მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 39)

თეგის არქივი: იუვენტუსი

რაბიო: “გუნდში ერთიანობაა და ვიზრდებით”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ „ინტერთან“ გამარჯვების (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, გუნდი იზრდება და ერთიანია. ფრანგი ფეხბურთელის განცხადებით, ის თავს გუნდის ლიდერადაც მიიჩნევს. „შესანიშნავად ვითამაშეთ, დავამტკიცეთ, რომ მონდომება არ გვაკლია. ბოლოს, როცა ყველა ერთმანეთს ჩავეხუტეთ, ჩანს მთელი სურვილი და ენერგია, რომელიც გასახდელშია. ყველანი ერთად ვართ, გარკვეული სირთულეები …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ნაპოლი” 10 ქულით წინაა? პაუზის შემდეგ ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ინტერთან“ გამარჯვების (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, მაგრამ ყველა პრობლემა არ მოგვარებულა და გუნდმა მომდევნო ორ მატჩზე უნდა იფიქროს. „რაბიო დიდ ფეხბურთელად მიმაჩნია, რომელიც ახლა მომწიფების ასაკშია, მან დღეს შესანიშნავად ითამაშა. როცა მთელი გუნდი ერთად, ერთმანეთისთვის იბრძვის, …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “ინტერი”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ში მე-13 ტურში ადრიენ რაბიოსა და ნიკოლო ფაჯოლის გოლებით 2:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 7 – მისთვის საბედნიეროდ, „ნერაძური“ ბურთს სამიზნეში იშვიათად არტყამდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. გადამწყვეტი იყო მეორე ტაიმის დასაწყისში ჩალჰანოღლუს წინააღმდეგ და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დარტყმა 75-ე წუთზე …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ინტერთან” არც გადამწყვეტი და არც გარდამტეხი თამაშია”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ინტერთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, ეს არც გადამწყვეტი და არც გარდამტეხი თამაშია. „მნიშვნელოვანი მატჩია, მნიშვნელოვანია, რადგან „დერბი დ’იტალიაა, „იუვე“ – „ინტერი“, შესაბამისად, ძალიან მგრძნობიარე თამაშია და მასში მონაწილეობის მიღება მშვენიერია. ბრემერი და დი მარია დაგვიბრუნდნენ, ვლაჰოვიჩზე ეჭვი ჯერ კიდევ მაქვს. დილით …

სრულად წაკითხვა »

ბარძალი: “ახალგაზრდებისთვის “იუვეში” თამაში ტვირთია, მაგრამ ფაჯოლი შესანიშნავია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა ანდრეა ბარძალიმ DAZN-ის ეთერში „იუვეს“ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ისაუბრა, განსაკუთრებით კი ნიკოლო ფაჯოლიზე, რომელთანაც ერთად ტურინულ გრანდში მას ამხანაგურ მატჩებშიც უთამაშია. „უნდა გვესმოდეს, რომ პატარა ბიჭებსაც ნდობა სჭირდებათ, რომ ითამაშონ და თავი გუნდის ნაწილად იგრძნონ. ასე რომ, როდესაც ხანდახან თავის წარმოსაჩენად მხოლოდ რამდენიმე წუთი გაქვს, ეს ადვილი …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” დანილოსთან კონტრაქტის განახლებას აპირებს

ტურინის „იუვენტუსი“ დანილოსთან კონტრაქტის განახლებაზე მუშაობს. ამის შესახებ Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება. წყაროს თანახმად, ბრაზილიელი მცველით კლუბის ხელმძღვანელობა კმაყოფილია და ის გუნდის ლიდერი არა მხოლოდ მოედანზე, არამედ გასახდელშიცაა. უფრო მეტიც, ლეონარდო ბონუჩის შემდეგ კაპიტნის სამკლაურის გადაცემა მისთვის იგეგმება. დანილოს „იუვესთან“ მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება და ფეხბურთელიც თანახმაა, რომ …

სრულად წაკითხვა »

დანილო: “ფაჯოლი და მირეტი ფოდენს მაგონებენ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანილომ იტალიურ მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც მან სხვადასხვა თემებზე ისაუბრა, მათ შორის, ფაბიო მირეტისა და ნიკოლო ფაჯოლიზე. „ჩვენი მიზანი პირველი ადგილია, რომელსაც 10 ქულით ჩამოვრჩებით. არ ვამბობ, რომ კარგი პერიოდი გვაქვს, მაგრამ გვაქვს შესაძლებლობა მაღლა ვიყუროთ, რადგან ამ დამოკიდებულებით შეგვიძლია მიზანს მივაღწიოთ. როცა მოედანზე არ ხარ, …

სრულად წაკითხვა »

ფაჯოლის აგენტი: “ნიკოლო ალეგრისა და მანჩინისთვის საჭირო მოთამაშე გახდება”

ნიკოლო ფაჯოლის აგენტმა ანდრეა დ’ამიკომ იტალიურ მედიასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ის მუშაობს, რომ ფაჯოლი „იუვენტუსში“ დიდხანს დარჩეს. როგორც მან თქვა, ნიკოლო მასიმილიანო ალეგრის გარდა, რობერტო მანჩინისთვისაც საჭირო ფეხბურთელი გახდება. „ფაჯოლის ამ პროგრესში „იუვეს“ დამსახურებაა. ახლა ნიკოლო მზადაა, უფრო მეტად მომწიფებულია, რომ ითამაშოს, ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ეს ძირითადი შემადგენლობიდან მოხდება …

სრულად წაკითხვა »

ევროპა ლიგაზე “იუვეს” ყველა სავარაუდო მეტოქე ცნობილია

ტურინის „იუვენტუსი“ ასპარეზობას ევროპა ლიგაზე გააგრძელებს, სადაც 1/16 ფინალში ითამაშებს და მისი სავარაუდო მეტოქეები ცნობილია. ჩემპიონთა ლიგიდან გადართული 8 გუნდი ევროპა ლიგის ჯგუფებში მეორე ადგილზე გასულ გუნდებს შეხვდებიან. „იუვეს“ 7 სავარაუდო მეტოქე ჰყავს, რადგან „რომამ“ მეორე ადგილი დაიკავა და მას ვერ შეხვდება. ტურინელების მეტოქე ევროპა ლიგაზე ქვემოთ ჩამოთვლილი გუნდებიდან ერთ-ერთი …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – პსჟ: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში „პარი სენ ჟერმენთან“ 1:2 წააგო. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 5.5 – მბაპეს გოლზე მეტი შეეძლო, სხვა შემთხვევებში უფრო რეაქტიული იყო. გატი 5.5 – მბაპესთან გოლის მომენტში დაიჩაგრა, თუმცა შემდეგ საკმაოდ კარგად ითამაშა. ბონუჩი 6.5 – დაცვაში შეცდომების გარეშე ითამაშა და გოლიც გაიტანა. …

სრულად წაკითხვა »