მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 235)

თეგის არქივი: იუვენტუსი

მოჯი: “ეს “იუვე” მორატის “ინტერს” ჰგავს”

ტურინის „იუვენტუსის“ შესახებ ლუჩანო მოჯიმ ისაუბრა და განაცხადა, რომ დღევანდელი „იუვე“ მასიმო მორატის „ინტერს“ ჰგავს. მოჯის აზრით, „ბებერ ქალბატონში“ ბევრი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ინდივიდუალურად და ისინი გუნდად ვერ იქცნენ. „ჩვენ მორატის „ინტერი“ გავხდით. პირლო არის ფსონი, მაგრამ მას არ აქვს ბევრი ბრალეულობა. „იუვეს“ ძალიან მნიშვნელოვანი და მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს, …

სრულად წაკითხვა »

დემირალმა კორონავირუსი დაამარცხა

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი მერიჰ დემირალი გამოჯანმრთელდა. თურქმა ფეხბურთელმა კორონავირუსი დაამარცხა და გუნდს დაუბრუნდა. დემირალი ანდრეა პირლოს განკარგულებაშია და თუ მწვრთნელი გადაწყვეტს, „ნაპოლის“ წინააღმდეგ სათამაშოდ მზადაა. დემირალს კორონავირუსი დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ჰქონდა, ის თურქეთის ნაკრებში დაინფიცირდა. კოვიდ-19-ით ინფიცირებული „იუვეს“ ორი ფეხბურთელი დარჩა – ლეონარდო ბონუჩი და ფედერიკო ბერნარდესკი.

სრულად წაკითხვა »

ანდრეა პირლოს პრესკონფერენცია “ნაპოლისთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ნაპოლისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან განაცხადა, ანდრეა ანიელისა და მასიმილიანო ალეგრის შეხვედრის შესახებ თავად პრეზიდენტისგან იცოდა და ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. „ხელმძღვანელობის მხრიდან არ არის საჭირო რაიმე საჯარო პოზიცია ალეგრისთან შეხვედრის შესახებ. პრეზიდენტმა ანიელიმ გამართხილა ამ შეხვედრის შესახებ. ისინი მეგობრები არიან. მე …

სრულად წაკითხვა »

კანავარო: “პირლოს თუ გაუშვებენ, “იუვე” მეორედ შეცდება”

ჩინური „გუანჯოუს“ მთავარმა მწვრთნელმა და ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ფაბიო კანავარომ ანდრეა პირლოს შესახებ ისაუბრა. მან ყოფილი თანაგუნდელი დაიცვა და თქვა, რომ თუ „იუვე“ მას გაათავისუფლებს, შეცდომას მეორედ დაუშვებს. „დამშვიდდით. როდესაც „იუვემ“ ანდრეა აირჩია, ძალიან კარგად იცოდნენ, რომ მას არანაირი სამწვრთნელო გამოცდილება არ ჰქონდა და ლოგიკურია, რომ მას უნდა მიეცეს …

სრულად წაკითხვა »

ბერნარდესკის კორონავირუსი დაუდასტურდა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ ფედერიკო ბერნარდესკის კორონავირუსი დაუდასტურდა და თვითიზოლაციაში გადაინაცვლა. ის გარკვეული პეიოდი გუნდს ვერ დაეხმარება. ბერნარდესკი მერიჰ დემირალისა და ლეონარდო ბონუჩის შემდეგ მესამე ინფიცირებული ფეხბურთელია, რომელიც გუნდს ამ პერიოდში გამოაკლდა. აღსანიშნავია, რომ ყველა სანაკრებო შეკრებაზე დაინფიცირდა. მეტი თვალსაჩინოებისთის, იტალიის ნაკრების სტაფის ოთხ წევრს შეკრებაზე აღმოაჩნდა ვირუსი, ხოლო აის შემდეგ …

სრულად წაკითხვა »

დი ლივიო: “ალეგრისთან წინასწარი შეთანხმება მიღწეულია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ანჯელო დი ლივიომ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც ტურინულ გრანდში მიმდინარე ურთულეს პროცესებზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, „ნაპოლისთან“ მარცხი სრული კატასტროფა იქნება და გუნდს მასიმილიანო ალეგრისთან წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეული აქვს. – შეიძლება თუ არა „იუვეს“ მწვრთნელი შეეცვალოს „ნაპოლისთან“ წაგების შემთხვევაში? – რეალობა ამბობს, რომ ეს …

სრულად წაკითხვა »

ჩალჰანოღლუ შესაძლოა “იუვენტუსში” გადავიდეს

„მილანის“ ნახევარმცველი ჰაკან ჩალჰანოღლუ შესაძლოა „იუვენტუსში“ გადავიდეს. Sky Sport-ის ინფორმაციით, თურქი ფეხბურთელი „როსონერისთან“ კონტრაქტის განახლებაზე შეთანხმებას ვერ ახერხებს. უფრო მეტიც, მოლაპარაკებები შეჩერდა და დიდი შანსია, მან „როსონერი“ ივნისში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს. გამოცემა წერს, რომ ამ შემთხვევაში ყველაზე მოსალოდნელი ვარიანტია, რომ ჰაკანი „იუვენტუსში“ გადავა და ფავორიტი იქნება მისთის ბრძოლაში. შეგახსენებთ, …

სრულად წაკითხვა »

იტალიელი ჟურნალისტი: “ელკანმა ანიელის პრეზიდენტის პოსტის დატოვება მოსთხოვა”

იტალიელი ჟურნალისტი პაოლო ბარჯიჯა სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც მან განაცხადა, სანდო წყაროებიდან იცის, რომ ჯონ ელკანმა თავის ბიძაშვილ ანდრეა ანიელის ულტიმატუმი წაუყენა. როგორც ბარჯიჯა იტყობინება, ელკანმა ანიელის მოთხოვა, რომ ან გუნდის პრეზიდენტის პოსტი დატოვოს, ან კლუბი მფლობელობაში მთლინად გადაიბაროს. იტალიელი ჟურნალისტის ვარაუდით, ამის მიუხედავად ამ ეტაპზე ტოტალური რევოლუციური ცვლილებები ნაკელბად …

სრულად წაკითხვა »

ტაკონი: “ნაპოლისთან” მატჩის წინ ვგრძნობ, რომ “იუვესთვის” კატასტროფა მოხდება”

„იუვენტუსის“ ლეგენდარულმა მეკარემ სტეფანო ტაკონიმ „იუვე“ – „ნაპოლის“ მატჩის წინ ისაუბრა და განაცხადა, რომ ტურინელებისგან ამ მატჩში კარგს არაფერს ელოდება. მან ანდრეა პირლოს არჩევანიც დაუწუნა და აღნიშნა, რომ ის შეცდა, როდესაც მწვრთნელობის წინადადება მიიღო. „იუვე“ – „ნაპოლის“ მატჩის წინ ცუდი ნიშნებია. ეს სიტუაცია მახსენებს იმ მატჩს, რომელიც 1:5 წავაგეთ „სან …

სრულად წაკითხვა »

გოსენსი: “რონალდუს მაისურის გაცვლა ვთხოვე და არც შემომხედა”

ბერგამოს “ატალანტას” ფეხბურთელმა რობინ გოსენსმა “იუვენტუსთან” ერთ-ერთი თამაშის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუსთან მომხდარი ეპიზოდი გაიხსენა. მან თქვა, რომ კრიშტიანუმ მაისურის გაცვლაზე უარი უთხრა, რის გამოც თავი დამცირებულად იგრძნო. „იუვენტუსთან“ თამაშის შემდეგ ჩემი ოცნების რეალიზებას შევეცადე, მინდოდა, რონალდუს მაისური მქონოდა. საფინალო სასტვენის შმდეგ მასთან მისვლა ვამჯობინე, ვიდრე ფანებთან ერთად ზეიმი და მათთვის …

სრულად წაკითხვა »