მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 494)

თეგის არქივი: იუვენტუსი

11 წელი დელ პიეროს მადრიდული აპლოდისმენტებისგან [VIDEO]

2008 წლის 5 ნოემბერს, ალესანდრო დელ პიერომ მადრიდის “რეალთან” დუბლი შეასრულა. “სამეფო კლუბის” ქომაგებმა კი იტალიელი ფეხბურთელი ტაშით დააჯილდოვეს.   Meraviglia da fuori area, magia su punizione, e il Bernabéu è incantato 🔮#OnThisDay nel 2008 | La standing ovation a @delpieroale 👏👏👏 pic.twitter.com/GVuLVP4iAl — JuventusFC (@juventusfc) November 5, 2019

სრულად წაკითხვა »

იური სიომინი: “იუვენტუსთან” ჩვენი მიზანი გამარჯვებაა”

მოსკოვის „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა ტურინის „იუვენტუსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ მისი გუნდი მოედანზე 3 ქულით გავა. „გუნდი კარგადაა და პოზიტიურად ვართ განწყობილნი. ანტონ მირანჩუკი გუნდთან ერთადაა, სმოლოვი გამოჯანმრთელდა, ჟოაო მარიო კარგადაა. ვეცდებით, რომ რგოლებს შორის ბალანსი შევინარჩუნოთ. ტაქტიკური სქემა კი მეტოქეზე იქნება დამოკიდებული. გვინდა კარგი …

სრულად წაკითხვა »

დე ლიხტი ტრავმირებულია

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი მატიას დე ლიხტი ტრავმირებულია. ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა „ტორინოსთან“ მატჩში მარცხენა კოჭი დაიზიანა და ბოლო საწვრთნელი პროცესი გამოტოვა. მატიასი „იუვეს“ მოსკოვში „ლოკომოტივთან“ შეხვედრისთვის არ გაჰყოლია. რამდენი ხანი გაუცდება ეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა იტალიური მედიის ვარაუდით, ტრავმა სერიოზული არ უნდა იყოს. „ლოკომოტივთან“ კი, ლეონარდო ბონუჩის დაცვის ცენტრში დანიელე რუგანი ან …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” მოსკოვში დანაკლისით და 20 ფეხბურთელით გაემგზავრა

ტურინის „იუვენტუსი“ მოსკოვში, „ლოკომოტივთან“ მატჩისთვის გაემგზავრა. მაურიციო არიმ რუსეთის დედაქალაქში 20 ფეხბურთელი წაიყვანა. აღსანიშნავია, რომ „იუვეს“ დისკვალიფიკაციის გამო ხუან კუადრადო ვერ დაეხმარება. გარდა ამისა, მოსკოვში გუნდს არ გაჰყოლია მატიას დე ლიხტი, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებს. განაცხადი ასეთია: მეკარეები: შჩესნი; პინსოლიო, ბუფონი მცველები: დე შილიო, ალექს სანდრო, დანილო, ბონუჩი, რუგანი, დემირალი …

სრულად წაკითხვა »

პსჟ დე შილიოს თავს არ ანებებს

ზაფხულში წარუმატებელი მცდელობის შემდეგ პსჟ მატია დე შილიოს ტრანსფერს იანვარში მიუბრუნდება. Corriere Della Sera-ს ცნობით, ტომას ტუხელის გუნდს ძალიან უნდა იტალიელი მცველის ყიდვა და მზადაა 10 მილიონი ევრო გაიღოს. გარდა ამისა, განიხილება ტომას მუნიესთან ან ლაიუნ კურზავასთან ბარტერიც. თუმცა, ძნელი იქნება გარიგების ზამთარში გაჩარხვა, რადგან მაურიციო სარი ძალიან კარგად აფასებს …

სრულად წაკითხვა »

“მილანი” ზამთარში რუგანის ან დემირალის ყიდვას ეცდება

ტურინის „იუვენტუსის“ მცველების მერიჰ დემირალისა და დანიელე რუგანის მიმართ ინტერესს „მილანი“ იჩენს. „როსონერის“ ხელმძღვანელობას ზამთარში დაცვის ხაზი გაძლიერება აქვს გადაწყვეტილი და „იუვესთან“ მოლაპარაკებების დაწყება სურს. ლომბარდიელებმა ცხადია ორივე ფეხბურთელს ვერ წაიყვანენ, მაგრამ მათი მიზანია, რომ ერთ-ერთის ტრანსფერი გაჩარხონ. უპირატესობას თურქ მცველს ანიჭებენ, მაგრამ არც რუგანიზე იტყვიან უარს. აღსანიშნავია, რომ დანიელესა …

სრულად წაკითხვა »

ვიერი: “იუვე” საოცარი გუნდია და კიდევ უფრო მოუმატებს”

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი კრისტიან ვიერი მიიჩნევს, რომ „იუვენტუსი“ ყველაზე ძლიერია. ბობოს მიაჩნია, რომ ტურინული გრანდი სეზონის განმავლობაში კიდევ უფრო მოუმატებს. „იუვე“ ყველაზე ძლიერია და ამიტომ ყოველთვის ახერხებს თამაშების მოგებას. ბევრ საგოლე მომენტს ვერ იყენებს, ერთ თამაშს კარგად ატარებს, მეორეს ცუდად, მაგრამ მაინც პირველ ადგილზეა. საოცარი გუნდია“, – თქვა ვიერიმ.

სრულად წაკითხვა »

“ლოკომოტივი” – “იუვეს” ფრანგები იმსაჯებენ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში ტურინის „იუვენტუსისა“ და მოსკოვის „ლოკომოტივის“ შეხვედრას ფრანგ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი რუდი ბუკე იქნება, რომელსაც ასისტენტობას გუილამ დებარი და ჟულიენ პასელი გაუწევენ, ხოლო მეოთხე მსაჯის ფუნქციას ფრანკ შნეიდერი შეასრულებს. შეგახსენებთ, რომ „ლოკომოტივი“ – „იუვენტუსის“ თამაში 6 ნოემბერს, 21:55 საათზე დაიწყება. „იუვე“ გამარჯვების შემთხვევაში მერვედფინალის საგზურს …

სრულად წაკითხვა »

კაპელო: “სარი ლამაზ ფეხბურთს შედეგებს სწირავს”

ფაბიო კაპელო მიიჩნევს, რომ „იუვენტუსის“ ცუდად არ თამაშობს, რადგან ცუდი თამაშის ფონზე შედეგის მიღწევა შეუძლებელია. „კარგი თამაშის გარეშე ან სიმტკიცის გარეშე შედეგი არ მიიღწევა. „იუვეს“ შესახებ რისი თქმაც შეგვიძლია არის ის, რომ ჰყავს გარკვეული ტიპის მოთამაშეები და სარი ყველაფერს აკეთებს შედეგისთვის და ამას ლამაზი ფეხბურთის სანაცვლოდ იღებს. სარი ფეხბურთელებს ისეთ …

სრულად წაკითხვა »

იბრაჰიმოვიჩს “იუვეში” დაბრუნება უნდოდა, მაგრამ ტურინში უარი უთხრეს

ზლატან იბრაჰიმოვიჩს იტალიაში დაბრუნება სურს. Calciomercato-ს ინფორმაციით, შვედმა ფეხბურთელმა „იუვენტუსში“ 13 წლის შემდეგ დაბრუნება მოინდომა, მაგრამ ტურინულმა მხარემ მოლაპარაკებების დაწყება არ ისურვა. ფაბიო პარატიჩისა და მინო რაიოლას შორის დიდი ხანია კარგი ურთიერთობაა, არაერთი გარიგებაც გაჩარხეს, თუმცა, იბრას შემთხვევაში სიტუაცია სხვანაირადაა. „იუვენტუსი“ უარის მიზეზი არაა ფეხბურთელის გასამრჯელო ან ასაკი. არამედ, ზლატანს …

სრულად წაკითხვა »