მთავარი / თეგის არქივი: ლეონარდო ბონუჩი (გვერდი 13)

თეგის არქივი: ლეონარდო ბონუჩი

ბონუჩი: “ახლა ფეხბურთს შვილებს ვეთამაშები”

„იუვენტუსის“ ფეხბურთელების კარანტინი დასრულდა, მაგრამ იზოლაციაში ისევ იმყოფებიან, რადგან საწვრთნელი პროცესი კლუბში შეჩერებულია. ყველა მათგანი სახლში ინდივიდუალურად ემზადება და მათ შორის, ლეონარდო ბონუჩიც, რომელმაც განაცხადა, რომ ფეხბურთს მის შვილებს ეთამაშება. „ყოველი დილა დავალებებით იწყება. ჩვეულებრივ შუადღის სამ საათვზე ვვარჯიშობ, როდესაც შემიძლია ჩემი მეუღლე შვილებთან დავტოვო. პროგრამა საათნახევარი ან ორი საათი …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩიმ 120 ათასი ევრო გადაურიცხა საავადმყოფოს, სადაც მისი შვილი გადაარჩინეს

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა 120 ათასი ევრო შესწირა ტურინის საავადმყოფოს კორონავირუსთან ბრძოლაში. ინფორმაციას Tuttosport-ი ავრცელებს. ჰოსპიტალი აღნიშნულ ფინანსურ სახსრებს COVID-19-თან ბრძოლისთვის მნიშვნელოვანი მასალების შესაძენად გამოიყენებს. აღსანიშნავია, რომ ეს, ის საავადმყოფოა, სადაც ბონუჩის შვილი მატეო 2016 წელს განკურნეს.

სრულად წაკითხვა »

დე ლიხტის შესამჩნევი პროგრესი

მატიას დე ლიხტისთვის მიმდინარე სეზონი კარგად არ დაწყებულა. იყო რამდენიმე წარუმატებელი მატჩი და ბევრი კრიტიკა. ამას ისიც დაემატა, რომ ძირითად შემადგენლობაში ჯორჯო კიელინის ტრავმის მიუხედავად ადგილი დაკარგა და მისი პოზიცია მერიჰ დემირალმა შესანიშნავად დაიკავა. თურქმა შემდეგ სერიოზული ტრავმა მიიღო და დე ლიხტი სასტარტოს დაუბრუნდა. სწორედ ამ პერიოდიდან მოყოლებული, ნიდერლანდელი დაცვაში …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “გვიან გავიღვიძეთ, შემდეგ ეტაპზე აუცილებლად უნდა გავიდეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „ლიონთან“ წაგების (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, შემდეგი ეტაპის საგზური აუცილებლად უნდა მოიპოვონ. „პირველ ტაიმში შეცდომები დავუშვით. ჩვენ ყოველთვის მეორე ვიყავით ბურთზე, დისტანციაზე, ბრძოლაში და აგრესია გვაკლდა. ასეთ თამაშებში ამისთვის აუცილებლად ისჯები. მეორე ტაიმი უკეთესი იყო, მაგრამ გვიან გავიღვიძეთ. ახლა კვირას გამარჯვებაზე და …

სრულად წაკითხვა »

“ლიონთან” მატჩამდე ბონუჩიმ და მატუიდიმ იჩხუბეს

„ლიონი“ – „იუვენტუსის“ მატჩის დაწყებამდე ლეონარდო ბონუჩიმ და ბლეზ მატუიდიმ იჩხუბეს. ინციდენტი მოედანზე, მაშინ მოხდა, როდესაც ფეხბურთელები ხურდებოდნენ. იტალიელმა მცველმა ფრანგს მეტი კონცენტრაციისკენ მოუწოდა და უთხრა: „ხურდებიან ისინიც, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში არ არიან, ყველანი კონცენტრირებული უნდა ვიყოთ“. ბონუჩიმ თამაშის შემდეგ ამაზე კომენტარი გაკეთა: „მატუიდის ვუთხარი, რომ ამას აკეთებენ ისინიც, რომლებიც …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “ჩემპიონთა ლიგის მოგების ყველაზე დიდი შანსი 2016 წელს გვქონდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების ყველაზე დიდი შანსი გუნდს 2016 წელს ჰქონდა, როდესაც ასპარეზობას მერვედფინალში მიუნხენის „ბაიერთან“ დამატებით დროში გამოეთიშა. „ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად იდეალური წელია? ვფიქრობ, რომ უფრო მეტად იდეალური 2016 წელი იყო, როდესაც „ბაიერნთან“ წავაგეთ. თავს დაუმარცხებლად ვთვლიდით, სერია A-ში საოცარი სერია გვქონდა, „ბაიერნთან“ …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “ამ ქალაქთან ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელ მაურიციო სარის „ლიონთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ლეონარდო ბონუჩი ახლდა. ლეოს „ლიონთან“ და მის სტადიონთან კარგი მოგონებები აკავშირებს. 2014 წელს ევროპა ლიგის მეოთხედფინალში ლიონში, ოღონდ ძველ სტადიონზე, „სტად ჟერლანზე“ გამარჯვების გოლი გაიტანა, ხოლო 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე, ამჟამინდელ სტადიონზე იტალია – ბელგიის მატჩში შესანიშნავი საგოლე პასი შეასრულა …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “რონალდუ საბრძოლო მანქანაა, სარი ძალიან ჭკვიანი”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ Goal.com-თან ინტერვიუში ისაუბრა. იტალიელი მაურიციო სარის, მატეის დე ლიხტის, კრიშტიანუ რონალდუსა და ჩემპიონთა ლიგის თემებს შეეხო. „სარიმ გამაკვირვა ადამიანური და საფეხბურთო ინტელექტით. როდესაც მასთან საუბრობ, ხვდები თუ რატომ მოვიდა „იუვენტუსში“ დიდი მოგზაურობის შემდეგ. მან იცის, როგორ განავითაროს გუნდი. აქ კონტექსტი განსხვავებულია, ზეწოლაც, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი ჯარიმების შესრულებაში ვარჯიშობს [VIDEO]

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ლეონარდო ბონუჩი, როგორც ჩანს გოლების გატანას საჯარიმო დარტყმებიდანაც აპირებს. სოციალურ ქსელში გაჩნდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ემზადება ლეო სტანდარტულების შესრულებაში. „წლების განმავლობაში დელ პიეროს, პიანიჩის, რონალდუს, პირლოს, დიბალას ყურების შემდეგ, ახლა ვარჯიშზე მეც ავიღე კარი“, – დაწერა სოციალურ ქსელში ლეონარდომ.   Bonucci 🎯 pic.twitter.com/UFspycC5mk — VecchiaSignora.com (@forumJuventus) …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “ყველამ მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს თამაში შეიცვალოს”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „მილანთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, შედეგი კარგია, მაგრამ გუნდის თამაშის შესაცვლელად, ყველამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს. „ორმატჩიან დაპირისპირებებში სტუმრად გოლი მნიშვნელოვანია, მაგრამ ამით თავს ვერ დავიკმაყოფილებთ. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშით, უნდა შევცვალოთ მიდგომა, კომპაქტურად უნდა ვითამაშოთ. ჩვენნაირი გუნდი არ შეიძლება კმაყოფილი იყოს …

სრულად წაკითხვა »