მთავარი / თეგის არქივი: კრიშტიანუ რონალდუ (გვერდი 22)

თეგის არქივი: კრიშტიანუ რონალდუ

გარსია: “როგორ შევაჩეროთ რონალდუ? საზღვარზე არ უნდა შემოვუშვათ”

ფრანგული „ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ Corriere Dello Sport-თან „იუვენტუსთან“ მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა და კრიშტიანუ რონალდუს შეჩერების საინტერესო გეგმაც დაასახელა. „როგორ შევაჩეროთ რონალდუ? საზღვარზე. თუ გადაწყვეტენ, რომ ლიონში არ მოსწონთ და არ სურთ აქ ითამაშოს. მე ყველას ვეუბნები, რომ ეს არის გამოწვევა. ეს უნდა იყოს მოტივაცია, მათ შორის ჩემთვისაც. ობიექტურად …

სრულად წაკითხვა »

რონალდუ: “ის ფეხბურთის მომავალია”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა. პორტუგალიელის განცხადებით, მბაპე ფეხბურთის მომავალია. „მბაპე ძალიან სწრაფი, ფანტასტიკური ფეხბურთელია. ის არის ფეხბურთის აწმყო და მომავალი“, – თქვა რონალდუმ.

სრულად წაკითხვა »

მესი: “ბუნებრივია, რომ რონალდუს ასეთი სერია აქვს”

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ Mundo Deportivo-სთან კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. არგენტინელ ფეხბურთელს არ უკვირს პორტუგალიელის გოლების სერია, რომელიც 2020 წელს აქვს. “რონალდუს გოლების სერია? ნორმალურია, რომ აგრძელებს გოლების სერიას, მტაცებლური თავდამსხმელია, უყვარს გოლების გატანა, გააქვს ყოველჯერზე, როდესაც თამაშობს. როგორც თავდამსხმელს, ბევრი თვისება აქვს, მინიმალურ შანსსაც იყენებს. „რეალმა“ რონალდუს გარეშე …

სრულად წაკითხვა »

რონალდუს მორიგი რეკორდი

„იუვენტუსმა“ სერია A-ს მიმდინარე სეზონში მესამე და ბოლო ორ კვირაში მეორე თამაში წააგო. თუმცა, კრიშტიანუ რონალდუმ გოლი კვლავ გაიტანა და რეკორდი დაამყარა. პორტუგალიელი „იუვეს“ ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც სერია A-ს ზედიზედ 10 მატჩში მოახერხა გოლის გატანა. რონალდუ წინა ტურში დავიდ ტრეზეგეს გაუთანაბრდა და ახლა უკვე გააუმჯობესა მისი შედეგი. ზოგადად სერია …

სრულად წაკითხვა »

“ბაიერნის” პრეზიდენტი: “რონალდუ ჩვენთვის ძალიან მოხუცია”

მიუნხენის „ბაიერნის“ პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰაინერმა კრიშტიანუ რონალდუს თავის გუნდში გადასვლა გამორიცხა და თქვა, რომ პორტუგალიელი მისი გუნდისთვის მოხუცია. „ახლა პრესა ბევრ სახელს დაგვიკავშირებს, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ რონალდუ ჩვენთვის ძალიან მოხუცია“, – თქვა ჰაინერმა. შეგახსენებთ, რომ რონალდუ ახლახან გახდა 35 წლის და „იუვენტუსთან“ კონტაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.

სრულად წაკითხვა »

მასიმო მორატიმ ფიორენტინას პრეზიდენტს მხარი დაუჭირა

მასიმო მორატიმ ფიორენტინას პრეზიდენტს კვერი დაუკრა

მილანის ინტერის ყოფილმა პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ კომენტარი გააკეთა ფიორენტინას მფლობელის უკმაყოფილების შესახებ, რომელიც მსაჯებს იუვენტუსის სასარგებლოდ დადებული ორი თერთმეტმეტრიანის გამო აკრიტიკებს. გასულ კვირას ტურინში, იუვენტუსმა ფლორენციულ ფიორენტინას უმასპინძლა და ანგარიშით 3-0 დაამარცხა. მატჩის მე-40-ე და მე-80-ე წუთზე სტუმრების კარში თერთმეტმეტრიანი დაიდო, რომელიც რონალდუმ გოლად აქცია. ფიორენტინას პრეზიდენტმა როკო კომისომ, გაბრაზება …

სრულად წაკითხვა »

რონალდუ: “ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია, ეტაპობრივად უნდა ვიაროთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ „იუვეს“ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია და წინ  ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იარონ. პორტუგალიელმა Canal 11-ს უთხრა, რომ წლების წინ, 35 წლის ასაკში მადეირაზე ითევზავებდა ეგონა. „35 წლის ასაკში როგორ წარმომედგინა ჩემი თავი? მადეირაზე თევზაობაში. მინდოდა პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდარიყავი, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი იმ ყველაფრის მოგებას, რაც …

სრულად წაკითხვა »

ტურინის ქუჩაში რონალდუს მანქანა აჩუქეს [VIDEO]

კრიშტიანუ რონალდუს ტურინის ერთ-ერთ ქუჩაზე ჯორჯინამ სიურპრიზი მეგობრებთან ერთად გაუკეთა და მანქანა აჩუქა. როგორც Tuttosport-ი წერს, mercedes Brabus-ი, რომელიც ჯორჯინამ კრიშტიანუს უსახსოვრა ნახევარი მილიონი ევროს ღირებულებისაა.   Ronaldo’s birthday present from Georgina! ❤ (📽: IG/georginagio ) pic.twitter.com/YZwU1xWi6t — Goal (@goal) February 6, 2020

სრულად წაკითხვა »

რონალდუ საკუთარ იუბილეზეც ვარჯიშობს [VIDEO]

კრიშტიანუ რონალდუ თავის დაბადების დღეზეც არ ისვენებს და დღეს კონტინასას ბაზაზე ჩვეულ რეჟიმში ივარჯიშა.   Come festeggiano il compleanno i marziani? Diventando ancora più forti 🔥🔥🔥 @Cristiano pic.twitter.com/ttkLTVyRZj — JuventusFC (@juventusfc) February 5, 2020

სრულად წაკითხვა »

ტრეზეგემ რონალდუს მიულოცა

დავიდ ტრეზეგემ კრიშტიანუ რონალდუს სერია A-ს ზედიზედ ცხრა მატჩში გოლის გატანა მიულოცა. მოგეხსენებათ, რომ პორტუგალიელმა სწორედ ფრანგის მიღწევა გაიმეორა. „დიდი რეკორდის გაზიარება შესანიშნავ ფეხბურთელთან, ზედიზედ 9!“, – დაწერა ტრეზეგემ ინსტაგრამში. რონალდუს მომდევნო ტურში ხსენებული რეკორდის მარტო დაპატრონების შანსი ექნება და ამისთვის „ვერონას“ კარში გოლის გატანა სჭირდება.

სრულად წაკითხვა »