მთავარი / თეგის არქივი: კრიშტიანუ რონალდუ (გვერდი 44)

თეგის არქივი: კრიშტიანუ რონალდუ

კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიის ნაკრებში ტრავმა მიიღო

კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიის ნაკრებში ტრავმა მიიღო. სერბეთთან მატჩის 31-ე წუთზე კრიშტიანუმ შეცვლა მოითხოვა და მის ნაცვლად მოედანზე პიცი გამოჩნდა. პორტუგალიელს ბარძაყის კუნთის დაზიანება აღენიშნება. ჯერჯერობით ტრავმის ხარისხი უცნობია და დიაგნოზი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც გამოკვლევა ჩაუტარდება. თუმცა, Calciomercato-ს ცნობით, რონალდუს თამაში „აიაქსთან“ პირველ მეოთხედფინალურ თამაშში ძალზე საეჭვოა…

სრულად წაკითხვა »

რონალდუ “იუვეს” ვარანის ყიდვას ურჩევს

კრიშტიანუ რონალდუმ ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობას მადრიდის „რეალის“ მცველის, რაფაელ ვარანის შეძენა ურჩია. როგორც ესპანური გამოცემა Sport-ი იტყობინება, პორტუგალიელი ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერს ლობირებს. აღსანიშნავია, რომ ვარანს „რეალთან“ კონტრაქტი 2020 წელს ეწურება და ცოტა ხნის ესპანურმა მედიამ დაწერა, რომ გუნდის დატოვებას აპირებს მიუხედავად ზინედინ ზიდანის დაბრუნებისა. თუმცა, ვარანის ტურინში გადაბირება მაინც რთული …

სრულად წაკითხვა »

შევჩენკო: “იუვე” რონალდუსთან ერთად ჩემპიონთა ლიგას მოიგებს”

უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა Tuttosport-თან კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. ლეგენდარული უკრაინელის განცხადებით, პორტუგალიელთან ერთად „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს. „კრიშტიანუს ყოველთვის განსაკუთრებული ტალანტი ჰქონდა, მაგრამ ბოლო წლებში ის საჯარიმოს მკვლელად ჩამოყალიბდა. ახლა მხოლოდ ამაზეა კონცენტირებული, ფანტასტიკური ფინიშერია. კრიშტიანუს ჰეთ-თრიქი „ატლეტიკოსთან“ არ გამკვირვებია. ის ასეთია. თავური დარტყმები, რომლებიც გაიტანა, ურთულესი იყო, თითქმის …

სრულად წაკითხვა »

რუი კოშტა: “კრიშტიანუ “იუვეში” ძალიან ბედნიერია”

ვეტერანმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მანუელ რუი კოშტამ კრიშტიანუ რონალდუს „იუვენტუსში“ ასპარეზობაზე გააკეთა კომენტარი. რუი კოშტას თქმით, მისი ყოფილი თანაგუნდელი ტურინში ძალიან ბედნიერია დაის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. „როდესაც „რეალი“ დატოვა არ გამკვირვებია, რომ „იუვენტუსი“ აირჩია. კრიშტიანუს სიახლეების შიში არ აქვს, ინგლისსა და ესპანეთში ყველაფერი მოიგო და უნდა იგივე იტალიაში გააკეთოს. მსოფლიოში საუკეთესოა, …

სრულად წაკითხვა »

რონალდუს სასჯელი ცნობილია

კრიშტიანუ რონალდუს უეფამ სასჯელი გამოუტანა. უეფას სადისციპლინო კომიტეტმა „ატლეტიკოსთან“ პორტუგალიელის ნაჩვენებ ჟესტზე იმსჯელა და ზუსტად იგივე სასჯელი გამოუტანა, როგორიც მანამდე დიეგო სიმეონეს. შედეგად, კრიშტიანუ დისკვალიფიკაციას გადაურჩა და მხოლოდ 20 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. შესაბამისად, რონალდუ „აიაქსთან“ უპრობლემოდ ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ „იუვე“ „აიაქსს“ ამსტერდამში 10 აპრილს ესტუმრება.

სრულად წაკითხვა »

“იუვე” რონალდუს გამო საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე არ ითამაშებს

ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულის ტურნეს აშშ-ში არ გაატარებს და შესაბამისად, ზაფხულის საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც New York Times-ი იტყობინება, ასეთ ნაბიჯს ტურინელები კრიშტიანუ რონალდუს გამო გადადგამენ. საქმე ისაა, რომ კეტრინ მაიორგას საქმიდან გამომდინარე „იუვეს“ სურს თავიდან აიცილოს დიპლომატიური ინციდენტები. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ გავლენიანმა გამოცემამ სრულიად საპირისპირო …

სრულად წაკითხვა »

უეფამ რონალდუს საქმის განხილვა დაიწყო

უეფამ კრიშტიანუ რონალდუს საქმის განხილვა დაიწყო. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. სადისციპლინო კომიტეტი „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ ნაჩვენებ ჟესტზე იმსჯელებს და გადაწყვეტილებას 21 მარტს გაასაჯაროვებს. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ქმედებისთვის მანამდე დიეგო სიმეონე მხოლოდ 20 ათასი ევროთი დაჯარიმეს, პორტუგალიელს შესაძლოა უფრო მკაცრი განაჩენი გამოუტანონ – დისკვალიფიკაცია. შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუმ “ატლეტიკოსთან” მესამე გოლი ემოციურად, …

სრულად წაკითხვა »

დუგლას კოშტა: “რონალდუმ “იუვე” ყველა ასპექტით გააუმჯობესა”

ტურინის „იუვენტუსის“ შემტევი დუგლას კოშტა კრიშტიანუ რონალდუს აქებს. ბრაზილიელი ფეხბურთელის განცხადებით, პორტუგალიელმა გუნდი ყველა ასპექტით გააუმჯობესა. „მისი მოსვლის შემდეგ კლუბში ვითარება ყველა ასპექტში გაუმჯობესდა. ყოველ კვირას გოლი გააქვს, სტადიონზეც უფრო მეტი გულშემატკივარი დადის და იმედია მასთან ერთად გავიმარჯვებთ. რონალდუ კარგი ბიჭია, შრომისმოყვარე, უბრალო ადამიანი, რომელსაც გამარჯვება უყვარს. „იუვენტუსი“ ასეთი მენტალიტეტის …

სრულად წაკითხვა »

“ატლეტიკო” უეფას რონალდუს დასჯას სთხოვს

მადრიდის „ატლეტიკო“ ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს დასჯას ითხოვს. As-ის ინფორმაციით, მადრიდელები უეფას მიმართავენ და პორტუგალიელის დისკვალიფიკაციას მოითხოვენ. საქმე ეხება ჟესტს, რომელიც რონალდუმ გააკეთა მადრიდელებთან გამარჯვების შემდეგ. საინტერესოა, რომ იგივე ჟესტის გამო მანამდე უეფამ „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე მხოლოდ 20 ათასი ევროთი დააჯარიმა. ამის ფონზე, რონალდუს დისკვალიფიკაციის მოთხოვნა თითქოს …

სრულად წაკითხვა »

რონალდუ ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელია

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. პორტუგალიელმა ლიონელ მესის, ლეროი სანესა და სადიო მანეს აჯობა. მიმდინარე სეზონში კრიშტიანუ კვირის საუკეთესო მოთამაშედ პირველად დასახელდა. შეგახსენებთ, რომ რონალდუმ „ატლეტიკოსთან“ (3:0) შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა და მატჩის გმირი გახდა.

სრულად წაკითხვა »