კატალონიის „ბარსელონას“ „იუვენტუსიდან“ მირალემ პიანიჩის ყიდვა გადაწყვეტილი აქვს. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, არტურ მელოსთან ბარტერის გარდა, ესპანელებს სხვა ვარიანტიც აქვთ. „ბარსა“ მზადაა არტური შეინარჩუნოს, ხოლო პიანიჩის ნაცვლად „იუვენტუსს“ პორტუგალიელი მცველი ნელსონ სემედუ დაუთმოს. იტალიელთა პასუხი ამ არცთუ მომხიბვლელ წინადადებაზე, ამ ეტაპზე უცნობია.
სრულად წაკითხვა »