მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 376)

თეგის არქივი: იუვენტუსი

“იუვე” ინდივიდუალურად ვარჯიშს აგრძელებს

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელთა ნაწილი კონტინასას ბაზაზე ინდივიდუალურ ვარჯიშს აგრძელებს. როდრიგო ბენტანკური, ფედერიკო ბერნარდესკი, ლეონარდო ბონუჩი, ჯანლუიჯი ბუფონი, ჯორჯო კიელინი, ხუან კუადრადო, მატია დე შილიო, პაულო დიბალა, კარლო პინსოლიო, მირალემ პიანიჩი, აარონ რემზი და დანიელე რუგანი ინდივიდუალურად ვარჯიშობენ. იმავდროულად, მერიჰ დემირალი სარეაბილიტაციო კურსს აგრძელებს J მედიკალში.   Safe hands 🧤 Proseguono …

სრულად წაკითხვა »

პიანიჩმა ბარსელონას გამო მანჩესტერი და პესეჟე უარით გაისტუმრა

ტურინის იუვენტუსი და კატალონიის ბარსელონა ბოსნიელი ნახევარმცველის, მირალემ პიანიჩის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ. 30 წლის ბოსნიელი ნახევარმცველი მზადაა კატალონიურ კლუბში გადასასვლელად. მხარეებს შეუძლიათ 4 წლიანი ხელშეკრულების გაფორმება. ცნობილია, რომ პიანიჩმა უარი თქვა მანჩესტერ იუნაიტედისა და პესეჟეს წინადადებებზე, ბარსელონას შეთავაზების გამო. სერია A-ს მიმდინარე სეზონზე პიანიჩმა 22 მატჩში ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა …

სრულად წაკითხვა »

კიელინი კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში წერს, რომ კარიერის დასრულებას ჯერჯერობით არ აპირებს. „ტრავმის შემდეგ არასდროს მიფიქრია, რომ იმაზე ძლიერი დავბრუნდებოდი, როგორც მანამდე ვიყავი. ეჭვი იმის შესახებ გამეგრძელებინა თუ არა კარიერა, მაშინვე გავაქრე, რა თქმა უნდა, გავაგრძელებ. ვაგრძელებ „იუვესთან“ ერთად, მხარდაჭერას ისევ ვგრძნობ. რამდენიმე წელიწადში კი ვიტყვი, რომ …

სრულად წაკითხვა »

ტონალიმ “იუვესა” და “ინტერს” შორის არჩევანი გააკეთა

„ბრეშას“ ნახევარმცველმა სანდრო ტონალიმ „ინტერში“ გადასვლა გადაწყვიტა. იტალიური მედიის ცნობით, ფეხბურთელს ანტონიო კონტესთან მუშაობა სურს და მილანელებს შეუთანხმდა. მიუხედავად ამისა, „იუვენტუსი“ დანებებას არ აპირებს და „ბრეშას“ იმაზე უკეთეს წინადადებას მიუმზადებს, ვიდრე „ინტერი“. ჯერჯერობით, მიუხედავად ამ ინფორმაციისა, გადაწყვეტილი მაინც არაფერია და ზაფხულში „იუვესა“ და „ინტერს“ შორის ბრძოლა სატრანსფერო ბაზარზეც გველოდება.

სრულად წაკითხვა »

კაპელო: “სკუდეტოები მოედანზე მოვიგეთ, მაგრამ წაგვართვეს და სხვას გადასცეს”

„იუვენტუსის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ჩამორთმეული სკუდეტოების შესახებ გააკეთა კომენტარი: „მოჯი და ჯირაუდო დიდებული მენეჯერები იყვნენ. ჩვენ ტიტულები მოედანზე მოვიგეთ, მაგრამ კალჩოპოლიმ სკუდეტოები წაგვართვა და სხვას გადასცეს“, – თქვა კაპელომ. შეგახსენებთ, რომ კალჩოპოლის გამო „იუვეს“ 2 სკუდეტო ჩამოერთვა, 2005 წლის საერთოდ ანულირდა, ხოლო 2006 წლის „ინტერს“ გადაეცა.

სრულად წაკითხვა »

მარკო ტარდელიმ კიელინი გააკრიტიკა: “სიძულვილი ქმნის სიძულვილს!”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მარკო ტარდელიმ ჯორჯო კიელინი გააკრიტიკა, მარიო ბალოტელის, ფელიპე მელოსა და „ინტერთან“ დაკავშირებული განცხადებების გამო. „გულწრფელად ვწუხვარ ეროვნული ნაკრების, „იუვენტუსის“ კაპიტნისა და AIC-ის წამყვანი ფიგურის, ჯორჯო კიელინის განცხადებების გამო. მძიმე სიტყვები კოლეგებისა და თანაგუნდელების მიმართ. სხვა კლუბებისადმი გამოცხადებული სიძულვილი ქმნის ისევ სიძულვილს. ისეთი კაპიტნებისგან, როგორებიც ძოფი და …

სრულად წაკითხვა »

ტონი: “კიელინის წინააღმდეგ თამაში ურთულესია”

კრისტიან ვიერი ინსტაგრამში ლუკა ტონის ესაუბრა და ბოლო ერთი დღის მთავარი თემა ჯორჯო კიელინი – მარიო ბალოტელის დაპირისპირება გაარჩიეს. უფრო სწორად, ვიერიმ ჰკითხა ტონის რას ფიქრობდა ამ ინციდენტზე. მოგეხსენებათ, ჯორჯომ ავტობიოგრაფიულ წინგში დაწერა, რომ ბალოტელი ცუდი ადამიანია, რასაც მარიო სოციალურ ქსელში უპასუხა და ჯორჯო არაპირდაპირობაში დაადანაშაულა, უცნაური კაპიტანიც უწოდა. ლუკა …

სრულად წაკითხვა »

უეფამ “იუვე” – “ლიონის” მატჩის ჩატარების თარიღი არ დაადასტურა

უეფამ ჟან-მიშელ ოლას გავრცელებული ინფორმაცია „იუვენტუსი“ – „ლიონის“ მატჩის გამართვის თარიღთან დაკავშირებით არ დაადასტურა. როგორც უეფა იტყობინება, ჯერჯერობით არცერთი მატჩის შესახებ არავითარი გადაწყვეტილება მიღებული არაა. შეგახსენებთ, რომ „ლიონის“ პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ გუშინ თქვა, მატჩი 7 აგვისტოს გაიმართებაო. თუმცა, უეფამ ეს ცნობა არ დაადასტურა.

სრულად წაკითხვა »

კასანო: “კიელინი ზღაპრული ადამიანია, ანიელიმ კი ნამდვილი იმპერია შექმნა”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ ჯორჯო კიელინი დაიცვა და განაცხადა, რომ ბალოტელის უმიზეზოდ არ გააკრიტიკებდა. გარდა ამისა, ანდრეა ანიელი შეაქო, თქვა, რომ მან ნამდვილი იმპერია შექმნა. „არ ვიცნობ ფელიპე მელოს, არ მითამაშია მასთან და არ ვიცი როგორი ადამიანია. მაგრამ მარიო კარგი ბიჭია, ბავშვია, კიელინი რას გულისხმობდა არ ვიცი. შემიძლია დაგარწმუნოთ, …

სრულად წაკითხვა »

“ლიონის” პრეზიდენტმა “იუვესთან” მატჩის გამართვის თარიღი გაასაჯაროვა

ტურინის „იუვენტუსი“ „ლიონთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩს 7 აგვისტოს გამართავს. ინფორმაცია „ლიონის“ პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ დაადასტურა: „ვიცით, რომ მატჩი 7 აგვისტოს გაიმართება, მაგრამ თუ ლიგა 1 არ განახლდა და სეზონის შეჩერების გადაწყვეტილება ძალაში დარჩა, ჩვენ და პსჟ წამგებიან პოზიციაში ვიქნებით“, – თქვა ოლამ. აქვე გეტყვით, რომ მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება …

სრულად წაკითხვა »