მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 6)

თეგის არქივი: იუვენტუსი

მაიფრედი: “გოლი, რომელიც “იუვემ” გაუშვა, მესამე კატეგორიის დივიზიონებში არ უშვებენ”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჯიჯი მაიფრედიმ „სასუოლოსთან“ მატჩი შეაფასა. „სარიმ სტიმულის ნაკლებობაზე ისაუბრა? თამაშის შემდეგ საუბარი ყოველთვის მოსახერხებელია, „იუვენტუსმა“ „სასუოლოსთან“ ცუდად ითამაშა, მიუხედავად იმისა, რომ არ გაუმართლა. მეორე ან მესამე კატეგორიის დივიზიონებში არ უშვებენ ისეთ გოლებს, როგორიც „იუვენტუსმა“ გუშინ მეორე გოლი გაუშვა. შემადგენლობა? ყველას თავისი იდეები აქვს. მე დიბალას …

სრულად წაკითხვა »

სკონჩერტი: “მხოლოდ რეკორდისთვის თამაში ბუფონის და ფეხბურთის უპატივცემულობაა”

იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა მარიო სკონჩერტიმ ჯანლუიჯი ბუფონი გააკრიტიკა, რომელმაც „სასუოლოსთან“ უხეში შეცდომა დაუშვა და მეტოქეს ქულის მოპოვებაში ხელი შეუწყო. „მეკარის პოზიცია უნიკალურია. ის იცვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ტრავმასთან გვაქვს საქმე ან ბევრ უხეშ შეცდომასთან. ბუფონის თამაში მხოლოდ იმიტომ, რომ რეკორდი მოხსნას, არარეალურია, ეს თვითონ ბუფონის და ფეხბურთის უპატივცემულობაა“, – თქვა …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “სასუოლო”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-14 ტურში „სასუოლოს“ მოულოდნელად ვერ მოუგო (2:2) და უმნიშვნელოვანესი ორი ქულა დაკარგა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: ბუფონი 5 – კაპუტოს გოლში მისი წვლილი დიდია. კუადრადო 5 – სწორედ მისი უყურადღებო და დაუდევარი პასის შემდეგ დაიბადა კაპუტოს გოლი. ბონუჩი 6.5 – შესანიშნავი გოლი გაიტანა რთულ დღეს. …

სრულად წაკითხვა »

ბენტანკური: “ვცდილობდით გამარჯვებას, მაგრამ ვერ მოვახერხეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა როდრიგო ბენტანკურმა „სასუოლოსთან“ მატჩის შემდეგ ისაუბრა. ურუგვაელი ფეხბურთელის განცხადებით, მეორე ტაიმში გუნდმა კარგი თამაში აჩვენა და საგოლე მომენტებიც ბევრი შექმნა. „პირველ ტაიმში კარგად ვერ ვითამაშეთ, ძალიან ღიად ვთამაშობდით და რამდენიმე კონტრშეტევა მივიღეთ. მეორე ნახევარი უკეთესი იყო, ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით და ვცდილობდით გამარჯვებას, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. მიუხედავად …

სრულად წაკითხვა »

მაურიციო სარის კომენტარი “სასუოლოსთან” მატჩის შემდეგ

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „სასუოლოსთან“ (2:2) მატჩი შეაფასა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, გუნდმა ძალიან ცუდი პირველი ტაიმი ჩაატარა. „გუნდთან 30 წამი ვისაუბრეთ, საჭიროა ვითარების გაანალიზება. პირველ ტაიმში თავის გარეშე ვითამაშეთ, დიდ სივრცეებს ვტოვებდით და დაკარგულ ბურთებზეც ბევრ დროს ვკარგავდით. მეორე ტაიმი გაცილებით კარგად ჩავატარეთ.2:1-ის შემდეგ გუნდმა რეაგირება მოახდინა და …

სრულად წაკითხვა »

-2 ქულა, -1 პოზიცია?

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-14 ტურში საკუთარ მოედანზე მოულოდნელად ორი ქულა დაკარგა, რაც შესაძლოა ლიდერის პოზიციის დაკარგვის ფასად დაუდჯეს. არადა, „იუვემ“ „სასუოლოს“ უმასპინძლა და აშკრა ფავორიტიც იყო, რადგან მეტოქე წარუმატებელ სეზონს ატარებს და თანაც, ტურინელებს წარსულში ამ გუნდის დამარცხება როგორც წესი არ უჭირდათ. თუმცა, კოკამ წყალი ამჯერად არ მოიტანა. „იუვენტუსი“ …

სრულად წაკითხვა »

ნოემბრის MVP – პაულო დიბალა

ტურინის „იუვენტუსში“ ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად პაულო დიბალა დასახელდა. არგენტინელმა მეორედ მოიგო მიმდნარე სეზონში თვის MVP-ის ტიტული.  პაულომ ნოემბერში 5 თამაში ჩაატარა და 3 გოლის გატანა მაოხერხა. მას კუთვნილ პრიზს „სასუოლოსთან“ მატჩის დაწყებამდე გადასცემენ.   Il bis della 💎@PauDybala_JR è #MVP of the Month di Novembre! Powered by @officialpes https://t.co/lQzrMve3Qs …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ძირითადი შემადგენლობა “სასუოლოსთან”

ტურინის „იუვენტუსი“ დღეს „სასუოლოს“ უმასპინძლებს და მაურიციო სარიმ ამ მატჩისთვის ასეთი შემადგენლობა შეარჩია. ბუფონი; კუადრადო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო; ემრე ჯანი, პიანიჩი, ბენტანკური; ბერნარდესკი; იგუაინი, რონალდუ შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება. L’undici bianconero che scenderà in campo alle 12.30! 💪#JuveSassuolo pic.twitter.com/JIOUqJjlll — JuventusFC (@juventusfc) December 1, …

სრულად წაკითხვა »

ხედირა ტრავმირებულია

ტურინის „იუვენტუსს“ „სასუოლოსთან“ მატჩში სამი ხედირა დააკლდება. გერმანელ ფეხბურთელს მარცხენა მუხლის პრობლემა აქვს და დღევანდელ მატჩში ვერ ითამაშებს. ის და ადრიენ რაბიო განაცხადში არ იმყოფებიან. ჯერჯერობით უცნობია ხედირას ტრავმის ხარისხი და დაკვირვება დღითიდღე უნდა მოხდეს. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „სასუოლოს“ მატჩი დღეს თბილისის დროით15:30 საათზე გაიმართება.

სრულად წაკითხვა »

მაურიციო სარის პრესკონფერენცია “სასუოლოსთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, სახიფათო თამაში იქნება, რადგან მეტოქე კარგი გუნდია. „ეს თამაში სახიფათოა, რადგან ფსიქოლოგიურად ბევრად დავიხარჯეთ, როგორც „ატალანტასთან“, ისე „ატლეტიკოსთან“. შემთხვევითობა არაა, რომ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორი მატჩის შემდეგ ჩემპიონატში გაგვიჭირდა. „სასუოლო“ კარგი გუნდია, განსაკუთრებით ტაქტიკურად, სატურნირო ცხრილში …

სრულად წაკითხვა »