მთავარი / თეგის არქივი: ლეონარდო ბონუჩი (გვერდი 4)

თეგის არქივი: ლეონარდო ბონუჩი

ბონუჩი: “დასანანია, რომ 3 ქულა ვერ მოვიპოვეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „ბოლონიასთან“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, გამარჯვება გუნდს ბევრ რამეს მისცემდა და დასანანია, რომ ეს ვერ მოახერხეს. „ბოლოს ვცდილობდით წინ წასვლას და ანგარიშის გათანაბრებას, რიცხობრივ უპირატესობაში კი უფრო ზუსტად ვითამაშეთ. დასანანია, რადგან ეს 3 ქულა ბევრ რამეს მოგვცემდა. მოედნიდან ისე ჩანდა, რომ …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “არ ვიცი კიელინი რას გააკეთებს, მაგრამ მე ნაკრებში ვრჩები”

„იუვენტუსის“ მცველი ლეონარდო ბონუჩი, რომელიც სულ მალე 35 წლის ხდება, სანაკრებო კარიერის დასრულებას არ აპირებს. როგორც მან განაცხადა, სურს ახალგაზრდებს მაგალითი მისცეს. გარდა ამისა, ბონუჩიმ ფიფას ახალი ფორმატი გააკრიტიკა და თქვა, რომ სიგიჟეა, როცა მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთადერთი მარცხის გამო ვერ გადიხარ. „არ ვიცი, რას გააკეთებს კიელინი, მაგრამ ჩემი მხრიდან არის …

სრულად წაკითხვა »

“ვილიარეალთან” ბონუჩის თამაში გამოირიცხა

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ლეონარდო ბონუჩი „ვილიარეალთან“ ვერ ითამაშებს. 34 წლის ფეხბურთელი უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის გამოჯანმრთელებას ვერ ახერხებს. მიმდინარე წელი ლეონარდოსთვის წარუმატებლად დაიწყო და 2022 წელს მხოლოდ 4 თამაში ჩაატარა. ბოლოს მან 26 თებერვალს „ემპოლისთან“ ითამაშა და ვარაუდობდნენ, რომ დაზიანება სერიოზული არ იქნებოდა, მაგრამ ჯერ კიდევ უცნობია როდის დაბრუნდება. ეს არამარტო „იუვესთვის“, …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ბონუჩი გამოაკლდა და 3 ფეხბურთელი დაუბრუნდა

ტურინის „იუვენტუსს“ დანიელე რუგანი, პაულო დიბალა და ფედერიკო ბერნარდესკი დაუბრუნდნენ. სამივე ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ივარჯიშა. სამაგიეროდ, ტრავმა აქვს ლეონარდო ბონუჩის, რომელიც 1 კვირის განმავლობაში დაისვენებს და შემდეგ ხელახალ სამედიცინო შემოწმებას ჩაუტარებენ. “ვილიარეალთან” მისი თამაში ამ ეტაპზე ეჭვქვეშ იმყოფება. აღსანიშნავია, რომ ბონუჩიმ ალტერნატივების არარსებობის გამო „ვილიარეალთან“ მეორე ტაიმი და „ემპოლისთან“ სრული …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “ჩემი კერპი დელ პიერო იყო, არასდროს მიფიქრია, რომ მცველი ვიქნებოდი”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „ვილიარეალთან“ მატჩის წინ ესპანურ გამოცემა El Pais-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც საინტერესო საკითხებზე ისაუბრა. „ძალიან რთული ორი თამაში იქნება. „ვილიარეალმა“ იცის, როგორ ითამაშოს და გამოცდილია. ვლაჰოვიჩის სახით საჯარიმოში ამოსავალი წერტილი გვყავს, რომელსაც ბურთი უნდა მივაწოდოთ, როცა მეტოქე დაცვაში იკეტება. რონალდუ-ვლაჰოვიჩი? კრიშტიანუთი ყველა თამაში 1:0-ით იწყებოდა, მან …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ბონუჩი და პელეგრინი დაუბრუნდნენ

ტურინის „იუვენტუსს“ მცველები, ლეონარდო ბონუჩი და ლუკა პელეგრინი დაუბრუდნენ. ორივე ფეხბურთელმა დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა და „ვილიარეალთან“ მატჩისთვის ემზადებიან. ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა ძირითად შემადგენლობაში ბონუჩი, რადგან შესაძლოა ბოლომდე მზად არ არის. პელეგრინის კი მარცხენა ფლანგზე ალექს სანდრო და მატია დე შილიო ჰყავს კონკურენტებად. ნებისმიერ შემთხვევაში ორი მცველის დაბრუნება …

სრულად წაკითხვა »

მიხაილოვიჩი: “კიელინი და ბონუჩი ვლაჰოვიჩს “იუვეში” ქცევის წესებს ასწავლიან”

„ბოლონიას“ მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა პრესკონფერენციაზე მიტჩელ დიკსის რთულ პერიოდზე ისაუბრა და მაგალითად, „იუვენტუსი“ მოიყვანა. როგორც მან აღნიშნა, ყველა ნორმალურ გუნდში გამოცდილი ფეხბურთელები ახალგაზრდებს ქცევის წესებს ასწავლიან. „გუნდის ჯგუფის კულტურა გამოიხატება ღირებულებებით და ქცევით. მე ყოველთვის ველი, რომ ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელები მისცემენ მაგალითს და ახალგაზრდა და ახალწვეულ ფეხბურთელებს ასწავლიან რა …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” “ვერონასთან” მატჩისთვის ემზადება და გუნდს ბონუჩი დაუბრუნდა

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს 24-ე ტურისთვის ემზადება, რომელშიც „ვერონას“ უმასპინძლებს. გუნდს ლეონარდო ბონუჩი დაუბრუნდა, რომელმაც ბოლო მატჩები ტრავმის გამო გამოტოვა, მაგრამ დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა. „იუვეს“ სანაკრებო შეკრებიდან დაუბრუნდა კოლუმბიელი ხუან კუადრადოც, მანამდე გუნდს პაულო დიბალაც შეუერთდა, ხოლო ხვალ ვესტონ მაკკენი შეუერთდება. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „ვერონას“ 6 თებერვალს უმასპინძლებს და …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “კოლეგების მხრიდან დაფასება ყველაზე მთავარია”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ლეონარდო ბონუჩი ფიფას 2021 წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. იტალიელმა ფეხბურთელმა ამ აღიარების შემდეგ „იუვეს“ ტელევიზიასთან კომენტარი გააკეთა. „რას ნიშნავს ეს აღიარება ჩემთვის? კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ ჩემი კოლეგები მაღიარებენ და მაფასებენ, რაც ყველაზე მთავარია ამ საქმეში. ისინი აღიარებენ იმის მნიშვნელობას, რასაც მოედანზე ვაკეთებ, ეს ყოველთვის, რაღაც …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი ისევ ტრავმირებულია და უახლოეს მატჩებს გამოტოვებს

ლეონარდო ბონუჩი ისევ ტრავმირებულია. ფეხბურთელმა 2022 წლის საწყისი ორი მატჩი გამოტოვა, შემდეგ „ინტერთან“ თადარიგში იყო, მაგრამ ახლა სამწვრთნელო შტაბის განკარგულებაში ისევ არ არის. 34 წლის მცველს კუნთის პრობლემები აქვს და უახლოესი სამი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს, „უდინეზესთან“, „სამპდორიასთან“ (თასზე) და „მილანთან“. როგორც მაქს ალეგრიმ თქვა, ის პაუზის შემდეგ (23 იანვრიდან 6 …

სრულად წაკითხვა »