მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 21)

თეგის არქივი: იუვენტუსი

მოჯი: “იუვეს” გარეშე სერია A აზრს დაკარგავს”

ტურინის „იუვენტუსის“ შესახებ ლუჩანო მოჯიმ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თუ „ბებერ ქალბატონს“ სერია B-ში დააქვეითებენ, სერია A აზრს დაკარგავს. „როცა საქმე ეხება კაპიტალის მოგებას, „ბიანკონერიმ“ მართლაც დაარღვია წესები, მაგრამ რაც ნათქვამია, თუნდაც სერია B-ში დაქვეითებაზე, გაზვიადებულია. „იუვენტუსი“ ყველას იზიდავს, ზოგს სიძულვილით, ზოგს სიყვარულით და რომ დააქვეითონ, სერია A-ს აზრი დაეკარგება. …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “არ ვიცი, პოგბა როდის დაბრუნდება”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ფიორენტინასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. მან პოლ პოგბას დაბრუნება უახლოეს პერიოდში გამორიცხა. „ბოლოს ორი მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ. ხვალ განსხვავებული მატჩია, რადგან „ფიორენტინა“ კარგი გუნდია, რომელიც ბევრს დარბის და პრესინგს თამაშობს. ამიტომ, მოთმინების გამოვლენა დაგვჭირდება. კონცენტრირებული უნდა ვიყოთ მინი-მიზნებზე და ჩვენს წინ მყოფ გუნდებზე, რომლებიც …

სრულად წაკითხვა »

ფედერიკო კიეზა “იუვეს” იანვრის MVP გახდა

ტურინის „იუვენტუსში“ იანვრის საუკეთესო ფეხბურთელად ფედერიკო კიეზა დასახელდა. მან გულშემატკივართა გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო. კიეზას კუთვნილ პრიზს „ფიორენტინასთან“ მატჩის წინ გადასცემენ. აქვე გეტყვით, რომ ფედერიკო კიეზამ იანვარში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

სრულად წაკითხვა »

კერუბინი ანიელის: “კიეზა არ არის იმ პროფილის ფეხბურთელი, რომელიც “იუვეში” დიდხანს დარჩება”

იტალიურ მედიაში ანდრეა ანიელისა და ფედერიკო კერუბინის სატელეფონო საუბრის ჩანაწერები გამოქვეყნდა, რომელიც 2021 წლის შემოდგომით თარიღდება. ჩანაწერებში საუბარია სატრანსფერო ბაზარზე დაშვებულ შეცდომებზე და ფეხბურთელებისთვის ძალიან მაღალი ხელფასების დანიშვნაზე. ერთ-ერთ დიალოგში კი კერუბინი ამბობს, რომ ფედერიკო კიეზას შეძენაც შეცდომა იყო, რადგან ის ფულზეა ორიენტირებული და კლუბში დიდხანს არ გაჩერდება: „ფედერიკო კიეზა …

სრულად წაკითხვა »

კორვინო: “ვლაჰოვიჩს ვურჩევ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში “იუვეში” დარჩეს”

იტალიელმა სპორტულმა მენეჯერმა პანტალეო კორვინომ, რომელმაც დუშან ვლაჰოვიჩი თავის დროზე „ფიორენტინაში“ შეიძინა, სერბ ფორვარდზე ისაუბრა. მან ვლაჰოვიჩს ურჩია, რომ „იუვენტუსი“ არცერთ ვარიანტში არ დატოვოს, თუნდაც გუნდმა მომდევნო სეზონში ევროთასებზე ვერ ითამაშოს. „დუშანის შესაძლებლობის ეჭვქვეშ დაყენება არ შეიძლება. დიდებული სტატისტიკის გარდა, მასზე ნიჭიც მეტყველებს. ის სრულყოფილი ცენტრფორვარდია: ფიზიკურად ძლიერია, გოლის ალღო …

სრულად წაკითხვა »

ლოკატელი: “ლაპარაკს აზრი არ აქვს, ფეხბურთელებმა მხოლოდ თამაშზე უნდა ვიფიქროთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მანუელ ლოკატელიმ ტელეკომპანია DAZN-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც სხვადასხვა თემებზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ლაპარაკს აზრი არ აქვს დაკლებული ქულების გამო, ფეხბურთელებმა მხოლოდ მოედანზე უნდა იფიქრონ. „ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ იმ დამოკიდებულებით, რაც მანამდე გვქონდა, ეს არის საფუძველი. მწვრთნელი ყოველთვის გვეუბნება, რომ თუ დადებითი მიდგომით ვიწყებთ, ჩვენი ხარისხის …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” დავიდე ფრატეზის ტრანსფერზე მუშაობს

ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში „სასუოლოდან“ დავიდე ფრატეზის გადაბირებას ეცდება. Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, მხარეებს შორის კონტაქტი უკვე შედგა და მოლაპარაკებები დაწყებულია. ფრატეზი 23 წლის ნახევარმცველია, რომელიც კლუბის ახალ პროექტს ერგება: ახალგაზრდა იტალიელი, რომლის ანაზღაურება 1 მილიონზე ოდნავ მეტია. აღსანიშნავია, რომ ფრატეზი მასიმილიანო ალეგრის სისტემაშიც კარგად ჯდება, რადგან შეუძლია, როგორც …

სრულად წაკითხვა »

სუპერლიგის დირექტორი: “იუვენტუსი” ფეხბურთის მდგრადობაზე ზრუნავს”

სუპერლიგის გენერალურმა დირექტორმა ბერნდ რეიხარტმა „იუვენტუსისა“ და ანდრეა ანიელის შესახებ ისაუბრა. მან არ გამორიცხა, რომ ანიელიმ მომავალში სუპერლიგაში რომელიმე მაღალი პოსტი დაიკავოს. “არ ვარ შეშფოთებული „იუვეს“ მდგომარეობით. გავაგრძელებ „იუვენტუსის წარმომადგენლებთან ერთად მუშაობას კონსტრუქციულად და პროდუქტიულად. მე გავაგრძელებ მათი დაფასებას, როგორც პროექტში ერთგულ პარტნიორებს, რომლებიც ზრუნავენ ფეხბურთის მდგრადობაზე. ანდრეა ანიელის შეიძლება …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” ლოკატელი გამოისყიდა

მანუელ ლოკატელი ახლა უკვე „იუვენტუსის“ სრულფასოვანი ფეხბურთელია. „სალერნიტანასთან“ მატჩის შემდეგ „სასუოლოდან“ მისი გამოსყიდვის ვალდებულება ავტომატურად გააქტიურდა. მოგეხსენებათ, ლოკატელი აქამდე „ბებერ ქალბატონში“ იჯარით თამაშობდა, თუმცა ამიერიდან მისი კონტრაქტი ტურინულ გრანდს ეკუთვნის. მანუელ ლოკატელის სანაცვლოდ „იუვენტუსი“ „სასუოლოს“ 25 მილიონ ევროს სამი ფინანსური წლის განმავლობაში გადაუხდის, რასაც შეიძლება დაემატოს 12.5 მილიონი ბონუსების სახით …

სრულად წაკითხვა »

ანდრეა ბარძალი “იუვეზე”, ვლაჰოვიჩზე, ფაჯოლისა და მირეტიზე…

„სალერნიტანასთან“ მატჩის შემდეგ ანდრეა ბარძალიმ „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა. მან კომენტარი გააკეთა, როგორც გუნდზე, ისე დუშან ვლაჰოვიჩზე, ფაბიო მირეტისა და ნიკოლო ფაჯოლიზე. „გარდა თამაშისა, მნიშვნელოვანია როგორაა ვლაჰოვიჩი ფიზიკურად. ის კარგი გარანტიაა „იუვესთვის“, დი მარიასთან ერთად, რომელიც ამ ტემპით თამაშს თუ გააგრძელებს, მისი ყოლა ფუფუნებაა. უბრალოდ, საჭიროა სწორად მართვლა. უნდა ითქვას, რომ …

სრულად წაკითხვა »