მთავარი / თეგის არქივი: კრიშტიანუ რონალდუ (გვერდი 41)

თეგის არქივი: კრიშტიანუ რონალდუ

კრიშტიანუს ჰეთ-თრიქი პორტუგალიის ნაკრებში

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიის ნაკრების რიგებში ჰეთ-თრიქი შეასრულა. ერთა ლიგის ნახევარფინალში პორტუგალიამ შვეიცარიას 3:1 მოუგო და კრიშტიანუმ შესანიშნავად ითამაშა. რონალდუმ შვეიცარიელთა კარში სამი დიდებული გოლი გაიტანა და თავისი გუნდი ერთად ლიგის ფინალში გაიყვანა. აღსანიშნავია, რომ რონალდუმ კარიერაში 53-ე ჰეთ-თრიქი შეასრულა.

სრულად წაკითხვა »

ჩემპიონთა ლიგაზე რონალდუს გოლი საუკეთესოდ დაასახელეს [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის 2018-2019 წლების სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი კრიშტიანუ რონალდუ გახდა. უეფას ვებგვერდზე გამოქვეყნდა სეზონის 10 საუკეთესო გოლი და აღსანიშნავია, რომ “იუვენტუსის” თავდამსხმელის მიერ, “მანჩესტერ იუნაიტედის” კარში გატანილი გოლი უეფას ვერსიით საუკეთესო იყო.

სრულად წაკითხვა »

რონალდუ ალეგრის: “მადლობა, სასიამოვნო იყო შენთან მუშაობა”

კრიშტიანუ რონალდუ მასიმილიანო ალეგრის დაემშვიდობა. პორტუგალიელმა მწვრთნელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მაქსთან მუშაობა სასიამოვნო იყო. „მადლობა მისტერ! ჩვენ მხოლოდ ერთი წელი გავიზიარეთ, მაგრამ ეს საოცარი იყო, რადგან დიდი მწვრთნელი და შესანიშნავი ადამიანი ხარ. სასიამოვნო იყო შენთან მუშაობა“, – დაწერა რონალდუმ. აქვე გეტყვით, რომ ალეგრის გამოსამშვიდობებელი პოსტები სოციალურ ქსელში პაულო დიბალამ, …

სრულად წაკითხვა »

დე ლაურენტისი: “იუვენტუსის” ნამდვილი მწვრთნელი რონალდუა”

„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მიიჩნევს, რომ „იუვენტუსის“ ნამდვილი მწვრთნელი კრიშტიანუ რონალდუა. ამის შესახებ ნეაპოლელთა მეპატრონემ დღეს იტალიურ მედიას განუცხადა: „იუვენტუსის“ ნამდვილი მწვრთნელი რონალდუა. ის არის ლიდერი, ის არის გასახდელის კაცი. მახსოვს ეროვნულ ნაკრებში ყოფნის დროს სათადარიგო სკამიდან მწვრთნელზე მეტად უყვიროდა და ხელმძღვანელობდა ფეხბურთელებს“, – თქვა დე ლაურენტისმა.

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “რონალდუსგან ბევრი ვისწავლე”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი მიიჩნევს, რომ კრიშტიანუ რონალდუ მენტალურად ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, პორტუგალიელისგან ბევრი რამ ისწავლა და ყველა ასე უნდა მოიქცეს. „ის მენტალურად ყველაზე ძლიერია. ყოველდღე პოულობს პერსონალურ მიზნებს. ნამდვილად რთულია 34 წლის ფეხბურთელმა იპოვოს მოტივაცია, როდესაც ყველაფერი მოგებული აქვს. იგი ამ მიმართულებით სასიკვდილოა, საკუთარ …

სრულად წაკითხვა »

რონალდუ: “ხალხი ჩემს შეცდომებს დატენილი იარაღით ელოდება”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ზეწოლაზე საუბრობს, რომელსაც გულშემატკივრებისგან უკვე წლებია გრძნობს. პორტუგალიელის განცხადებით, ხალხი მის შეცდომებს ელოდება. „ხალხი დატენილი თოფით ჩემს შეცდომებს ელოდება, პენალტსს გავაცუდებ ან გადამწყვეტ თამაშს ჩავაგდებ. ამბობენ, მისი დრო წავიდა, კარიერას დაასრულებს, 33, 34, 35 წლისაა, კარიერას დაასრულებს… არ ვფიქრობ, რომ რობოტი ვარ, მაგრამ ეს ცხოვრების …

სრულად წაკითხვა »

რონალდუს საოცარი ნახტომი “ტორინოსთან” გოლის მომენტში

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ საოცარი ათლეტური მონაცემებით სახელგანთქმულია და მისგან გასაკვირიც აღარაფერია. თუმცა, „ტორინოსთან“ მაინც იყო გამოსარჩევი მომენტი. 84-ე წუთზე კრიშტიანუმ დერბიში თავით გაიტანა და თავისი გუნდი წაგებისგან იხსნა. გოლის მომენტში რონალდუ ჰაერში 231 სმ-ის სიმაღლეზე იმყოფებოდა და ბურთზე რომ ეთამაშა, გასაოცარი ნახტომი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ რონალდუს სერია A-ში …

სრულად წაკითხვა »

აპრილის MVP – კრიშტიანუ რონალდუ

ტურინის „იუვენტუსის“ აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ გახდა. პორტუგალიელმა გულშემატკივრებისგან ხმების უმეტესობა მიიღო და თვის საუკეთესო ზედიზედ მეორედ გახდა. საერთო ჯამში კი, რონალდუ „იუვეს“ თვის საუკეთესო ფეხბურთელად მეექვსედ დასახელდა. “იუვეს” 7-იანმა აპრილში 4 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. კრიშტიანუ კუთვნილ ჯილდოს დღეს, „იუვენტუსისა“ და „ტორინოს“ მატჩის დაწყებამდე მიიღებს.

სრულად წაკითხვა »

კრიშტიანუმ “იუვენტუსში” გვარდიოლა ისურვა

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელად კრიშტიანუ რონალდუს პეპ გვარდიოლას ხილვა სურს. აღნიშნულ ინფორმაციას Marca ავრცელებს. როგორც ესპანური გამოცემა წერს, კრიშტიანუ „მანჩესტერ სიტიში“ ესპანელი სპეციალისტის მუშაობით მოხიბლულია და ისურვა, რომ მომავალი სეზონიდან „იუვენტუსში“ დაინიშნოს. გვარდიოლას „ქალაქელებთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. „იუვენტუსიდან“ მასიმილიანო ალეგრის გათავისუფლება კი ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობის შემდეგ აქტუალური გახდა. …

სრულად წაკითხვა »

ჟოაო ფელიშს რონალდუსთან თამაში უნდა

ტურინის „იუვენტუსი“ ლისაბონის „ბენფიკას“ შემტევი ტიპის ნახევარმცველ ჟოა ფელიშის მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენს. ნიჭიერ ფეხბურთელს სხვა გრანდებიც ეპატიჟებიან, მაგრამ A Bola-ს ცნობით, ფავორიტი „იუვეა“. ფელიშს კრიშტიანუ რონალდუს გვერდით თამაში ძალიან უნდა და სწორედ ეს ფაქტი „იუვენტუსისკენ“ უბიძგებს. გარდა ამისა, ტურინელებს ჟორჟე მენდეშთან, რომელიც ფეხბურთელის აგენტია, კარგი ურთიერთობა აქვთ. აქამდე გავრცელებული …

სრულად წაკითხვა »