მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 234)

თეგის არქივი: იუვენტუსი

კიეზა: “ყველაზე მეტად სტაბილურობაში მოვუმატე”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფედერიკო კიეზამ Sky Sport-ს ინტერვიუ მისცა. მან ხაზი მიმდინარე სეზონში სტაბილურ თამაშს გაუსვა და ფიქრობს, რომ ყველაზე მეტად სწორედ ამ კომპონენტში მოუმატა. „რა თქმა უნდა, ცოტათი ყველაფერია: დაწყებული დიდ ფეხბურთელებთან თამაშით, როგორ ვარჯიშობენ ისინი, მათ გვერდით ვარჯიში და რასაც მწვრთნელი მასწავლის და მთხოვს. განსაკუთრებით „იუვეს“ მენტალიტეტი მეხმარება, …

სრულად წაკითხვა »

43 წლის ბუფონის საოცარი სტატისტიკა: “იუვეს” მთავარი მეკარე ისევ ჯიჯი უნდა იყოს

ტურინის „იუვენტუსმა“ „ნაპოლი“ 2:1 დაამარცხა და გამარჯვებაში უდიდესი წვლილი ჯანლუიჯი ბუფონმა შეიტანა. 43 წლის მეკარე ყველასთვის მოულოდნელად ძირითად შემადგენლობაში აღმოჩნდა და შესანიშნავად ითამაშა. მან მეორე ტაიმში არაერთხელ გადაარჩინა თავისი გუნდის. რაც მთავარია, ჯიჯი მთელი თამაშის განმავლობაში თანაგუნდელებს თითოეულ მოქმედებას კარნახობდა და ფაქტობრივად მოედანზე მწვრთნელი იყო. სხვათა შორის, მსგავს ჩართულობას თამაშში …

სრულად წაკითხვა »

რაბიო: “ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ „ნაპოლისთან“ (2:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ფრანგი ნახევარმცველის განცხადებით, ამ თამაშის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. „გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო. რთულ პერიოდში ვართ, მაგრამ კარგად ვითამაშეთ შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ და ორივე ტაიმი კარგად ჩავატარეთ. როდესაც გაგვიჭირდა, ერთად გამოვიარეთ მატჩის რთული მომენტები. მათ შეტევის კონსტრუქცია დაცვიდან სურდათ და …

სრულად წაკითხვა »

პარატიჩი პირლოზე, ალეგრიზე, ნახევარდაცვის გაძლიერებაზე და სხვა…

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ „ნაპოლისთან“ მატჩის შემდეგ Sky Sport-თან ისაუბრა. მან კომენტარი გააკეთა ნახევარდაცვაში ახალი ფეხბურთელების საჭიროებაზე, „ინტერთან“ ჩამორჩენაზე და მასიმილიანო ალეგრის შესაძლო დაბრუნებაზეც. „შჩესნის ზედიზედ რამდენიმე თამაში ჰქონდა ჩატარებული და „ტორინოსთან“ ბუფონს უნდა ეთამაშა, მაგრამ შემდეგ დისკვალიფიკაცია მისცეს. ამიტომ, პირლომ ვოიცეხთან ისაუბრა და ერთად გადაწყვიტეს, რომ „ნაპოლისთან“ …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “ნაპოლი”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მესამე ტურის გადადებულ მატჩში „ნაპოლი“ კრიშტიანუ რონალდუსა და პაულო დიბალას გოლებით 2:1 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით. ბუფონი 6.5 – ძალიან დამაჯერებელი იყო და დაცვას ხელმძღვანელობდა. დანილო 6.5 – ინსინიეს წინააღმდეგ თამაში ადვილი არ არის, მაგრამ მას გაუმკლავდა. დე ლიხტი 6 – კლდესავით იდგა, როდესაც …

სრულად წაკითხვა »

დანილო: “ასეთი კონცენტრაცია და დამოკიდებულება უნდა შევინარჩუნოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანილომ „ნაპოლისთან“ (2:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ბრაზილიელი მცველის თქმით, გუნდმა ის კონცენტრაცია და დამოკიდებულება უნდა შეინარჩუნოს, რაც ნეაპოლელებთან აჩვენეს. „ჩვენთვის ცნობილი იყო ამ მატჩის მნიშვნელობა. როდესაც ვიცით, რომ სირთულეები გველოდება, მზად ვართ მას გავუმკლავდეთ. ვიცით, რომ მატჩები კარგი თამაშით უნდა მოვიგოთ. ასე უნდა გავაგრძელოთ. ამ სეზონში …

სრულად წაკითხვა »

ანდრეა პირლოს კომენტარი “ნაპოლისთან” მატჩის შემდეგ

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ნაპოლისთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა ბევრი ქულა დაკარგა ისეთ მატჩებში, რომლების იოლად მოგების იმედი ჰქონდა. „ჩვენ ძალიან ბევრი ქულა დავკარგეთ, განსაკუთრებით იოლ მატჩებში. მაგრამ როდესაც ასეთი მოგების სურვილი გაქვს, სასურველ შედეგს მიაღწევ. ეს არის ის, რაც სხვა მატჩებში გვაკლდა. …

სრულად წაკითხვა »

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება და დიბალას დაბრუნება

იტალიის სერია A-ს მეოთხე ტურის გადადებული მატჩი „იუვენტუსსა“ და „ნაპოლის“ შორის, როგორც იქნა ჩატარდა, ზუსტად 6 თვის შემდეგ. ორივე გუნდი ამ თამაშს 56-56 ქულით მეოთხე-მეხუთე ადგილებზე შეხვდა და ამიტომ, შედეგზე ძალიან ბევრი იყო დამოკიდებული. გამარჯვება მესამე ადგილზე აღზევებას ნიშნავდა, მარცხი ოთხეულიდან ამოვარდნას და სიტუაციის ძალიან გაფუჭებას. ანდრეა პირლოს წაგების შემთხვევაში …

სრულად წაკითხვა »

ზიდანი: “იუვე” ჩემთვის მნიშვნელოვანი გუნდია, ვნახოთ მომავალში რა მოხდება”

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი „ლივერპულთან“ მატჩის შემდეგ Sky Sport-ის ეთერში ჩაერთო და ალესანდრო დელ პიეროს ესაუბრა. მან ტურინში დაბრუნება მომავალში არ გამორიცხა. „იტალიაც მენატრება და დელ პიეროც. იტალია ჩემს გულშია, ტურინში 5 წელი გავატარე და „იუვე“ ჩემთვის ისევ მნიშვნელოვანია. მომავალი „იუვეში“? არ ვიცი, ახლა აქ ვარ, ვნახოთ“, – …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” და “მილანმა” შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

ტურინის „იუვენტუსმა“ და „მილანმა“ შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ. იტალიური მედიის ცნობით, მხარეები ფედერიკო ბერნარდესკისა და ალესიო რომანიოლის ბარტერზე სერიოზულად ფიქრობენ. ამ ბარტერს რამდენიმე ფაქტორი ხელს უწყობს: ორივე ფეხბურთელს ერთი აგენტი ჰყავს (მინო რაიოლა), ორივეს კლუბთან კონტრაქტი 2022 წელს ეწურებათ და არცერთს ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ აქვს, შესაბამისად, მათთან ხელშეკრულების განახლება …

სრულად წაკითხვა »