მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 662)

თეგის არქივი: იუვენტუსი

კიელინი: “რონალდუმ ჩემი ოცნებები ხშირად დაამსხვრია”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ BBC-ის ინტერვიუ მისცა, რომელშიც კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. ჯორჯოს განცხადებით, პორტუგალიელმა მისი ოცნებები აქამდე ბერვჯერ დაამსხვრია, მაგრამ ახლა ერთ გუნდში, ერთი მიზნისთვის თამაშობენ. გარდა ამისა, იტალიელმა ისაუბრა თავისი მომავლის შესახებ და „იუვეში“ დარჩენის სურვილი გამოთქვა. „კრიშტიანუმ ჩემი ოცნებები ხშირად დაამსხვრია. ბევრჯერ გაგვიტანა გოლი, კარდიფში, მადრიდში, …

სრულად წაკითხვა »

რემზი კონტრაქტს მიმდინარე კვირაში გააფორმებს

„იუვენტუსი“ აარონ რემზის გაფორმებასთან კიდევ უფრო ახლოსაა. Tuttosport-მა უკვე კონკრეტული თარიღიც დაასახელა, როდესაც უელსელი კონტრაქტს ხელს მოაწერს – 18 იანვარი. წყაროს ცნობით, 28 წლის ფეხბურთელი „იუვესთან“ 5-წლიან კონტრაქტს დამდეგ პარასკევს გააფორმებს და სეზონში მისი ანაზღაურება 7.5 მილიონ ევროს გაუტოლდება. ახლა ტურინელებს ერთი საკითხი დარჩათ მოსაგვარებელი – როდიდან შეეძლება რემზის „იუვეში“ …

სრულად წაკითხვა »

შჩესნი: “სრულყოფილი თამაში უნდა ჩავატაროთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ იტალიის სუპერთასის მატჩამდე ერთი დღით ადრე ისაუბრა. პოლონელი კიპერი მიიჩნევს, რომ ტიტულის მოსაპოვებლად სრულყოფილი თამაშის ჩვენება იქნება საჭირო. „სრულყოფილი მატჩის ჩატარებაა საჭირო. ვიცით, რომ „მილანს“ აქვს ხარისხიანი ელემენტები და მოწიფული გუნდია. ჩვენ კი მნიშვნელოვანი მენტალიტეტი გაგვაჩნია, ვიცით, ტიტულები როგორ მოვიგოთ. სტადიონი სავსე იქნება და ჩვენს …

სრულად წაკითხვა »

პაულო დიბალა: “შესანიშნავია აქ ყოფნა და ფინალის თამაში”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ „მილანთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა. არგენტინელი შემტევი ფიქრობს, რომ რთული მატჩი იქნება. ასევე გაიხსენა 2015 წლის იტალიის სუპერთასი, რომელიც ჩინეთში გაიმართა და „ლაციოს“ გოლიც გაუტანა. „შესანიშნავია აქ ყოფნა ასეთი მნიშვნელოვანი ფინალისთვის. „მილანს“ ჩემპიონატში უკვე ვეთამაშეთ, ეს იყო კარგი მატჩი, მაგრამ ხვალ ყველაფერი განსხვავებული იქება. უპირველესად იმიტომ, …

სრულად წაკითხვა »

ემრე ჯანი: “რთული მატჩი იქნება, რადგან ფინალია”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ერმე ჯანი „მილანთან“ სატიტულო მატჩამდე კომენტარს აკეთებს. გერმანელი ფეხბურთელის განცხადებით, ეს ფინალია და შესაბამისად, რთული თამაში იქნება. „ეს იქნება დიდი მატჩი, რადგან სასწორზე თასი დევს. აქამდე საუდის არაბეთში არასდროს ვყოფილვარ და კმაყოფილი ვარ, რომ ეს გამოცდილება მივიღე. შესანიშნავი ატმოსფერო იქნება და ვეცდებით ასეთივე შეხვედრა ჩავატაროთ. თუმცა, რთული …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “აგრესია და კონცენტრაცია გვჭირდება”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ იტალიის სუპერთასზე, „მილანთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, გუნდი მზადაა სეზონში პირველი ტიტულის მოსაგებად. „დიდი სურვილი გვაქვს სეზონში პირველი ტიტული მოვიგოთ და აქ დიდი ენთუზიაზმით ჩამოვედით, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ. აგრესიული და კონცენტრირებული „იუვეა“ საჭირო, რადგან გატუზომ დაამტკიცა, რომ „მილანს“ შეუძლია კარგი თამაშის ჩვენება. …

სრულად წაკითხვა »

იბრაჰიმოვიჩი რონალდუს: “იუვე” გამოწვევა არაა”

ამერიკული ლოს ანჯელეს „გალაქსის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი კრიშტიანუ რონალდუს არ ეთანხმება. პორტუგალიელმა „იუვენტუსში“ გადასვლის შემდეგ განაცხადა, რომ ეს მისთვის ახალი გამოწვევა იყო, თუმცა, ზლატანი სხვაგვარად ფიქრობს. „კრიშტიანუ საუბრობს ახალი გამოწვევის შესახებ. ის სერია A-ს საუკეთესო გუნდში გადასვლას უწოდებს გამოწვევას. რეალურად, „იუვე“ გამოწვევა არაა. თუ კრიშტიანუ გამოწვევას ეძებდა, „იუვეში“ წლების წინ …

სრულად წაკითხვა »

პაულო დიბალა: “იუვენტუსში” ბედნიერი ვარ”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ ფრანგულ Canal+სთან ისაუბრა და განაცხადა, რომ “იუვენტუსში“ ბედნიერია. „რთულია იმის ცოდნა, რა იქნება მომავალში. ფეხბურთელმა იცის, სად თამაშობს, მაგრამ არ იცის, სად ითამაშებს ხვალ. თუმცა, „იუვენტუსში“ ძალიან ბედნიერი ვარ, აქ თავს კარგად ვგრძნობ. ერთ დღეს ლიგა 1-ში თუ ვითამაშებ? – არასდროს თქვა არასდროს, მაგრამ ამ …

სრულად წაკითხვა »

ფაბიო კაპელო: “2006 წლის სკუდეტოს “ინტერისთვის” გადაცემა, ნამდვილი კომედიაა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ 2006 წელს „იუვეს“ ჩამორთმეული სკუდეტოს შესახებ ისაუბრა, რომელიც „ინტერს“ გადაეცა. ლეგენდარული სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ეს უსამართლობა და კომედია გახლდათ. „იმ სკუდეტოს „ინტერისთვის“ გადაცემა სრული კომედია იყო, ნამდვლად უსამართლო გადაწყვეტილება. გვიდო როსიმ მაშინ ძალიან სწრაფად იმოქმედა, იმ წესების დაცვის გარეშე, რომელიც სპორტული მართლმსაჯულების მიერაა დადგენილი. …

სრულად წაკითხვა »

ალექს სანდრო: “ეს ფინალია, რომელიც სხვა მატჩებისგან განსხვავდება”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ალექს სანდრომ იტალიის სუპერთასის წინ ისაუბრა მოახლოებული მატჩის შესახებ. ბრაზილიელის განცხადებით, გუნდი იდეალურ ფორმაში არ იმყოფება და ამიტომ, უფრო მეტი ყურადღებით თამაში იქნება საჭირო. იტალიის სუპერთასი „ეს არის ფინალი, რომელიც სხვა მატჩებისგან განსხვავდება. პაუზის შემდეგ 100%-ით საუკეთესო ფორმაში არ ვართ. შესაბამისად, უფრო მეტი ყურადღებით თამაში გვჭირდება, რომ …

სრულად წაკითხვა »