მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 253)

თეგის არქივი: იუვენტუსი

ტრეზეგე ყველაფერზე საუბრობს: დელ პიერო, “იუვეს” წლები, სერია B და სხვა…

დავიდ ტრეზეგე პირველი სტუმარი იყო „იუვენტუსის“ ახალი ფორმატის გამოცემის – To Talk. „იუვეს“ ქომაგებს შესაძლებლობა აქვთ კითხვები დაუსვან სტუმრებს, რომლებიც ვიდეოკონფერენციაზე უპასუხებენ. „იუვენტუსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა შეკითხვებს უპასუხა, რომელიც რა თქმა უნდა, „იუვეში“ მის წარსულს უკავშირდებოდა, გაამხილა როგორი ურთიერთობა აქვს ყოფილ თანაგუნდელებთან, ვინ ურჩია „ბებერ ქალბატონში“ გადასვლა და სხვა ბევრ საინტერესო …

სრულად წაკითხვა »

კოსტაკურტა: “2003 წლის ფინალში ნედვედი რომ ყოფილიყო, განსხვავებული თამაში იქნებოდა”

„მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ალესანდრო კოსტაკურტამ, რომელიც ამჟამად Sky Sport-ის ტელევიზიაში მუშაობს, ამავე ტელეარხზე ჩემპიონთა ლიგის 2003 წლის ფინალი გაიხსენა, რომელიც „მილანსა“ და „იუვენტუსს“ შორის გაიმართა. კოსტაკურტამ განაცხადა, რომ ეს იყო მატჩი მეგობრებს შორის და პაველ ნედვედს რომ ეთამაშა, მატჩი განსხვავებულად წარიმართებოდა. „ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა „იუვენტუსის“ ფეხბურთელებთან, ეს განსაკუთრებული …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” განაცხადი “ვერონასთან”

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს 24-ე ტურში „ვერონას“ ესტუმრება. ანდრეა პირლოს გუნდის განაცხადი ასეთია: მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, ბუფონი მცველები: დე ლიხტი, ალექს სანდრო, დემირალი, დი პარდო, დრაგუსინი, ფრაბოტა, კაპელინი ნახევარმცველები: რემზი, მაკკენი, კიეზა, რაბიო, ბენტანკური, ბერნარდესკი, ფაჯიოლი, კულუშევსკი, პიტერსი თავდამსხმელები: რონალდუ, რაფია, მარკესი, აკე შეგახსენებთ, რომ „ვერონასა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 27 …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” ზაფხულში ვესტონ მაკკენის გამოისყიდის

ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულში ვესტონ მაკკენის გამოისყიდის. Tuttosport-ის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობა ამერიკელის თამაშით კმაყოფილია. „იუვემ“ ვესტონი ზაფხულში 4.5 მილიონ ევროდ 1 წლით ინათხოვრა და მისი გამოსყიდვა ზაფხულში 18 მილიონ ევროდ შეუძლია, რომელიც „შალკეს“ სამ კალენდარულ წელში უნდა გადაუხადოს. მიმდინარე სეზონში 22 წლის ფეხბურთელმა „იუვენტუსის“ შემადგენლობაში 29 გოლი გაიტანა და 5 გოლი …

სრულად წაკითხვა »

ანდრეა პირლოს პრესკონფერენცია “ვერონასთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ვერონასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. „ჩვენ ვაგრძელებთ გასახდელში სკუდეტოზე საუბარს, ნამდვილად ასეა. ეს არის მიზანი და ჩვენი მოვალეობა, ის ხელმისაწვდომია, მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი კონკურენტები გვყავს. თუმცა, ჩვენ „იუვე“ ვართ და ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უფრო სწრაფია, …

სრულად წაკითხვა »

კორონავირუსის ეფექტი: “იუვეს” შემოსავალი წინა წელთან შედარებით 113 მილიონით შემცირდა

ტურინის „იუვენტუსის“ დირექტორთა საბჭო შეიკრიბა და 2020-2021 წლების სეზონის პირველი ნაწილის ფინანსური ანგარიში წარმოადგინა 2020 წლის 31 დეკემბრისთვის. კორონავირუსმა „ბებერმა ქალბატონზეც“ იმოქმედა და ფინანსური ზარალი უდიდესია – წინა წელთან შედარებით 113.7 მილიონი ევრო. 2019 წლის იმავე პერიოდსთვის გუნდის შემოსავლები 322.3 მილიონ ევროს უტოლდებოდა, ხოლო 20220 დეკემბერში მხოლოდ 258.3 მილიონი ევრო …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “ნაპოლის” გადადებული მატჩი სავარაუდოდ, 17 მარტს გაიმართება

ტურინის „იუვენტუსი“ „ნაპოლისთან“ სერია A-ს მესამე ტურის გამოტოვებულ შეხვედრას დიდი ალბათობით 17 მარტს გამართავს. ინფორმაციას მხოლოდ ოფიციალური დასტური აკლია. საქმე ისაა, რომ „ნაპოლი“ ევროპა ლიგიდან გავარდა და კალენდარში ეს თარიღი გათავისუფლდა. „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი კვირის სესიაში ითამაშებს (9 მარტს) და შესაბამისად, მეორე კვირის სესია (16-17 მარტი) თავისუფალი აქვს. ვინაიდან, …

სრულად წაკითხვა »

დუგლას კოშტა: “იუვენტუსში” სიამოვნებით დავბრუნდები”

მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელი დუგლას კოშტა, „იუვენტუსში“ დაბრუნებას არ გამორიცხავს. სამხრეთ ამერიკელი ტურინელებს გერმანულ გუნდში განათხოვრებული ჰყავთ და ბრაზილიელის თქმით, ტურინში სიამოვნებით დაბრუნდება. „როდესაც იტალიაში ჩავედი ძალიან კარგად მოვერგე გარემოს და გულშემატკივრები მალევე შემიყვარდა. იტალიური ენა? ჯერ კიდევ ბევრს ვსწავლობ იტალიელი მეგობრებისგან, რომლებიც მყავს. უცნაურია, მაგრამ მას შემდეგ, რაც იტალია დავტოვე, …

სრულად წაკითხვა »

მორატამ “იუვეს” ბოლო ვარჯიში გამოტოვა

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ გუნდის ბოლო ვარჯიში გამოტოვა. მიზეზი ვირუსული ინფექციაა, რომელიც მას ბოლო პერიოდში სისტემატურად აწუხებს და სრული დატვირთვით თამაშს ვერ ახერხებს. ესპანელ შემტევს დასვენება სჭირდებოდა განსაკურნებლად და ვარჯიშიც ამიტომ გამოატოვებინეს. „ვერონასთან“ თამაშს სავარაუდოდ ის უპრობმელოდ მოახერხებს, ყოველშემთხვევაში რამდენიმე წუთით მაინც შეძლებს დატვირთვას. შეგახსენებთ, რომ მორატასთვის 2021 წელს …

სრულად წაკითხვა »

დიბალა პროფესორ კუგატთან კონსულტაციისთვის ბარსელონაში გაფრინდა – პაულოს მუხლი აწუხებს

პაულო დიბალა 10 იანვარს „სასუოლოსთან“ მატჩში დაშავდა და მაშინ მისი დაბრუნების საორიენტაციო პერიოდად 20 დღე დასახელდა. თუმცა 40 დღეზე მეტი გავიდა და არგენტინელს მუხლი ისევ სტკივა. სწორედ ამიტომ, ფეხბურთელმა და ტურინული კლუბის სამედიცინო შტაბის წევრები ბარსელონაში გაფრინდნენ, პროფესორ რამონ კუგატთან კონსულტაციისთვის. ამ დროისთვის არ არის არანაირი გარანტია იმისა, როდის დაბრუნება …

სრულად წაკითხვა »