ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ გამოჯანმრთელდა და ვარჯიში განაახლა. პორტუგალიელმა გუშინ ხორვატიასთან მატჩი მარჯვენა ფეხის თითზე ინფექციის გამო გამოტოვა, თუმცა, პრობლემამ ჩაიარა. დიდი შანსია, რომ კრიშტიანუ 8 სექტემბერს, შვედეთთან მატჩში მოედანზე ვიხილოთ. ეს „იუვენტუსისთვის“ უდაოდ კარგი ამბავია, რადგან სეზონის სტარტი უკვე მოახლოებულია და 20 სექტემბერს, გენუის „სამპდორიასთან“ მატჩით სეზონს დაიწყებს.
სრულად წაკითხვა »