მთავარი / თეგის არქივი: ლაციო (გვერდი 5)

თეგის არქივი: ლაციო

მასიმილიანო ალეგრის პრესკონფერენცია “ლაციოსთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ რომის „ლაციოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა მოახლოებულ შეხვედრასა და კონკრეტული ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა. „სტატისტიკა აჩვენებს, რომ „იუვენტუსი“ და „ლაციო“ არიან გუნდები, რომლებმაც ბოლო 10 წელიწადში იტალიაში ტიტულები მოიგეს, გარდა, „ნაპოლისა“ და „მილანისა“, რომლებმაც ასევე მოიგეს თასები ბოლო დეკადაში. ეს კარგი გამოწვევაა, ორი …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “ლაციო”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 26-ე ტურში რომის „ლაციო“ ადრიენ რაბიოს გოლით და ალვარო მორატას დუბლით 3:1 დაამარცა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 6 – გოლის დროს იმ მხარეს წავიდა, სადაც კორეას სურდა, შემდეგ ხშირად არაზუსტ „ლაციოს“ უნდა უმადლოდეს. კუადრადო 6 – ტრავმის შემდეგ დაბრუნდა, ფუნდამენტურია, მაგრამ ცოტა დრო დასჭირდა, …

სრულად წაკითხვა »

კიეზა: “ახლა ჩვენთვის ყველა თამაში ფინალია”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფედერიკო კიეზამ რომის „ლაციოსთან“ (3:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, სეზონის ბოლომდე „იუვესთვის“ ყველა თამაში ფინალია. „შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ და ვაჩვენეთ სურვილი და დიდი მონდომება შეცდომის დაშვების შედეგად გაშვებული გოლის შემდეგ. „ვერონასთან“ მცირე დეტალების გამო ქულები დავკარგეთ, ამჯერად მოვიგეთ და შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ, განსაკუთრებით დაცვაში …

სრულად წაკითხვა »

მორატა: “ყველა ჩვენს დაცემას ელოდება და მათ ვაჩვენეთ, რომ აქ ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ რომის „ლაციოსთან“ (3:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ესპანელი ფორვარდის განცხადებით, მან რთული პერიოდი გამოიარა, მაგრამ თავს კარგად გრძნობს და იმედოვნებს, რომ უფრო უკეთაც ათამაშდება. „სამი რთული კვირა გამოვიარე, ვიგრძენი, რომ ძალა დავკარგე და მატჩების შემდეგ სიცხე მქონდა. არ უნდა დავნებებულიყავი და არც დავნებდი, ახლა კარგად …

სრულად წაკითხვა »

ანდრეა პირლო: “მთავარი გუნდის რეაქცია იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ლაციოსთან“ გამარჯვების (3:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მთავარი გუნდის რეაქცია იყო გაშვებული გოლის შემდეგ. „ჩვენ ცუდად დავიწყეთ და უკანა პასის დროს შეცდომა დავუშვით, რის შედეგადაც „ლაციოს“ გოლი გავატანინეთ. თუმცა, შემდეგ გუნდს შესანიშნავი რეაქცია ჰქონდა, მიუხედავად მრავალი მოთამაშის არყოფნისა, ბრწყინვალე მატჩი ჩავატარეთ. მაგრამ, …

სრულად წაკითხვა »

სასიცოცხლო გამარჯვება “ლაციოსთან”

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 26-ე ტურში რომლის „ლაციოს“ უმასპინძლა და ძალიან მნიშვენლოვანი გამარჯვება მოიპოვა. ანდრეა პირლოს საკადრო პრობლემების გამო საკმაოდ გადახალსიებული შემადგენლობით მოუწია თამაში. საკმარისია ვთქვათ, რომ ფედერიკო ბერნარდესკი მარცხენა მცველი იყო, ალექს სანდრო ცენტრალური მცველი, დანილო ცენტრალური ნახევარმცველი. კრიშტიანუ რონალდუ გადაღლილი იყო და მხოლოდ ბოლო 20 წუთი ითამაშა. „იუვემ“ …

სრულად წაკითხვა »

ანდრეა პირლოს პრესკონფერენცია “ლაციოსთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ რომის „ლაციოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა ფეხბურთელების მდგომარეობაზე და გუნდში არსებულ ვითარებაზე ვრცლად და დეტალურად ისაუბრა. „ამ დილით ზოგიერთებმა გუნდთან ერთად ნაწილობრივ ივარჯიშეს, საბედნიეროდ აღსადგენად კიდევ ერთი დღე გვაქვს. სამწუხაროა ბენტანკურის დანაკლისი, რადგან ნახევარდაცვაში დიდი არჩევანი არ გვაქვს. დღეს დილით გავიგეთ „სპეციაში“ …

სრულად წაკითხვა »

დინო ძოფი: “იუვე” – “ლაციოს” მატჩი ორივე გუნდისთვის გადამწყვეტია”

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარულმა მეკარემ დინო ძოფმა „ლაციოსთან“ მოახლოებულ მატჩზე Gazzetta Dello Sport-თან ისაუბრა. ძოფის სახელი ყველაზე მეტად ამ ორ გუნდს უკავშირდება. დინო „იუვეს“ მეკარე და შემდეგ მთავარი მწვრთნელი იყო, ხოლო „ლაციოში“ ის პრეზიდენტისა და მთავარი მწვრთნელის პოსტებს სხვა და სხვა წლებში იკავებდა. „ეს მატჩი ორივე გუნდისთვის გადამწყვეტია. თუ „იუვეს“ სურს …

სრულად წაკითხვა »

“ლაციო” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეშვიდე ტურში რომის „ლაციოსთან“ პრაქტიკულად მოგებული თამაში ვერ მოიგო და ბოლო წამზე გაშვებული გოლის გამო ფრეს დასჯერდა (1:1). მატჩის ანტიგმირი პაულო დიბალა გახდა და ყველაზე დაბალი შეფასებაც მან დაიმსახურა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით. შჩენი 6.5 – ყოველთვის კარგად იცავდა კარს და თავდაჯერებულად თამაშობდა. ამ თავდაჯერებას …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “მომხდარიდან ყველამ რაღაც უნდა ვისწავლოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „ლაციოსთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, გაშვებულ გოლამდე თამაშს აკონტროლებდნენ. „93 წუთ და 45 წუთი „იუვეს“ დონეზე ვითამაშეთ, დაცვთ ფაზაში მყარი, კარგი დრიბლინგებით და მეტოქისთვის შანსი არ მიგვიცია. შემდეგ ძალიან მოვდუნდით. უნდა მოვუმატოთ მომენტების რეალიზაციაში, პირველიდან ბოლო წუთამდე. გაშვებულ გოლამდე არაფერი გვემუქრებოდა, …

სრულად წაკითხვა »