მთავარი / თეგის არქივი: კრიშტიანუ რონალდუ (გვერდი 29)

თეგის არქივი: კრიშტიანუ რონალდუ

მარჩელო ლიპი: იუვენტუსს შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება რონალდუს გარეშე

მარჩელო ლიპი: იუვენტუსს შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება რონალდუს გარეშე

ტურინის იუვენტუსის ყოფილმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ გამოთქვა თავისი მოსაზრება ტურინული კლუბის საჩემპიონო ამბიციების შესახებ. იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა რომ ტურინულ გუნდს მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის და სერია ა-ს მოგება შეუძლია, ხოლო რონალდუს მეტი გუნდურობისკენ მოუწოდა. “არამგონია, რომ იუვენტუსის სურვილმა, მოიგოს ჩემპიონთა ლიგა, შეფერხება გამოიწვიოს სერია ა-ში. სარის გუნდს, აქვს უსაფრთხოების კარგი …

სრულად წაკითხვა »

ბუფონის და კრიშტიანუს სიურპრიზი მიწისძვრას გადარჩენილ ბავშვებს [VIDEO]

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელები ჯანლუიჯი ბუფონი და კრიშტიანუ რონალდუ ალბანელ ბავშვებს, აურელსა და ალესიოს შეხვდნენ, რომლებიც 26 ნოემბერს, ალბანეთში მომხდარი მიწიძვრისას ფანჯრებიდან გადავარდნენ, მაგრამ სიკვდილს გადაურჩნენ. ბუფონმა და კრიშტიანუმ ბავშვებთან ფოტოები გადაიღეს, ისაუბრეს და სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცეს. მათთან ერთად იყო ალბანეთის პრემიერმინისტრიც, რომელიც „იუვენტუსის“ გულშემატკივარი გამოდგა.

სრულად წაკითხვა »

პარატიჩი: “რონალდუ რჩება”

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ დამდეგ ზაფხულს კრიშტიანუ რონალდუს გუნდიდან წასვლა გამორიცხა. როგორც მან თქვა, ეს მხოლოდ ჭორებია და პორტუგალიელი მომდევო სეზონსაც „იუვენტუსში“ გაატარებს. „რონალდუ რჩება? რა თქმა უნდა. ის გაბრაზებულია იმის გამო, რომ კონკურენტუნარიანია და მისი რეაქცია აჩვენებს მის სულს, სურვილს თამაშისადმი. ის ცხოველია, რომელსაც ყოველთვის გამარჯვება უნდა. …

სრულად წაკითხვა »

კრიშტიანუს დამ ვან დეიკი გააკრიტიკა

კრიშტიანუ რონალდუ საკუთარმა დამ, კატია ავეირომ დაიცვა, რომელმაც ვირჯილ ვან დეიკის ირონიულ კომენტარს უპასუხა. კატიამ პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და ჰოლანდიელი მწვავედ გააკრიტიკა. „ვფიქრობ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც სრულიად იმედგაცრუებულნი ცხოვრობენ, რეალობის მიღმა… რეპორტიორი: „კრიშტიანუ არ იქნება ამ საღამოს ცერემონიაზე. ერთი მეტოქით ნაკლები გყავთ“. ვან დეიკი: „კრიშტიანუ რონალდუ ნამდვილად ჩემი …

სრულად წაკითხვა »

ლაურა ბარიალესი: “რონალდუ პრიმადონაა, “იუვენტუსი” – გუნდი”

ესპანელმა ლამაზმანმა და „იუვენტუსის“ გულშემატკივარმა ლაურა ბარიალესმა კრიშტიანუ რონალდუსა და ზოგადად, „იუვეს“ შესახებ ისაუბრა. ბარიალესი ახლო წარსულში „იუვენტუსის“ ტელევიზიაში მუშაობდა და გუნდის დიდი გულშემატკივარია. „თუ მაშინებს „ინტერის“ „იუვენტუსის“ გადასწრება? ვფიქრობ, ყველა გუნდს შეუძლია ჩემპიონატის მოგება და მათ შორის „ინტერსაც“. ეს მიხარია ჩემი მეგობრის, ხავიერ ძანეტის გამო. როდესაც მასთან ვახშამზე მივდივარ, …

სრულად წაკითხვა »

ვან დეიკი: “რონალდუზე ვიხუმრე”

ვირჯილ ვან დეიკმა განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ კომენტარი დროს იხუმრა. ჰოლანდიელმა „ოქროს ბურთის“ ცერემონიის წინ ჟურნალისტის კითხვას, რონალდუს არყოფნით ნაკლები კონკურენტი ჰყავდა, უპასუხა: „ნამდვილად იყო ჩემი კონკურენტი?“. „ლივერპულის“ ფეხბურთელმა მოგვიანებით სოციალურ ქსელში ეს სიტყვები განმარტა. „თუ მხოლოდ სოციალურ ქსელში ატეხილ ქაოსს არშევხედავთ და სრულ ინტერვიუს მოვისმენთ, მივხვდებით, რომ ეს …

სრულად წაკითხვა »

მოდრიჩი რონალდუს: “წაგების შემთხვევაშიც აქ უნდა იყო”

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა ყოფილი თანაგუნდელი კრიშტიანუ რონალდუ გააკრიტიკა იმის გამო, რომ პორტუგალიელი „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიას არ დაესწრო. „რონალდუ? მე აქ ვარ, რადგან ფეხბურთს პატივს ვცემ, სწორედ ამიტომ მოვედი, რომ მესისთვის პრიზი გადამეცა და მომელოცა. როდესაც ვერ იმარჯვებ, მაინც აქ უნდა იყო პატივისცემის გამოხატვის მიზნით. ეს ფეხბურთის ზეიმია. …

სრულად წაკითხვა »

მენდეში: “რონალდუ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს აგენტმა ჟორჟე მენდეშმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. „კრიშტიანუ რონალდუ ყველა დროის საუკეთესოა და ეს თქვენ იცით“, – აღნიშნა მოკლედ მენდეშმა. შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუს 5 „ოქროს ბურთი“ აქვს და გუშინ მესიმ მეექვსე „ოქროს ბურთით“ გადაასწრო.

სრულად წაკითხვა »

პარატიჩი: “ვფიქრობთ, რონალდუმ “ოქროს ბურთი” დაიმსახურა”

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ კრიშტიანუ რონალდუს, პაულო დიბალასა და სერია A-ს სატურნირო ცხრილის შესახებ ისაუბრა. „არ ვღელავთ იმის გამო, რომ „ინტერმა“ გადაგვასწრო. ახლა მხოლოდ დეკემბერია და ლტერნატივაც არსებობს. რონალდუ? ვფიქრობთ, რომ „ოქროს ბურთი“ დაიმსახურა. მას რთული პერიოდი არ აქვს, ყოველთვის გუნდთან ერთადაა, თუნდაც კარგ ფიზიკურ ვითარებაში არ იმყოფებოდეს …

სრულად წაკითხვა »

კიელინი, რონალდუ და პიანიჩი სერია A-ს წლის სიმბოლურ ნაკრებში

იტალიაში წლის მიწურულს ტრადიციულად გასული სეზონი შეაჯამეს და სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი კრიშტიანუ რონალდუმ მოიგო. გარდა ამისა, დასახელდა სეზონის სიმბოლური ნაკრებიც, რომელშიც სამი იუვენტინო, ჯორჯო კიელინი, კრიშტიანუ რონალდუ და მირალემ პიანიჩი მოხვდნენ.   Che serata ⚪️⚫️al #GGDC19! ➡️ https://t.co/x1rCvvqOgH 📸 https://t.co/gPkkzmvzRW 🗣 https://t.co/Gb71V2bOkv pic.twitter.com/4OeekEXa9C — JuventusFC (@juventusfc) December 2, …

სრულად წაკითხვა »