მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 52)

თეგის არქივი: იუვენტუსი

“იუვენტუსში” სექტემბრის MVP მატია პერინი გახდა

ტურინის „იუვენტუსის“ სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელად მატია პერინი დასახელდა. იტალიელმა მეკარემ ფანებისგან ყველაზე მეტი ხმა მიიღო და „ბოლონიასთან“ მატჩის წინ კუთვნილ ჯილდოს გადასცემენ. სექტემბერში პერინმა 5 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაუშვა, მიუხედავად ამისა, მაინც გამორჩეული იყო და გუნდი არაერთხელ გადაარჩინა. შეგახსენებთ, რომ პერინი „იუვეს“ მეორე მეკარეა, მაგრამ ვოიცეხ შჩესნის გამო …

სრულად წაკითხვა »

ხედირა: “ვამაყობ, რომ “იუვესნაირ” დიდებულ კლუბში ვთამაშობდი”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა სამი ხედირამ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, რომელიც „იუვეში“ მის სადებიუტო თამაშს ეხება. როგორც მან დაწერა, ამაყია, რომ ასეთ დიდებულ კლუბში თამაშობდა. „7 წლის წინ დაიწყო ჩემი კარიერის დიდებული პერიოდი. ისევ ამაყი ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა ამ ფანტასტიკური კლუბის ნაწილი ვყოფილიყავი. Forza Juve“, – წერს გერმანელი სოციალურ …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსში” კვარაცხელიას დაკარგვას უკვე ნანობენ

ტურინის „იუვენტუსი“ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენასთან ძალიან ახლოს 2021 წელს იყო, მაგრამ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ კლუბი დატოვა და გარიგება ჩაიშალა. ხვიჩა საბოლოოდ „ნაპოლიში“ აღმოჩნდა, სადაც შესანიშნავი სტარტი აქვს და მთელი იტალია აალაპარაკა. ტურინში კვარას დაკარგვას უკვე ნანობენ. „იუვეს“ ცნობილმა გულშემატკივარმა ფრანჩესკო ოპინიმ ამის შესახებ 7 Gold-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. როგორც …

სრულად წაკითხვა »

პოგბა: “იუვეში” დასაბრუნებლად შესაფერისი მომენტი იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვეში“ დაბრუნებისთვის ახლა შესაფერისი მომენტი იყო. „მომწონს ფიქრი და იმის თქმა, რომ ჩემმა გულმა არჩევანი გააკეთა. ალბათ, შესაფერისი დრო იყო დასაბრუნებლად. მანჩესტერში ბოლო სამი წელი ტრავმებითაც იყო განპირობებული, არ იყო ისეთი, როგორც მინდოდა, ეს …

სრულად წაკითხვა »

კონტე: “ეს ჭორები ალეგრის და ასევე ჩემი უპატივცემულობაა”

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე გამოეხმაურა ჭორებს, რომლის მიხედვით ის ზაფხულში „იუვენტუსში“ დაბრუნებას აპირებს და ტურინელებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვს. კონტეს განცხადებით, ეს, როგორც მისი, ისე მასიმილიანო ალეგრის უპატივცემულობაა. „ვფიქრობ, ეს არის უპატივცემულობა ალეგრისა და ჩემი, რადგან „ტოტენჰემში“ ვმუშაობ, სეზონი კი ახლახან დაიწყო. ბევრჯერ მილაპარაკია ამ თემაზე და ყოველთვის …

სრულად წაკითხვა »

ლუჩანო მოჯი: “ინტერმა” ბოლო ტიტულები ყოფილი იუვენტინოების წყალობით მოიგო”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ განაცხადა, რომ „ინტერმა“ ბოლო წლებში წარმატებას იუვენტინოების, ჯუზეპე მაროტასა და ანტონიო კონტეს წყალობით მიაღწია. მან ასევე „ინტერის“ ფანებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ისინი გამუდმებით წუწუნებენ. „ინტერმა“ ბოლო ორი წლის განმავლობაში რაღაც მოიგო, მაგრამ ყოფილი ორი იუვენტინოს წყალობით – კონტესა და მაროტასი, რომლებმაც იციან, …

სრულად წაკითხვა »

პარედესი: “იუვეში” თამაში ჩემი ერთ-ერთი ოცნება იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ლეანდრო პარედესმა განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი ოცნება „იუვეში“ თამაში იყო. ასევე აღნიშნა, რომ ანხელ დი მარიას ფაქტორმაც მის არჩევანში დიდი როლი ითამაშა. „მსოფლიოს ჩემპიონატის წინ გუნდის შეცვლა ადვილი არჩევანი არ იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. ჩემთვის მთავარი იყო მუდმივად თამაში და ეს დიდ კლუბში გამეკეთებინა. …

სრულად წაკითხვა »

“იუვესთან” რამდენიმე ფეხბურთელს კონტრაქტი ეწურება – რას გადაწყვეტს კლუბი

ტურინის „იუვენტუსის“ რამდენიმე ფეხბურთელს კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს, 2023 წლის 30 ივნისს ეწურება. ზოგთან მიმართებაში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ზოგთან კი ჯერ – არა. მაგალითად, ალექს სანდროსა და ხუან კუადრადოს ხელშეკრულებებს არ გაუხანგრძლივებენ და შესაბამისად, მათ კლუბის დატოვება ზაფხულში მიუწევთ. ადრიენ რაბიოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არაა და მხარეები სავარაუდოდ, იანვარში მოლაპარაკებებს …

სრულად წაკითხვა »

კულუშევსკი: “ტოტენჰემში” ყველაფერი უკეთესია, ვიდრე “იუვენტუსში”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა დეიან კულუშევსკიმ განაცხადა, რომ კლუბის დატოვებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო და „ტოტენჰემში“ ყველაფერი უკეთაა, ვიდრე იტალიურ გუნდში იყო. „მე არაფერი შემიცვლია საკუთარ თავში ამ თვეებში. მენტალურად ყოველთვის მზად ვიყავი მოედანზე ჩემი მაქსიმუმი გამეკეთებინა. „ტოტენჰემში“ ყველაფერი უკეთესია, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა, ვიდრე „იუვენტუსში“. ახლა ნამდვილად ყოველთვის თამაში …

სრულად წაკითხვა »

ფაბიო მირეტიმ 21-წლამდე ნაკრებში ტრავმა მიიღო

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ფაბიო მირეტი დაშავდა. იტალიური მედიის ცნობით, 19 წლის ფეხბურთელმა კოჭის ტრავმა იტალიის 21-წლამდე ნაკრების ვარჯიშზე მიიღო. ჯერჯერობით, უფრო დეტალური უცნობია და შესაბამისად, რამდენად სერიოზულია დაზიანება. მან ნაკრების შეკრება უკვე დატოვა და კონტინასას ბაზაზე დაბრუნდა. მირეტიმ მიმდინარე სეზონში „იუვენტუსში“ ყველა მატჩი ჩაატარა და ნახევარდაცვაში იშვიათი ნათელი წერტილია. ამდენად, …

სრულად წაკითხვა »