მთავარი / თეგის არქივი: ნაპოლი (გვერდი 4)

თეგის არქივი: ნაპოლი

ალეგრი: “ცოტა გოლს ვიტანთ, ეს პრობლემაა, რომელიც უნდა გამოვასწოროთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ნაპოლისთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისმა გუნდმა კარგად ითამაშა, მაგრამ შეტევაში თამაში გასაუმჯობესელია. „ხელიდან გაშვებული შანსი? არა, ეს იყო პირდაპირ კონკურენტთან მატჩი, მათ თითქმის ყველა ძირითადი შემადგენლობის წევრი ჰყავდათ, ოთხი ფეხბურთელი აკლდათ და ჩვენ პირველ წრეში მათ წინააღმდეგ 6 …

სრულად წაკითხვა »

ლოკატელი: “გულდაწყვეტილები ვართ, რადგან მოგება გვინდოდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მანუელ ლოკატელიმ „ნაპოლისთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ შედეგით უკმაყოფილოა. როგორც იტალიელმა ნახევარმცველმა აღნიშნა, იანვარი „იუვესთვის“ გადამწყვეტი თვე იქნება. „მცირე სინანული არსებობს, რადგან მოგება გვინდოდა. ინტენსივობის თვალსაზრისით კარგი მატჩი იყო. ისე ვითამაშეთ, როგორც მწვრთნელმა გვთხოვა, მაგრამ ამის გაკეთება 90 წუთის განმავლობაში უნდა შეგვეძლოს, რომ …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “ნაპოლი”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს XX ტურში „ნაპოლისთან“ ფედერიკო კიეზას გოლით ქულა მოიპოვა (1:1). გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 6 – გოლის დროს არ გაუმართლა, ის ბურთს ისე შეეხო, რომ დე ლიხტს, რომელიც კარის ხაზიდან მის გამოსატანად მზად იყო, ხელი შეუშალა. შემდეგ თავისი საქმე კარგად გააკეთა. კუადრადო 6 – ინსინიე …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” კიეზამ გადაარჩინა

ტურინის „იუვენტუსმა“ 2022 წელი წარუმატებლად დაიწყო. მასიმილიანო ალეგრის გუნდს შესანიშნავი შანსი ჰქონდა „ნაპოლისთან“ ჩამორჩენა ორ ქულამდე შეემცირებინა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში თავიდან ბოლომდე ჩართულიყო, მითუმეტეს, რომ მეტოქეს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდა. თუმცა, ალეგრის გუნდმა ვერ მოიგო და უფრო წაგებასთან იყო ახლოს, ვიდრე მოგებასთან. შეხვედრა მთლიანობაში თანაბარი გამოდგა და ორივე …

სრულად წაკითხვა »

“ნაპოლი” “იუვენტუსს” შესუსტებული შემადგენლობით ეწვია

„ნაპოლი“ ტურინში ჩავიდა და მატჩი, რომელსაც გადადება ემუქრებოდა, გაიმართება. საქმე ისაა, რომ ნეაპოლელთა რიგებში კორონავირუსია გავრცელებული, მაგრამ ნეაპოლის ჯანდაცვის უწყებამ გუნდს ტურინში გამგზავრების უფლება მისცა. ცნობისთვის, შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში იმავე უწყებამ „ნაპოლი“ ტურინში სათამაშოდ არ გაუშვა, მაშინ თავიდან „იუვეს“ ტექნიკური მოგება ჩაეთვალა, მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება გაუქმდა და თამაში გადაიდო, …

სრულად წაკითხვა »

მასიმილიანო ალეგრი: “მორატა რჩება, რემზი მიდის”

ტურინის „იუვენტუსი“ 2022 წლის პირველ შეხვედრას სერია A-ს მეოცე ტურში „ნაპოლის“ უმასპინძლებს. მატჩის წინ მასიმილიანო ალეგრიმ პრესკონფერენცია გამართა და მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა. „გუნდმა კარგად იმუშავა, ბონუჩი ხვალ და კვირას ნამდვილად ვერ ითამაშებს, სუპერთასზე კი ვნახოთ. დანილო ხელმისაწვდომი მომდებო კვირაში იქნება, პელეგრინი და კაიო ჟორჟე გაციებულები იყვნენ და ინდივიდუალურად ემზადებოდნენ. …

სრულად წაკითხვა »

სუპერთასის თამაში 5 იანვარს მილანში, “ნაპოლისთან” მატჩი, რომელსაც აფრიკელები აკლდება, გადაიდება

იტალიის სუპერთასის მატჩი „ინტერსა“ და „იუვენტუსს“ შორის დიდი ალბათობით 5 იანვარს გაიმართება. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს და წერენ, რომ ეს პრაქტიკულად გადაწყვეტილია. შეხვედრა მილანში, „სან სიროზე“ გაიმართება. იტალიის სუპერთასის მატჩებს სკუდეტოს მფლობელი გუნდის არენამ ბოლოს 2010 წელს უმასპინძლა. მას შემდეგ, რაც „იუვემ“ ზედიზედ 9-ჯერ მოიგო სკუდეტო, სუპერთასის მატჩი ერთხელაც არ …

სრულად წაკითხვა »

კიელინი: “წინ მშვიდად უნდა ვიაროთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ჯორჯო კიელინიმ „ნაპოლისთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ვეტერანი მცველის განცხადებით, სეზონი რთულად დაიწყეს, მაგრამ წინ მშვიდად უნდა იარონ. “გუნდი მთელი თამაშის განმავლობაში კომპაქტური იყო, კმაყოფილი უნდა ვიყოთ, რაც მოედანზე ვაჩვენეთ, არსებული სირთულეების გათვალისწინებით. ვიმსახურებდით ქულის მოპოვებას მაინც, ახლა სათქმელი ცოტაა. უნდა ვიმუშაოთ ყოველდღიურად და მოვუმატოთ. ვიცოდით, რომ …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “მომდევნო მატჩშიც შჩესნი ითამაშებს, ის შესანიშნავი მეკარეა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ნაპოლისთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან კიდევ ერთხელ დაიცვა ვოიცეხ შჩესნი, რომელმაც ნეაპოლელთა პირველ გოლში დიდი წვლილი შეიტანა. ალეგრი პოლონელს ენდობა და მის შეცვლას არ აპირებს. „ამ მომენტში ყველაფერი ასეა, ამ საღამოს აბსოლუტურად არაფერი მაქვს ბიჭებისთვის სასაყვედურო. ტექნიკური თვალსაზრისით უნდა გავუმჯობესდეთ, რადგან მეორე ტაიმში …

სრულად წაკითხვა »

“ნაპოლი” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მესამე ტურში „ნაპოლისთან“ 1:2 წააგო. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 4.5 – ინსინიეს დარტყმა იკითხებოდა, მან ცუდად მოიგერია და პოლიტანომ დაამატა, სანამ მან რაბიო უყურებდა. მეორე გოლზე რეაგირება მოახდინა, მაგრამ ჩაწოდებას უბრალოდ უყურებდა. დე შილიო 6 – მას ინსინიეს გაკონტროლება ევალებოდა და ეს პრინციპში კარგად …

სრულად წაკითხვა »