მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 63)

თეგის არქივი: იუვენტუსი

ალეგრი: “შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ფიორენტინასთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ძალიან კმაყოფილია. იტალიელი სპეციალისტისთვის მისი გუნდის თამაშის ხარისხი მოსაწონი იყო, თუმცა აღნიშნა, რომ გუნდმა მენტალიტეტი უნდა შეიცვალოს. „ბოლოს ძალიან გაბრაზებული ვიყავი, მინდოდა თამაში მალე დასრულებულიყო, რადგან „ფიორენტინა“ ძალიან გვიტევდა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში კარში ერთხელ …

სრულად წაკითხვა »

“ფიორენტინა” – “იუვენტუსი”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მეხუთე ტურში ფლორენციის „ფიორენტინას“ სტუმრად დაუზავდა – 1:1. გოლი არკადიუშ მილიკმა გაიტანა, მაგრამ „იუვემ“ ძალიან ცუდი ფეხბურთი ითამაშა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: პერინი 7 – ფეხით ყოველთვის უსაფრთხო არ არის, შესაძლოა კუამეს გოლის დროსაც მცირე შეცდომა დაუშვა, მაგრამ კარის ხაზზე ნამდვილი გარანტიაა. იოვიჩი პენალტის მოგერიება …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” ფლორენციაში პერინმა გადაარჩინა

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეხუთე ტურში ფლორენციაში „ფიორენტინასთან“ ითამაშა და მიმდინარე სეზონში ქულები კიდევ ერთხელ დაკარგა (მესამედ). თუმცა, ამჯერად ალბათ უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ მოიპოვა, რადგან მასიმილიანო ალეგრის გუნდი მთელი თამაში მხოლოდ ქულის მოპოვებაზე ფიქრობდა და მოსაგებად არაფერი გაუკეთებია. არადა, მეცხრე წუთზე ფილიპ კოსტიჩის პასით არკადიუშ მილიკმა ანგარიში …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” განაცხადი ჩემპიონთა ლიგაზე

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპისთვის განაცხადი დაასახელა. განაცხადი A და B სიისგან შედგება, მაგრამ მასში ფორმალური სხვაობაა, რადგან ორივე სიაში მყოფ ფეხბურთელებს ჩვეულებრივ შეუძლიათ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში. ერთადერთი სხვაობა ისაა, რომ B სიაში „იუვეს“ აღზრდილი ფეხბურთელები არიან, რომლებიც იქ იმიტომ შეიყვანეს, რომ A სიაში ადგილი არ …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” განაცხადი “ფიორენტინასთან”

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მეხუთე ტურში სტუმრად ფლორენციის „ფიორენტინას“ შეხვდება. ამ მატჩისთვის მასიმილიანო ალეგრის გუნდის განაცხადი ცნობილია. მეკარეები: პინსოლიო, პერინი, გაროფანი მცველები: დე შილიო, ბრემერი, დანილო, ალექს სანდრო, გატი, ბონუჩი, რუგანი ნახევარმცველები: ლოკატელი, მაკკენი, კუადრადო, კოსტიჩი, მირეტი, პარედესი, ფაჯოლი თავდამსხმელები: ვლაჰოვიჩი, მილიკი, კინი, დი მარია, სულე შეგახსენებთ, რომ „ფიორენტინასა“ და …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ტრანსფერებით კმაყოფილი ვარ, დიბალას წასვლას არ ვნანობ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ფიორენტინასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, რთულ მატჩს ელოდება, მაგრამ დადებითი შედეგის მიღწევა სურთ. „ფლორენციაში მატჩი ყველაზე მნიშვნელოვანი არაა, მაგრამ ყველაზე რთულია. ჩვენთვის სასურველი შედეგის მიღწევა მნიშვნელოვანი იქნება. პარედესი? შემადგენლობა ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს, იქნებ თქვენ იცოდეთ? ის მაღალი კლასის მოთამაშეა, ის …

სრულად წაკითხვა »

მოჯი: “იუვე” კარგ ფეხბურთელებს ყიდულობს, მაგრამ მათ თავის პოზიციებზე არ ათამაშებენ”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ ტურინული კლუბის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ისინი კარგ ფეხბურთელებს ყიდულობენ, მაგრამ თავიანთ პოზიციებზე ბევრს არ ათამაშებენ. „თუ ფეხბურთელს თავის ბუნებრივ პოზიციაზე აყენებ, ნორმალურია, რომ ის კარგად თამაშობს და მოედანზე ბრწყინავს. სამწუხაროდ, ბოლოს დროს „იუვენტუსი“ ყიდულობს კარგ ფეხბურთელებს, რომლებსაც შემდეგ სხვა პოზიციაზე თამაში …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: “იუვენტუსმა” არტური “ლივერპულში” გაასხვისა

ტურინის „იუვენტუსმა“ არტური „ლივერპულში“ გაასხვისა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. ბრაზილიელი ინგლისურ კლუბს ერთწლიანი იჯარით შეუერთდა, რომლის საფასური 4.5 მილიონი ევროა, ხოლო „ლივერპულს“ მისი გამოსყიდვის უფლება გაისად 37.5 მილიონ ევროდ შეეძლება. შეგახსენებთ, რომ არტური „იუვენტუსმა“ 2020 წელს „ბარსელონადან“ დაიმატა და 63 მატჩში თავი 1 გოლით გამოიჩინა. თუმცა, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ტურინულ გრანდში ფეხის …

სრულად წაკითხვა »

დენის ზაკარიამ “იუვენტუსი” დატოვა

ტურინის “იუვენტუსი” სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, ბოლო საათებში დენის ზაკარიამ დატოვა. ლონდონის “ჩელსის” შვეიცარიელი ნახევარმცველის გადაბირება სურდა და მხარეებმა მოლაპარაკებები მოახერხეს. შვეიცარიელი ინგლისურ კლუბს ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა. ზაკარია მასიმილიანო ალეგრის გეგმებში არ შედიოდა, რადგან მან მოლოდინი ვერ გაამართლა. “იუვეს” ზაკარიას წასვლის შემდეგ ნახევარდაცვის ცენტრში 7 ფეხბურთელი დარჩა: …

სრულად წაკითხვა »

პარედესი: “ჩემს მეგობრებს ვუთხარი, რომ ან “იუვეში” გადავიდოდი, ან არსად”

ტურინის „იუვენტუსის“ ოფიციალურ არხს ლეანდრო პარედესმა მოკლე ინტერვიუ მისცა, რომელშიც განაცხადა, რომ ამ კლუბში თამაშზე ყოველთვის ოცნებობდა და ამიტომ, ბედნიერია. „ნამდვილად ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიმყოფები „იუვენტუსში“, კლუბში, სადაც თამაშზე დიდი ხანია ვოცნებობდი. ამიტომ, ბედნიერი ვარ. ჩემთვის ეს არის ოცნების გუნდი, სადაც თამაში როგორც ვთქვი, ყოველთვის მსურდა და არ …

სრულად წაკითხვა »