მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 22)

თეგის არქივი: იუვენტუსი

არტური კვირის ბოლოს ტურინში სამედიცინო შემოწმებას გაივლის

„ბარსელონას“ ნახევარმცველი არტური ძალიან ახლოსაა „იუვენტუსთან“. Rac1-ის ინფორმაციით, მიმდინარე კვირის ბოლოს ბრაზილიელი ტურინში ჩავა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. არტური „იუვეში“ ხელფასის სახით 5.5 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო „ბარსელონაში“ მირალემ პიანიჩი გადაბარგდება. მხარეები უკვე შეთანხმებულნი არიან და როგორც ჩანს, ტრანსფერს მხოლოდ ოფიციალური დასტური აკლია. ფეხბურთელები მიმდინარე სეზონს ამჟამინდელ გუნდებში დაასრულებენ.

სრულად წაკითხვა »

არტურმა “იუვეში” გადასვლაზე თანხმობა განაცხადა

კატალონიის „ბარსელონას“ ფეხბურთელმა არტურმა ტურინის „იუვენტუსში“ ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება. შესაბამისად, ტრანსფერის წარმატებით განხორციელების შანსი კიდევ უფრო გაიზარდა. არტურის სანაცვლოდ „იუვე“ „ბარსელონას“ მირალემ პიანიჩის და 10 მილიონ ევროს დაუთმობს.

სრულად წაკითხვა »

მაურიციო სარის პრესკონფერენცია “ლეჩესთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ლეჩესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული თამაშის გარდა, სხვა საკითხებზეც ისაუბრა. „იგუაინმა გუშინ ივარჯიშა, შეგვიძლია თამაშის გარკვეულ ნაწილში დავრყდნოთ. ყველაფერი რაც მოხდა, პირად და ინდივიდუალურ დონეზე მისთვის რთული იყო, ამას ტრავმაც დაემატა, მაგრამ ახლა თამაშის სურვილი აქვს. თამაში რემზისაც შეუძლია. მცირე დროში ბევრი …

სრულად წაკითხვა »

“შენ “იუვე” ხარ” – “ინტერის” ტიფოზები გალიარდინის წინააღმდეგ

მილანის „ინტერის“ ტიფოზებმა რობერტო გალიარდინის შეუტიეს. იტალიელმა ნახევარმცველმა „სასუოლოსთან“ 2:1-ზე ცარიელ კარში ორი მეტრიდან ვერ გაიტანა და საკუთარი გუნდის ვერმოგებაში წვლილი შეიტანა. სოციალურ ქსელში გაჩნდა წარწერები – „შენ „იუვე“ ხარ! გალიარდინის ისიც გაუხსენეს, როგორ იმყოფებოდა 2017 წლის 11 აპრილს „ალიანც სთედიუმზე“ ლეონარდო სპინაცოლასთან ერთად „იუვე“ – „ბარსელონას“ მატჩის საყურებლად. შეგახსენებთ, …

სრულად წაკითხვა »

დუგლას კოშტამ “ინტერი” და “ლაციო” დატროლა

სერია A-ს 27-ე ტური „იუვენტუსისთვის“ ძალზე იღბლიანი გამოდგა. თავად მოიგო, „ინტერმა“ ფრე ითამაშა, „ლაციომ“ წააგო. შედეგად, რომაელებს 4, ხოლო მილანელებს 8 ქულით გაასწრო. დუგლას კოშტამ კი ინსტაგრამში ორივე მეტოქე დატროლა. ბრაზილიელმა ირონიული ფოტო გამოაქვეყნა, რასაც სოციალურ ქსელში ფანების დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” სავარაუდო შემადგენლობა “ლეჩესთან”

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს 28-ე ტურში რომის „ლაციოს“ უმასპინძლებს. მაურიციო სარის გუნდის სავარაუდო შემადგენლობა ასეთია: შჩესნი; კუადრადო, დე ლიხტი, ბონუჩი, მატუიდი; ბენტანკური, პიანიჩი, რაბიო; ბერნარდესკი, დიბალა, რონალდუ შეგახსენებთ, რომ „იუვე“ – „ლეჩეს“ მატჩი 26 ივნისს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” იგუაინი დაუბრუნდა

ტურინის „იუვენტუსს“ გონსალო იგუაინი დაუბრუნდა. არგენტინელმა ტრავმა მოიშუშა და „ლეჩესთან“ შეხვედრაში მაურიციო სარისთვის ხელმისაწვდომი იქნება. ჯერჯერობით „პიპიტა“ 90 წუთისთვის სათამაშოდ მზად არაა, მაგრამ შეცვლაზე თამაში შეუძლია. ბოლო ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღიათ დე ლიხტს, ბონუჩის, ბენტანკურს, დიბალას და კრიშტიანუ რონალდუს. თუმცა, საგანგაშო არაფერია და უბრალოდ დაასვენეს გადატვირთული გრაფიკის გამო. მომდევნო მატჩში …

სრულად წაკითხვა »

10 მილიონი და პიანიჩი არტურის სანაცვლოდ – ტრანსფერი მალე დაიხურება

მირალემ პიანიჩისა და არტურის ბარტერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. იტალიური მედიის ცნობით, გარიგება 30 ივნისამდე დაიხურება. ცნობილი გახდა ფინანსური დეტალებიც. „ბარსელონა“ არტურს 70 მილიონ ევროდ აფასებს, ხოლო პიანიჩის ღირებულება 60 მილიონი ევროა. ამიტომ, „იუვე“ კატალონურ გრანდს ბოსნიელ ფეხბურთელთან ერთად 10 მილიონ ევროსაც დაუთმობს და სანაცვლოდ 24 წლის სამხრეთ ამერიკელი ტურინში გადმობარგდება. თუმცა, …

სრულად წაკითხვა »

სეტიენი: “იუვეზე” ჭორები, არტურზე გავლენას ახდენს”

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა განაცხადა, რომ არტურზე „იუვენტუსის“ მიმართ გავრცელებული ხმების გავლენას ახდენს. „ჭორები „იუვენტუსის“ შესახებ რა თქმა უნდა, მასზე გავლენას ახდენს. ვეცდებით, ამ სიტუაციას თავი დავაღწიოთ. ფეხბურთლელმა კონცენტრირება თამაშზე უნდა მოახდინოს, მესმის, რომ რთულია, მაგრამ სირთულეები უნდა გადალახოს“, – თქვა სეტიენმა. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელ ნახევარმცველს „იუვეს“ აქტიურად …

სრულად წაკითხვა »

ფაქტები და სტატისტიკა “ბოლონია” – “იუვეს” მატჩიდან

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 27-ე ტურში „ბოლონია“ 2:0 დაამარცხა. გთავაზობთ ამ მატჩის შემდეგ დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკას. 43 – კრიშტიანუ რონალდუმ სერია A-ში 43-ე გოლი გაიტანა და მანუელ რუი კოშტას გადაასწრო. ახლა პორტუგალიელებში ყველაზე მეტი გოლი რონალდუს ანგარიშზეა. 13 – „იუვენტუსმა“ „ბოლონიასთან“ ბოლო 14 მატჩიდან 13 მოიგო (1 ფრე) …

სრულად წაკითხვა »