მთავარი / თეგის არქივი: ნაპოლი (გვერდი 9)

თეგის არქივი: ნაპოლი

“ნაპოლის” აპელაცია არ დაკმაყოფილდა

„ნაპოლის“ აპელაცია ტურინში „იუვენტუსთან“ ტექნიკური წაგების გაუქმებისა და 1 ქულის ჩამოკლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. შედეგად, ძალაში დარჩა დაფიქსირებული შედეგი და ნეაპოლურ გუნდს სატურნირო ცხრილშიც 1 ქულა დაკლებული დარჩა. მოგეხსენებათ, „ნაპოლი“ იმის გამო დასაჯეს, რომ ტურინში თამაშზე არ ჩავიდა. გარდა ამისა, განიხილეს „ვერონა“ – „რომას“ მატჩის შედეგიც, სადაც რომაელებს განაცხადში არმყოფი …

სრულად წაკითხვა »

პარატიჩი: “ნაპოლი”? ჩვენც იგივე სიტუაციაში ვართ, მაგრამ ვთამაშობთ”

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა, რომელსაც „ბებერ სინიორასთან“ ტექნიკური წაგება (0:3) ჩაუთვალეს. მისი თქმით, „იუვენტუსი“ იგივე ვითარებაშია, მაგრამ თამაშზე უარს არ ამბობს. „ნაპოლისთან“ თამაში? ჩვენ იქ სათამაშოდ ვიყავით, არსებობს წესები და პროტოკოლი, რომლებსაც ვიცავთ. ჩვენ პატივს ვცემთ იმას, რასაც სპორტული სამართლიანობა გადაწყვეტს. დღეს იგივე მდგომარეობაში ვართ, …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: “ნაპოლის” “იუვესთან” ტექნიკური წაგება ჩაეთვალა და ქულა ჩამოაკლეს

„ნაპოლის“ „იუვენტუსთან“ მატჩზე გამოუცხადებლობის გამო ტექნიკური წაგება (0:3) ჩაეთვალა და ამასთან სატურნირო ცხრილში -1 ქულა ჩამოაკლდა. „ნაპოლი“ ტურინში გუნდში ორი ფეხბურთელის ინფიცირების გამო არ ჩავიდა და თამაშის გადადება მოითხოვა. თუმცა, მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს. იტალიის ჩემპიონატში არსებული რეგლამენტით გუნდი ვალდებულია ითამაშოს, თუ 13 ჯანმრთელი ფეხბურთელი ჰყავს და 10+ ინფიცირების შემთხვევა არ …

სრულად წაკითხვა »

დე ლუკა: “ნაპოლის” მადლობა უნდა უთხრან, რონალდუ ინფიცირებისგან ვიხსენით”

იტალიის რეგიონის, კამპანიის გუბერნატორმა ვინჩენცო დე ლუკამ სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, „ნაპოლის“ მადლობა უნდა გადაუხადონ, რომ ტურინში არ ჩავიდა და ამ გზით კრიშტიანუ რონალდუ კორონავირუსით დაინფიცირებისგან იხსნეს. „ნაპოლის“ კოვიდინფიცირებული ორი ფეხბურთელი ჰყავდა და კამპანიის ჯანდაცვის უწყებამ გააკეთა ის, რასაც კანონი მოითხოვდა. ისინი თვითიზოლაციაში არიან იქამდე, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ …

სრულად წაკითხვა »

ანიელი: “იუვენტუსი” პროტოკოლს პატივს სცემს”

ტურინის „იუვენტუსი“ „ნაპოლისთან“ სათამაშოდ მოედანზე გავიდა, იმის მიუხედავად, რომ მეტოქე ტურინში არ ჩასულა. „იუვეს“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. „გასაგები პროცესია, ვიცით რა ხდება დადებითი შემთხვევების გამოვლენის შემდეგ. დე ლაურენტინსმა მომწერა შეტყობინება და ვუპასუხე, რომ „იუვენტუსი“ წესებს იცავს. მან თამაშის გადადება მთხოვა და ეს ლეგიტიმური მოთხოვნაა, მაგრამ …

სრულად წაკითხვა »

Lega Serie A-ს განცხადება “იუვე” – “ნაპოლის” მატჩზე

Lega Serie A-მ „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ მატჩთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა და დაადასტურა, რომ თამაში 4 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. „ლეგა სერია A ადასტურებს, რომ „იუვენტუსი“ – „ნაპოლის“ მატჩი დაგეგმილია ისევ 4 ოქტომბერს, 20:45 საათზე (იტალიის დროით)“, – ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ტურინში გამგზავრებაზე უარი მასშემდეგ თქვა, რაც გუნდში კორონავირუსის ორი …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსის” ოფიციალური განცხადება “ნაპოლისთან” მატჩთან დაკავშირებით

ტურინის „იუვენტუსის“ ვებგვერდმა გაავრცელა განცხადება, რომ მზადაა დაგეგმილი კალენდრის მიხედვით „ნაპოლისთან“ სათამაშოდ მოედანზე გავიდეს. მოგეხსენებათ, კორონავირუსის 2 შემთხვევის გამო „ნაპოლიმ“ ტურინში გამგზავრებაზე უარი თქვა. იტალიაში არსებული დებულების თანახმად კი, ნებისმიერი გუნდი ვალდებულია გამოცხადდეს თამაშზე თუ გუნდში 13 ჯანმრთელი ფეხბურთელი ჰყავს (1 მეკარე). ამასთან, დებულება ითვალისწინებს, რომ სხვა შემთხვევაში თამაშზე გამოუცხადებლობის …

სრულად წაკითხვა »

“ნაპოლი” ტურინში არ გაემგზავრა, მატჩი ჩაშლის პირასაა

„იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ შეხვედრა დიდი ალბათობით არ გაიმართება. ნეაპოლიტანური გუნდი ტურინში უნდა წასულიყო, მაგრამ ნეაპოლის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა კლუბის ფეხბურთელებს ქალაქის დატოვება აუკრძალეს. ფეხბურთელები სახლებში დაბრუნდნენ და თვითიზოლაციაში იქნებიან. როგორც იტალიური მედია იტყობინება, მას შემდეგ, რაც გუნდში ინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსის გავრცელების რისკი ძალიან დიდია. ჯერჯერობით მატჩი ოფიციალუად არ …

სრულად წაკითხვა »

კავანიმ “იუვეს” უარი “ნაპოლის” ერთგულების გამო უთხრა

ტურინის “იუვენტუსი” რამდენიმე კვირის წინ ედინსონ კავანის დაკავშირებია ტრანსფერის თაობაზე. ამის შესახებ Sky Sport-ი იტყობინება. თუმცაკავანიმ “იუვეში” გადასვლაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ წარსულში “ნაპოლის” ფეხბურთელი იყო და ნეაპოლურ გუნდს ვერ უღალატებდა. შეგახსენებთ, რომ ედინსონ კავანიმ პსჟ დატოვა და ამჟამად თავისუფალი აგენტია.

სრულად წაკითხვა »

მილიკი “იუვეში”გადასვლაზე თანახმაა

„ნაპოლის“ თავდამსხმელმა არკადიუშ მილიკმა „იუვენტუსში“ გადასვლაზე თანხმობა განაცხადა. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება. მაურიციო სარის მილიკი ძალიან მოსწონს და გონსალო იგუაინის შემცვლელად ესახება. ახლა კლუბებს შორის შეთანხმების მიღწევაა საჭირო. ნეაპოლელებმა კრისტიან რომეროში მილიკის გაცვლა უკვე იაურეს, მაგრამ ახლა წინა პლანზე ლუკა პელეგრინის ან ფედერიკო ბერნარდესკის გვარებმა წამოიწეს. აურელიო დე ლაურენტისს …

სრულად წაკითხვა »