მთავარი / თეგის არქივი: კრიშტიანუ რონალდუ (გვერდი 47)

თეგის არქივი: კრიშტიანუ რონალდუ

რონალდუს და “იუვეს” რეკორდები

სერია A-ს 21-ე ტურში „ლაციოსთან“ გამარჯვების შემდეგ კრიშტიანუ რონალდუმ და „იუვენტუსმა“ რეკორდები დაამყარეს. მას შემდეგ, რაც გამარჯვებისთვის სამი ქულა ენიჭებათ გუნდებს, რონალდუ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სერია A-ში ზედიზედ 8 გასვლით შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა. კრიშტიანუმ „ფროზინონეს“, „უდინეზეს“, „“ემპოლის“, „მილანს“, „ფიორენტინას“, „ტორინოს“, „ატალანატასა“ და „ლაციოს“ გაუტანა. აქვე გეტყვით, რომ კრიშტიანუს …

სრულად წაკითხვა »

კრიშტიანუმ ქალბატონი დააზიანა: “იმედია ვახშამზე დამპატიჟებს”

„იუვენტუსისა“ და „კიევოს“ მატჩის წინ გახურებისას კრიშტიანუ რონალდუმ ერთ-ერთი გულშემატკივარი დააზიანა. მისი დარტყმული ბურთი ელენა დი მარტინოს სახეში მოხვდა და ცხვირი დაუზიანდა. მატჩის შემდეგ ქალბატონმა ელენამ ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთა. „კრიშტიანუ ჩემი იდეალია. ამ დარტყმის შემდეგ ველოდები მინიმუმ ერთ ვახშამს“, – უთხრა ელენამ Corriere Della Sera-ს. გარდა ამისა, სოციალურ ქსელში …

სრულად წაკითხვა »

კრიშტიანუ მადრიდის სასამართლოში: “ყველაფერი კარგადაა”

კრიშტიანუ რონალდუ „კიევოსთან“ მატჩის დასრულების შემდეგ მადრიდში გაემგზავრა, სადაც სასამართლოს წინაშე წარსდგა. პორტუგალიელ ფეხბურთელს ესპანეთის მართლმსაჯულება გადასახადებისგან თავის არიდებაში ადანაშაულებს. სასამართლო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ რონალდუმ ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ყველაფერი კარგადაა. კრიშტიანუს ბრალდება წაუყენეს და მომდევნო 23 თვის განმავლობაში 18.8 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.  რონალდუს პირობითი პატიმრობა …

სრულად წაკითხვა »

დეკემბრის MVP – კრიშტიანუ

კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსის“ საუკეთესო ფეხბურთელი გახდა დეკემბრის თვეში. პორტუგალიელმა შემტევმა თვის MVP-ის ტიტული მიმდინარე სეზონში უკვე მესამედ მოიპოვა. გასულ თვეში კრიშტიანუმ შვიდი მატჩი ჩაატარა და 5 გოლის გატანა მოახერხა („ფიორენტინასთან“, „ტორინოსთან“, „ატალანტასთან“ და დუბლი „სამპდორიასთან“). რონალდუ კუთვნილ ჯილდოს „იუვენტუსისა“ და „კიევოს“ მატჩის დაწყებამდე მიიღებს.

სრულად წაკითხვა »

კრიშტიანუ: “ეს გოლი ეძღვნება ყველას, ვისაც “იუვენტუსი” და რონალდუ უყვარს”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ იტალიაში პირველი ტიტული მოიგო. იტალიის სუპერთასზე „მილანთან“ (1:0) მოგებულ შეხვედრაში გამარჯვების გოლი სწორედ პორტუგალიელმა გაიტანა. ნამატჩევს რონალდუმ Rai Sport-თან კომენტარი გააკეთა: „ეს იყო რთული თამაში, განსაკუთრებით ცხელი კლიმატის გამო. თუმცა, ჩვენ კარგად ვითამაშეთ, შევქმენით ბევრი საგოლე მომენტი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გადამწყვეტი გოლი გავიტანე. …

სრულად წაკითხვა »

ბუფონი: “კრიშტიანუსთან სიამოვნებით ვითამაშებდი”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონი ბრაზილიურ Esporte Interativo-სთან ამბობს, რომ კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად სიამოვნებით ითამაშებდა. 40 წლის მეკარის განცხადებით, მისი კარიერის განმავლობაში ყოველთვის საუკეთესო თანაგუნდელები ჰყავდა. „ჩემს კარიერაში ყოველთვის მომწონდა საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად თამაში. ვფიქრობ, ასეც იყო და საუკეთესოებთან ვითამაშე, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ყველასთან ვერ ვითამაშე. მაშინ, გუნდები …

სრულად წაკითხვა »

კიელინი: “რონალდუმ ჩემი ოცნებები ხშირად დაამსხვრია”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ BBC-ის ინტერვიუ მისცა, რომელშიც კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. ჯორჯოს განცხადებით, პორტუგალიელმა მისი ოცნებები აქამდე ბერვჯერ დაამსხვრია, მაგრამ ახლა ერთ გუნდში, ერთი მიზნისთვის თამაშობენ. გარდა ამისა, იტალიელმა ისაუბრა თავისი მომავლის შესახებ და „იუვეში“ დარჩენის სურვილი გამოთქვა. „კრიშტიანუმ ჩემი ოცნებები ხშირად დაამსხვრია. ბევრჯერ გაგვიტანა გოლი, კარდიფში, მადრიდში, …

სრულად წაკითხვა »

იბრაჰიმოვიჩი რონალდუს: “იუვე” გამოწვევა არაა”

ამერიკული ლოს ანჯელეს „გალაქსის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი კრიშტიანუ რონალდუს არ ეთანხმება. პორტუგალიელმა „იუვენტუსში“ გადასვლის შემდეგ განაცხადა, რომ ეს მისთვის ახალი გამოწვევა იყო, თუმცა, ზლატანი სხვაგვარად ფიქრობს. „კრიშტიანუ საუბრობს ახალი გამოწვევის შესახებ. ის სერია A-ს საუკეთესო გუნდში გადასვლას უწოდებს გამოწვევას. რეალურად, „იუვე“ გამოწვევა არაა. თუ კრიშტიანუ გამოწვევას ეძებდა, „იუვეში“ წლების წინ …

სრულად წაკითხვა »

Globe Soccer Awards-ის ვერსიით კრიშტიანუ 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელია

კრიშტიანუ რონალდუ როგორც დააანონსებული იყო Globe Soccer Awards-ის ვერსიით, მსოფლიოს 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. პორტუგალიელმა ფრანგებს, კილიან მბაპესა და ანტუან გრიზმანს აჯობა: „ჩემთვის საპატიოა ამ ჯილდოს მოგება. მადლობა ჩემს ოჯახს, შეყვარებულს, შვილებს, მეგობრებს. ეს იყო რთული, მაგრამ ამავდროულად შესანიშნავი წელი – ბევრი მოვიგე. ახლა 2019 წელია და მინდა ბევრი …

სრულად წაკითხვა »

პარატიჩი რონალდუზე, კონტეზე, ალეგრიზე, ბუფონზე…

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალური დირექტორი ფაბიო პარატიჩი კრიშტიანუ რონალდუს, მასიმილიანო ალეგრის, ანტონიო კონტესა და ჯანლუიჯი ბუფონის შესახებ საუბრობს. „რონალდუ რონალდუა, სათქმელი ცოტაა. ჩვენ კმაყოფილები ვართ მისით და არამხოლოდ ტექნიკური თვალსაზრისით. ყოველდღე ბევრს შრომობს და სხვებისთვის ნამდვილი მაგალითია, რადგან, როდესაც ხედავ პირველი ნომერი ასე ვარჯიშობს, ვალდებული ხარ იგივე გააკეთო. ის ყველა დეტალს …

სრულად წაკითხვა »