მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 282)

თეგის არქივი: იუვენტუსი

პარატიჩი: “ნაპოლისთან მაშინ ვითამაშებთ, როცა გვეტყვიან”

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ „ფიორენტინასთან“ მატჩამდე იტალიურ მედიასთან ისაუბრა და განაცხადა, „ნაპოლისთან“ მაშინ ითამაშებენ, როდესაც ლეგა იტყვის და თარიღს დაადგენს. „ჩვენ მზად ვართ ვითამაშოთ „ნაპოლისთან“ მაშინ, როდესაც გვეტყვიან. ჩვენ 4 ოქტომბერსაც მზად ვიყავით. თარიღი? ამ ინფორმაციის შესახებ სტადიონზე მისვლის დროს შევიტყვეთ და ჯერჯერობით ლეგასთან კონტაქტი არ გვქონია. ჩვენ …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “ფიორენტინა”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ 2020 წელი ცუდად დაასრულა და „ფიორენტინასთან“ შინ 0:3 წააგო. „ალიანც სთედიუმზე“ „იუვემ“ სერია A-ში პირველად იწვნია სამბურთიანი სხვაობით მარცხი და რა თქმა უნდა, ფეხბურთელებმა ძალიან დაბალი შეფასებები მიიღეს. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 5.5 – ალბათ ვლაჰოვიჩის გოლის სიტუაცია არასწორად წაიკითხა, შემდეგ კასტროვილის დარტყმისგან გუნდი გადაარჩინა და …

სრულად წაკითხვა »

წითელი ბარათები – “იუვენტუსის”კიდევ ერთი პრობლემა

ტურინის „იუვენტუსმა“ მიმდინარე სეზონში ტოპ ჩემპიონატებში ყველაზე მეტი წითელი ბარათი მიიღო -5. ხუან კუადრადო მეხუთე მოთამაშე გამოდგა, რომელიც გააძევეს და ეს სეზონის რეკორდია. ამ 5 გაძევებიდან 4-ჯერ საქმე პირდაპირ წითელ ბარათთან გვქონდა. კუადრადოს გარდა, პირდაპირ წითელი ბარათები ფედერიკო კიეზამ, ალვარო მორატამ და კალო პინსოლიომ (სათადარიგო სკამიდან) მიიღეს, ხოლო ადრიენ რაბიო …

სრულად წაკითხვა »

პირლო: “არასწორი დამოკიდებულება გვქონდა, შვებულებაში ადრე გავედით”

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ში პირველი მარცხი განიცადა, მაგრამ ძალზე მტკივნეული და „ფიორენტინასთან“ 0:3 წააგო. მატჩის შემდეგ ანდრეა პირლომ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი შვებულებაში ნაადრევად გავიდა. „ის რაც შუადღისას მოხდა, ალიბი არ უნდა იყოს („ნაპოლის“ აპელაციის დაკმაყოფილება – ავტ). პირველივე წუთიდან არასწორი დამოკიდებულება გვქონდა. როდესაც ასეთი გონებით გადიხარ …

სრულად წაკითხვა »

2020 წლის ცუდი დასასრული

იტალიის სერია A-ს მე-14 ტურში „იუვენტუსმა“ სერია A-ში პირველი მარცხი განიცადა. ანდრეა პირლოს გუნდმა ფლორენციის „ფიორენტინას“ უმასპინძლა და 0:3 განადგურდა. საქმე მხოლოდ ანგარიშში არ არის, თამაში იყო ძალიან დაბალი ხარისხის და შედეგი სრულიად ლოგიკურია, მეტიც, შეიძლებოდა უფრო სოლიდური ყოფილიყო. „იუვემ“ ძალიან სწრაფად მესამე წუთზე გაუშვა და შემდეგ მთელი თამაში ისე …

სრულად წაკითხვა »

ბუფონის მკრეხელური ფრაზისთვის დისკვალიფიკაცია ემუქრება

იუვენტუსის მეკარის, ჯანლუიჯი ბუფონის წინააღმდეგ იტალიის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. 42 წლის კიპერს ბრალს მკრეხელობაში სდებენ. იტალიური მედიის ცნობით, ბუფონმა „პარმასთან“ მატჩის მიწურულს თანაგუნდელ პორტანოვას მკრეხელური ფრაზით მიმართა, რაც იტალიაში ძალიან ცუდ ფორმად ითვლება. მატჩის დროს ხმა ისმოდა, მაგრამ არ ჩანდა თავად მოთამაშე. მატჩის შემდეგ მსაჯებს ოქმში ამის შესახებ განცხადება არ …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “ნაპოლის” მატჩი გაიმართება: ტექნიკური მოგება/წაგება გაუქმდა

ნაპოლის საჩივარმა შედეგი გამოიღო და იუვენტუსთან მატჩში ტექნიკური წაგება გაუქმებულია. იტალიის ოლიმპიურმა კოკიტეტმა ნეაპოლელთა საჩივარი დააკმაყოფილა და მატჩი გაიმართება. „იუვე“ – „ნაპოლის“ თამაშ 4 ოქტომბერს არ ჩატარდა, რადგან ნეაპოლელები კორონავირუსით ინფიცირებული ორი ფეხბურთელის გამო ტურინში საერთოდ არ ჩავიდნენ. „იუვე“ მატჩზე მაინც გამოცხადადა. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ტურინულ გუნდს 3:0 …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” განაცხადი “ფიორენტინასთან”

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მე-14 ტურში ფლორენციის „ფიორენტინას“ უმასპინძლებს. ანდრეა პირლოს გუნდის განაცხადი ასეთია: მეკარეები: შჩესნი; პინსოლიო, ბუფონი მცველები: კიელინი, დე ლიხტი, ალექს სანდრო, დანილო, კუადრადო, ბონუჩი, დრაგუსინი, ფრაბოტა ნახევარმცველები: რემზი, მაკკენი, კიეზა, რაბიო, ბენტანკური, ბერნარდესკი, პორტანოვა, კულუშევსკი თავდამსხმელები: რონალდუ, მორატა, დიბალა, და გრასა შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 23:45საათზე …

სრულად წაკითხვა »

კაპელო: “პირლომ სწორი სათამაშო სისტემა იპოვა, გუნდს ახლა ერთადერთი სუსტი წერტილი აქვს”

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ სკუდეტოსთვის „იუვენტუსი“ და მილანური გრანდები იბრძოლებენ. გარდა ამისა, ფაბიომ ანდრეა პირლოს გუნდის შესახებ ვრცლად ისაუბრა. „სკუდეტოსთვს სამი გუნდი იბრძოლებს – „მილანი“, „ინტერი“ და „იუვენტუსი“. ეს გუნდები თავიანთ ძალებში დარწმუნებულნი არიან, მათ იპოვეს იდენტობა და ბალანსი. პირლომ ჩაატარა ექსპერიმენტები, შემდეგ იპოვა სწორი შემადგენლობა და …

სრულად წაკითხვა »

ანდრეა პირლოს კომენტარი “ფიორენტინასთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ წლის ბოლო მატჩის წინ, რომელსაც მისი გუნდი „ფიორენტინასთან“ გამართავს, JTV-სთან კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, პაულო დიბალა გამოჯანმრთელდა. „დიბალამ ცოტა ინდივიდუალურად ივარჯიშა, ცოტაც გუნდთან ერთად, ვფიქრობ, რომ მას შეუძლია თამაში. დემირალიც უკეთაა, არტური კი ამ მატჩში ხელმისაწვდომი არ არის. მაკკენი, ბენტანკური და რემზი განსხვავებული …

სრულად წაკითხვა »