მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 455)

თეგის არქივი: იუვენტუსი

რავანელი: “იქნებ კარგიცაა, რომ “იუვე” დამარცხდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ფაბრიციო რავანელიმ „ლაციოსთან“ მარცხი შეაფასა და განაცხადა, რომ შესაძლოა კარგიც იყოს ტურინული გუნდის წაგება. „იქნებ კარგია, რომ „იუვემ“ წააგო, ასე უფრო შეძლებს ნაკლოვანებების გამოსწორებას, რომ დიდ მიზნებს მიაღწიოს, როგორიცაა ჩემპიონთა ლიგა და სკუდეტო. „იუვენტუსი“ ამ დროისთვის ძალიან ბევრ გოლს უშვებს, საჭიროა გამოსავლის მოძებნა და გავიგოთ რა …

სრულად წაკითხვა »

მარიო მანჯუკიჩის ყატარში ტრანსფერი ჩაიშალა

მარიო მანჯუკიჩის „ალ-დუჰაილში“ ტრანსფერი ჩაიშალა. Calciomercatoweb-ის ცნობით, გარიგება ფინანსური კუთხის გამო ჩაიშალა. მხარეები ვერ შეთანხმდნენ, როგორც მანჯუკიჩის ხელფასზე, ისე „იუვენტუსისთვის“ გადასახდელ თანხაზე. შედეგად, ამ დროისთვის ხორვატია ყატარში გადაბარგება შეჩერებელია. ჯერჯერობით უცნობია როგორ განვითარდება მარიოს კარიერა, რომელიც „იუვენტუსს“ კონტრაქტით ჯერ კიდევ ეკუთვნის, მაგრამ გუნდში თვეებია აღარ იმყოფება.

სრულად წაკითხვა »

ბენტანკური სამ მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი როდრიგო ბენტანკური სამ მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ურუგვაელმა წითელი ბარათი იტალიის სუპერთასზე „ლაციოსთან“ მატჩში მიიღო და ამის გამო ერთი თამაშის გამოტოვება ავტომატურად უწევს. თუმცა, დამატებით ორი შეხვედრითაც დაისაჯა, რადგან გაძევების შემდეგ მეოთხე მსაჯთან კამათი მოუვიდა. სუპერთასზე მიღებული ბარათები სერია A-ზეც გადადის. აქედან გამომდინარე ბენტანკური „იუვენტუსს“ უახლოეს სამ მატჩში, …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” გაცემული ხელფასებით მსოფლიოში მესამე ადგილზეა

Sporting Intelligence-მა 2019 წლის მონაცემებით ევროპაში იმ გუნდთა ჩამონათვალი გამოამზეურა, რომლებიც ფეხბურთელებში ყველაზე დიდ ხელფასს იხდიან. აღმოჩნდა, რომ „იუვენტუსმა“ 2019 წელს ერთ ფეხბურთელზე საშუალოდ 9.1 მილიონი ევრო გადაიხადა მხოლოდ ხელფასებში, რაც მსოფლიოში მესამე შედეგია. „იუვე“ მხოლოდ კატალონიის „ბარსელონასა“ და მადრიდის „რეალს“ ჩამორჩება. საგულისხმოა, რომ მონაცემები გამოქვეყნებულია საშუალო მაჩვენებლით და არა …

სრულად წაკითხვა »

სტატისტიკა და ფაქტები “იუვე” – “ლაციოს” მატჩის შემდეგ

ტურინის „იუვენტუსმა“ რომის „ლაციოსთან“ 1:3 წააგო. გთავაზობთ რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემსა და ფაქტს აღნიშნული მატჩის შემდეგ. 8 – გუშინ საღამოს „იუვენტუსმა“ კარის ჩარჩოში 8 დარტყმა მიიღო. მიმდინარე სეზონში უფრო მეტჯერ „იუვეს“ კარში ცხრჯაერ დაარტყეს და ეს სწორედ „ლაციოსთან“ შეხვედრაში მოხდა, ოღონდ სერია A-ში. 4  – პაულო დიბალა იტალიის სუპერთასის ყველა დროის …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” ერთი კვირა დაისვენებს

ტურინის „იუვენტუსმა“ 2019 წელი იტალიის სუპერთასზე „ლაციოსთან“ მატჩით დაასრულა და საშობაო პაუზაზე გავიდა. როგორც „იუვეს“ ვებგვერდი იტყობინება, გუნდში ერთკვირიანი შვებულება გამოცხადდა და საწვრთნელი პროცესი დამდეგ ორშაბათს, 30 დეკემბრიდან განახლდება. „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 2020 წლის 6 იანვარს, ტურინში „კალიარისთან“ ჩაატარებს.

სრულად წაკითხვა »

პიანიჩი: “დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია, როდესაც ამ მაისურს ვატარებთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ „იუვენტუსის“ ფეხბურთელები მოვალენი არიან ყოველთვის მაღალ დონეზე ითამაშონ. „დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს, რადგან მძიმე მაისური გვაცვია. ჩვენ ვალდებულნი ვართ ყოველთვის მაღალ დონეზე ვიყოთ, იმ სიმბოლოს გამო, რომელიც მკერდზე გვაქვს გამოსახული. როდესაც ეს არ მოხდება, სწორია ხალხის რეაქცია. ჩვენ უნდა …

სრულად წაკითხვა »

ელკანი: “იუვე”, სირცხვილია!”

ლაპო ელკანმა იტალიის სუპერთასზე „იუვენტუსის“ მარცხით იმედგაცრუება ვერ დამალა და ტვიტერის საშუალებით ტურინული გრანდი გააკრიტიკა, ხოლო „ლაციოს“ გამარჯვება მიულოცა. „იუვე“, გაიღვიძე!“ – დაწერა ელკანმა მატჩის მიმდინარეობისას. თამაშის შემდეგ მან კიდევ ერთი სტატუსი გამოაქვეყნა: „იუვე“ სირცხვილია, „ლაციოს“ ვულოცავ“, – დაწერა ელკანმა. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ იტალიის სუპერთასზე რომის „ლაციოსთან“ 1:3 წააგო.

სრულად წაკითხვა »

“ლესტერი” რუგანის ყიდვას იანვარში ეცდება

დანიელე რუგანიმ შესაძლოა „იუვენტუსი“ იანვარში დატოვოს. იტალიური მედიის ინფორმაციით, 25 წლის მცველით „ლესტერ სიტი“ დაინტერესდა. ინგლისელები მზად არიან დანიელეს სანაცვლოდ „იუვეს“ 20 მილიონი ევრო გადაუხადონ, რაზეც ტურინელები შესაძლოა დათანხმდნენ. რუგანიმ მიმდინარე სეზონში მხოლოდ სამი თამაში ჩაატარა, ერთი სერია A-ში, ორი ჩემპიონთა ლიგაზე. ეს იმის ფონზე, რომ ჯორჯო კიელინი ტრავმირებულია. დანიელე …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “ლაციო”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ 2019 წელი ცუდ ხასიათზე დაასრულა და იტალიის სუპერთასზე „ლაციოსთან“ დამარცხდა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით. შჩესნი 6.5 – რთულ მომენტებში შჩესნიმ რამდენჯერმე გადაარჩინა საკუთარი გუნდი. გაშვებულ გოლებში კი წვლილი არ მიუძღვის. დე შილიო 5 – ლულიჩი პირველი გოლის დროს ძალიან ადვილად გაუმკლავდა. საშინელი თამაში ჰქონდა. კუადრადო 5.5 – …

სრულად წაკითხვა »