გოლი გაიტანა [VIDEO]
ტურინის „იუვენტუსი“ აგრძელებს სეზონის განახლებისთვსი მზადებას და დღეს მორიგი საწვრთნელი სესია ჩატარდა. პაულო დიბალამ კი ფანტასტიკური გოლი გაიტანა და სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა. პაულოს ბურთი დე შილიომ, კუადრადომ, ბენტანკურმა, ბონუჩიმ, ვერავინ წაართვა და შესანიშნავი გოლი გაიტანა.
სრულად წაკითხვა »Tuttosport: დიბალას “იუვეს” სიმბოლოდ ქცევა უნდა და პსჟ-ს უარი უთხრა
პაულო დიბალას „იუვენტუსში“ დარჩენა და გუნდის სიმბოლოდ გახდომა სურს, როგორც მისი მეგობარი ალესანდრო დელ პიერო. Tuttosport-ის ინფორმაციით, არგენტინელმა „პარი სენ ჟერმენის“ არაოფიციალური წინადადება უარით გაისტუმრა და ტურინში დარჩენის სურვილი კიდევ ერთხელ გამოხატა. დიბალს განზრახვა ძალიან მტკიცეა, რაც გასულ ზაფხულსაც დაამტკიცა და ახლა კლუბსაც გადაწყვეტილი აქვს მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება. ეს მხოლოდ …
სრულად წაკითხვა »პაულო დიბალა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა
ტურინის „იუვენტუსის“ თავდამხმელი პაულო დიბალა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. „პროტოკოლის თანახმად, პაულო დიბალამ ორმაგი ტესტი ჩაიტარა კორონავირუსზე, რომლის პასუხები უარყოფითია. ფეხბურთელი გამოჯანმრთელდა და აღარ ექვემდებარება სახლის იზოლირებულ რეჟიმს“, – წერს „იუვენტუსის“ ვებგვერდი. ფეხბურთელმა კი ინსტაგრამში დაწერა: „ჩემი სახე ყველაფერს ამბობს: COVID-19-დან საბოლოოდ განვიკურნე“. შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა კორონავირუსს 21 …
სრულად წაკითხვა »დიბალა: “ფეხბურთი ძალიან მენატრება, ბურთთან შეხება მინდა”
ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელ პაულო დიბალას ფეხბურთი მოენატრა. ამის შესახებ არგენტინელმა ინტერვიუში განაცხადა. „არ მეგონა, რომ ფეხბურთი ასე ძალიან მომენატრებოდა. თამაში მინდა, თანაგუნდელების ნახვა, ბურთთან შეხება. სახლში ვთამაშობ, მაგრამ იგივე არაა. არ ვიცით როდის დავბრუნდებით, ეს არაა გამოწერილი შვებულება. ახლა ერთადერთი რაც შეგვიძლია დასვენება და ფორმის შენარჩუნებაა. სახლში იზოლაციაში დიდი ყოფნა …
სრულად წაკითხვა »დიბალას შეყვარებული: “საიდან მოტინეთ, რომ ისევ ვირუსი აქვს?”
პაულო დიბალას შეყვარებულმა ორიანა საბატინიმ უარყო ინფორმაცია, რომ თითქოს დიბალა ისევ კორონავირუსითაა დაინფირებული. ორიანამ არ იცის ეს ინფორმაცია საიდან გაჩნდა. „დიბალა ისევ დაინფიცირებული არაა. უბრალოდ უნდა დაველოდოთ. მან ბოლო ტესტები გაიკეთა, მაგრამ პასუხი ჯერ არ ვიცით. არც ის ვიცით, საიდან მოვიდა ეს ამბავი, რომ თითქოს დადებითი პასუხი მიიღო. ჩემს შემთხვევაში …
სრულად წაკითხვა »დიბალა კორონავირუსით ისევ დაინფიცირებულია
ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი პაულო დიბალა ჯერ არ გამოჯანმრთელებულა. პაულოს კორონავირუსი ისევ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ტესტი ოთხჯერ გაიკეთა. დიბალას ვირუსი 21 მარტს დაუდასტურდა და უკვე 39-ე დღეა დაავადებას ებრძვის. ისევ დაინფიცირებულია მისი შეყვარებული ორიანა საბატინიც და ისინი აგრძელებენ თვითიზოლაციას. შეგახსენებთ, რომ ბლეზ მატუიდიმ და დანიელე რუგანიმ კორონავირუსის დამარცხება მოახერხეს.
სრულად წაკითხვა »ტოტი: “დიბალა იტალიაში საუკეთესო ათიანია”
ფრანჩესკო ტოტიმ განაცხადა, რომ პაულო დიბალა იტალიაში საუკეთესო 10 ნომერია. იტალიელს არც ის სჯერა, რომ „რომაში“ ერთ დღეს არგენტინელს იხილავს, მიუხედავად იმისა, რომ ამის სურვილი აქვს. „დიბალა ცოტას თამაშობს, მაგრამ მის გარშემო ვინ თამაშობს? მთელი პატივისცემით ვამბობ, რომ ექსტრაორდნალური მოთამაშეა და იტალიაში საუკეთესო 10 ნომერი. „რომაში“ გადმოვიდეს? როგორ ფიქრობთ, თავად …
სრულად წაკითხვა »ხანგრძლივი კონტრაქტი, გაუმჯობესებული პირობებით: დიბალა “იუვეში” რჩება
ერთი წლის წინანდელისგან განსხვავებით ვითარება შეიცვალა და ახლა პაულო დიბალას გუნდიდან გაშვების საკითხი აღარ განიხილება. კონტრაქტი ალბათ აქამდეც გახანგრძლივებული იქნებოდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ ეს სამომავლოდ გადადო. თუმცა, მხოლოდ გადადო, რადგან კონტრაქტის გახანგრძლივებამდე დროის საკითხია. „იუვენტუსი“ და დიბალა შეთანხმებული არიან, რომ ხელშეკრულება დიდი პერიოდით გაგრძელდება (კონკრეტული ზუსტი თარიღი არ დასახელებულა). ამრიგად, …
სრულად წაკითხვა »რუგანი და დიბალა გამოჯანმრთელდნენ
ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელები დანიელე რუგანი და პაულო დიბალა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ. იტალიური მედია იტყობინება, რომ მათი ტესტების პირველი პასუხები უარყოფითია. ახლა ისინი მეორე ტესტების პასუხებს ელოდებიან, რომ საბოლოო განკურნება დადასტურდეს. დიბალა 22 მარტს დაინფიცირდა, ხოლო რუგანი კიდევ უფრო მანამდე, 11 მარტს. ასევე დადასტურდა, რომ ბლეზ მატუიდიც განიკურნა. ფრანგის ორივე ტესტი უარყოფითი …
სრულად წაკითხვა »