მთავარი / თეგის არქივი: მატაის დე ლიხტი (გვერდი 4)

თეგის არქივი: მატაის დე ლიხტი

“იუვენტუსი” და დე ლიხტი კონტრაქტის განახლებაზე შეთანხმდნენ

მატაის დე ლიხტი „იუვენტუსთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ამის შესახებ ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო წერს და როგორც წესი, მისი ინფორმაცია უტყუარია. დე ლიხტი და მისი აგენტები კლუბთან შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულება 2 წლით განახლდება და ახალი კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გაფორმდება. შეგახსენებთ, რომ დე ლიხტის მოქმედი კონტრაქტი 2024 წლამდეა ძალაში, ის „იუვეში“ 2019 …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” დე ლიხტთან კონტრაქტის განახლებაზე მუშაობას დაიწყებს

ტურინის „იუვენტუსი“ მატაის დე ლიხტის გაყიდვას არ გეგმავს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება. დე ლიხტს „იუვესთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, რამაც შესაძლოა მისი დაკარგვის საფრთხის წინაშე დააყენოს. ამიტომაც, კლუბი მასთან უახლოეს მომავალში კონტრაქტის განახლებაზე დაიწყებს მუშაობს. ინფორმაციას ჯოვანი ალბანეზე ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ მატაის დე ლიხტი „იუვენტუსში“ 2019 წლიდან თამაშობს და …

სრულად წაკითხვა »

დე ლიხტი: “პირველ ტაიმში ანგარიშის გათანაბრება ძალიან მნიშვნელოვანი იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატაის დე ლიხტმა „კალიარისთან“ მატჩის (2:1) შემდეგ, რომელშიც მან გოლიც გაიტანა, კომენტარი გააკეთა. როგორც ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რთული მატჩი იყო და პირველ ტაიმში ანგარიშის გათანაბრებამ დიდი როლი ითამაშა. „დღეს ცოტა გაგვიჭირდა, ძალიან მძიმე მატჩი იყო რთულ მოედანზე მით უმეტეს, რომ ცუდად დავიწყეთ, მაგრამ ლამაზი გოლით ვუპასუხეთ. მეორე …

სრულად წაკითხვა »

დე ლიხტმა დარჩენა გადაწყვიტა, “იუვე” მასთან კონტრაქტის განახლებას აპირებს

მატაის დე ლიხტმა „იუვენტუსში“ დარჩენა გადაწყვიტა, მაგრამ ეს ტურინული გრანდის ხელმძღვანელობას მშვიდად ყოფნის საშუალებას არ აძლევს. Calciomercato-ს ცნობით, „იუვეს“ მიზანია ნიდერლანდელ ფეხბურთელს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს, რომელიც 2024 წელს იწურება, რათა მისი უფასოდ დაკარგვის საფრთხე არ დაემუქროს. ამიტომაც, მხარეებს შორის უახლოეს მომავალში მოლაპარაკებები დაიწყება. წყაროს თანახმად, „იუვენტუსი“ დე ლიხტს დიდი ალბათობით არ …

სრულად წაკითხვა »

დე ლიხტი: “პირველი გოლის შემდეგ მთლიანად მოვიშალეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატაის დე ლიხტმა „ვილიარეალთან“ (0:3) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, პირველი გოლის შემდეგ გუნდი მოიშალა. „75-ე წუთამდე თანაბარი თამაში იყო. რეალური საგოლე მომენტები გვქონდა, მაგრამ მათმა მეკარემ შესანიშნავად ითამაშა. პენალტის შემდეგ მთლიანად მოვიშალეთ. როცა 0:1-ს აგებ, მაინც შეგიძლია გატანა, პირველი გოლის შემდეგ უკეთ უნდა გვეთამაშა“, …

სრულად წაკითხვა »

დე ლიხტი: “იუვეს დნმ-ში მთავარი შედეგია, თამაშის ხარისხი უმნიშვნელოა”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატაის დე ლიხტმა ბრიტანულ Guardian-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც „ბებერი ქალბატონის“ მენტალიტეტზე ისაუბრა. როგორც ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა განაცხადა, „იუვეში“ მთავარი გამარჯვებაა და ლამაზი თამაშის სტილი უმნიშვნელოა. „აიაქსში“, როდესაც 15 წლის ვიყავი, ნახევარმცველად ვთამაშობდი, შემდეგ გავხდი ცენტრალური მცველი, თავიდან არ ვიცოდი, გუნდისთვის როგორ უნდა მეთამაშა. გამოცდილებასთან ერთად ვისწავლე სხვადასხვა სიტუაციებში …

სრულად წაკითხვა »

დე ლიხტი: “რაიოლამ ჩემზე 3 თვის წინ ისაუბრა, ამ დროში ბევრი რამის შეცვლა შეიძლება”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატაის დე ლიხტმა იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა. როგორც ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, ის მხოლოდ აწმყოზეა კონცენტრირებული და მომავალზე ამჟამად არ ფიქრობს. „კლუბში უფრო და უფრო მეტი პასუხისმგებლობა მეკისრება. ახლა ჯორჯო კიელინი და ლეონარდო ბონუჩი ხშირად არიან ტრავმირებულები, ამიტომ, ჩემს მხრებზე კიდევ უფრო მეტი ზეწოლაა, რაც მომწონს. ვაცნობიერებ, რომ …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” დე ლიხტთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს

ტურინის „იუვენტუსი“ მატაის დე ლიხტთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს. ამის შესახებ Tuttosport-ი იტყობინება. ტურინული გაზეთის ცნობით, „იუვე“ ნიდერლანდელ მცველს კონტრაქტს, რომელიც 2024 წელს იწურება, ერთი წლით, 2025 წლამდე გაიფორმებს. ასე „იუვე“ თავს დაიზღვევს და ფეხბურთელის დაკარგვის საფრთხე დამდეგ ზაფხულს არ დაემუქრება. საქმე ისაა, რომ დე ლიხტით ძალიან სერიოზულად „ბარსელონა“ ინტერესდება. …

სრულად წაკითხვა »

დე ლიხტი: “გოლის დროს ჩემი პოზიცია დავტოვე და ძალიან გავბრაზდი”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატაის დე ლიხტმა „ვილიარეალთან“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. ნიდერლანდელმა მცველმა თქვა, რომ გაშვებული გოლის დროს შეცდომა დაუშვა, რადგან თავისი პოზიცია დატოვა. „ძალიან მოწიფული მატჩი იყო გუნდთან, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს. საბოლოო ჯამში 1:1 ძნელად მისაღები ანგარიშია, მაგრამ მათაც ჰქონდათ მომენტები. გაშვებული გოლის დროს პოზიციიდან გამოვედი და …

სრულად წაკითხვა »

დიბალა და დე ლიხტი “მილანთან” ვერ ითამაშებენ

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მომდევნო ტურში „მილანთან“ პაულო დიბალასა და მატაის დე ლიხტს მოისაკლისებს. ორივე ფეხბურთელმა „ტორინოსთან“ ყვითელი ბარათები მიიღებს და შესაბამისად დისკვალიფიცრებულნი არიან. „მილანი“ – „იუვეს“ მატჩი 8 ივლისს გაიმართება. მოგეხსენებათ, „ბებერმა სინიორამ“ „ტორინო“ 4:1 დაამარცხა.

სრულად წაკითხვა »