მთავარი / თეგის არქივი: მოიზე კინი (გვერდი 5)

თეგის არქივი: მოიზე კინი

კინი: “მიყვარს ღამე, რადგან ყველა ფერი ერთნაირია”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი მოიზე კინი ინსტაგრამზე იმ თემას გამოეხმაურა, რომელიც დღეს მთავარი სალაპარაკოა. კალიარიში მომხდარი რასისტული ინციდენტის შემდეგ კინმა თქვა, რომ ღამე უყვარს. „მიყვარს ღამე, რადგან ღამე ყველა ფერი ერთნაირია და მეც იგივენაირი ვარ, როგორც სხვები“, – დაწერა მოიზემ ინსტაგრამში. შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფორვარდი „კალიარის“ ქომაგების მხრიდან რასისტული თავდასხმის …

სრულად წაკითხვა »

ევრა, სტერლინგი, პოგბა, დეპაი: მხარდაჭერა კინს, კრიტიკა ბონუჩის

მოიზე კინს საფეხბურთო სამყარომ თანადგომა გამოუცხადა. კალიარიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ სოციალურ ქსელში კინის მხარდამჭერი პოსტები გამოაქვეყნეს ბლეზ მატუიდიმ, პატრის ევრამ, რაჰიმ სტერლინგმა, პოლ პოგბამ, მარიო ბალოტელიმ, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ. ყველა მათგანმა რასისტული გამხტომები დაგმო და კინს მხარდაჭერა გამოუცხადეს. გარდა ამისა, კრიტიკის ობიექტი გახდა ლეონარდო ბონუჩი, რომელიც მისი განცხადების გამო გააკრიტიკეს. …

სრულად წაკითხვა »

კიელინი: “მოიზეს არაფერი გაუკეთებია”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ ახალგაზრდა თანაგუნდელი მოიზე კინი დაიცვა, რომელიც რასისტული თავდასხმის ობიექტი გახდა. ჯორჯოს განცხადებით, კინს არაფერი გაუკეთებია. „მოიზე იტალიური ფეხბურთის მემკვიდრეობაა, ოქროს ბიჭი. მე ვნახე კადრები და მოიზეს არაფერი გაუკეთებია. წინა ტურში მასზე ისევე ვფიქრობდით, როგორც ძანიოლოზე, კიეზაზე, ბარელაზე… როგორც იტალიური ფეხბურთის პოზიტიურ ფიგურაზე. ერთადერთი, რაც მას …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” კინის ახალი კონტრაქტი გაამზადა

ტურინის „იუვენტუსი“ მოიზე კინთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს და ეს პაველ ნედვედმა რამდენიმე დღის წინ საჯაროდაც დაადასტურა. როგორც Tuttosport-ი წერს, ჩეხი ფეხბურთელის აგენტ მინო რაიოლას შეხვდება. „იუვეს“ კონტრაქტი გამზადებული აქვს: მოიზე ხელშეკრულებას 4 წლით გაახანგრძლივებს და ტურინში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება, ხოლო ანაზღაურების სახით 1.5-2 მილიონ ევროს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ამჟამად …

სრულად წაკითხვა »

კინი: “მზად ვარ სხვა რეკორდებიც დავამყარო”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა მოიზე კინმა „ემპოლის“ კარში გამარჯვების გოლის შემდეგ კომენტარი გააკეთა. 19 წლის ფეხბურთელის განცხადებით, მისი წარმატებულად ათამაშების საიდუმლო მუშაობაა და მზადაა ახალი რეკორდებიც დაამყაროს. „ბედნიერი ვარ, რომ მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გავხდი, რომელსაც სერია A-ში ოდესმე 8 გოლი გაუტანია. მზად ვარ სხვა რეკორდებიც დავამყარო. საიდუმლო? მუშაობაეს ერთადერთია, რაც …

სრულად წაკითხვა »

კინის ახალი კონტრაქტი – “იუვესთვის” პრიორიტეტი

არამხოლოდ მარიო მანჯუკიჩი და დანიელე რუგანი… „იუვენტუსი“ მოიზე კინისთვის ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს და ეს პრიორიტეტად იქცა. ნიჭიერ ფორვარდს კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება და ტურინელებს არც ისე ბევრი დრო აქვთ. ამიტომ, კინის აგენტ მინო რაიოლასთან მოლპარაკებები უახლოეს ხანებში დაიწყება. ახალი ხელშეკრულების ფინანსური მხარე ამ დრომდე უცნობი რჩება. თუმცა, კინის …

სრულად წაკითხვა »

რაიოლა: “კინი “მილანში” გადადიოდა, მაგრამ “იუვემ” არ გაუშვა”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი მოიზე კინი ბოლო დროს საყოველთაო ყურადღების ცენტრშია. 19 წლის იტალიელის შესახებ ამჯერად მისმა აგენტმა მინო რაიოლამ ისაუბრა. „კინს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. იანვარში „მილანთან“ ძალიან ახლოს იყო, მე და ლეონარდო შეთანხმებულიც ვიყავით, მაგრამ „იუვემ“ ტრანსფერზე უარი თქვა. კონტრაქტის გახანგრძლივება? ამ ეტაპზე გაჩერებულები ვართ, ბიჭს თამაში უნდა“, – …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “კინმა ჩემთან და კიელინისთან საუბრის შემდეგ დარჩენა გადაწყვიტა”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ მოიზე კინის შესახებ ისაუბრა. ბონუჩის განცხადებით, კინი „იუვეს“ დატოვებას იანვარში აპირებდა, მაგრამ მასთან და ჯორჯო კიელინისთან საუბრის შემდეგ გადაიფიქრა. „მოიზე ჩვენთან დარჩა მას შემდეგ, რაც ჯორჯოსთან ისაუბრა, ხოლო შემდეგ ჩემთან. როდესაც კრიშტიანუსთან, დიბალასთან, დუგლას კოშტასთან ერთად ვარჯიშობ, უფრო ძლიერი უფრო სწრაფად გახდები. იმედია ზეწოლას გოლებით …

სრულად წაკითხვა »

კინის დედა “იუვენტუსის” მადლობელია

მოიზე კინი, რომ ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი იყო, ეს აქამდეც ცნობილი გახლდათ. 2017 წელს, ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში სერია A-ში სადებიუტო გოლი გაიტანა („ბოლონიასთან“). გასულ სეზონში „იუვენტუსმა“ ის „ვერონაში“ გაანათხოვრა და გოლების გატანა იქაც გააგრძელა. თუმცა, ბოლო პერიოდში მან ძალიან მოუმატა. „უდინეზესთან“ დუბლის შემდეგ კინმა იტალიის ნაკრებშიც შეძლო სადებიუტო გოლის …

სრულად წაკითხვა »

კინი: “რონალდუსგან ყოველდღე ვსწავლობ”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი მოიზე კინი ფინეთთან შესანიშნავი თამაშით გამოირჩა და გოლიც გაიტანა. 19 წლის ფეხბურთელმა რეკორდიც დაამყარა – 2000 წელს და ზემოთ დაბადებული პირველი ფეხბურთელია, რომელმაც იტალიის ნაკრებში გაიტანა. მისი თქმით, კრიშტიანუ რონალდუსგან ძალიან ბევრს სწავლობს. „მუდმივად ვვარჯიშობ. გოლი დამატებითი მოტივაციაა მუშაობისთვის და კიდევ ბევრი რეკორდი მაქვს დასამყარებელი. მზად ვარ …

სრულად წაკითხვა »