მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 15)

თეგის არქივი: იუვენტუსი

ალექს სანდრომ “იუვეში” მე-300 მატჩი ჩაატარა – ყველა ფეხბურთელი, ვინს ამ ნიშნულს გადააბიჯა

ალექს სანდრომ „იუვენტუსში“ მე-300 მატჩი ჩაატარა, რის შედეგადაც მისი მაისური კლუბის მუზეუმში დაიდებს ბინას. ბრაზილიელი „იუვეს“ ისტორიაში სულ მესამე ლეგიონერია, რომელმაც ამ ნიშნულს უწია. მასზე წინ მხოლოდ პაველ ნედვედი (327 მატჩი) და დავიდ ტრეზეგე (320) არიან. ასე რომ, ალექს სანდროს შანსი აქვს ტურინული გრანდის ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელი ლეგიონერი …

სრულად წაკითხვა »

ბრემერი: “ცუდად დავიწყეთ, მაგრამ კარგი მატჩი ჩავატარეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ტორინოსთან“ მატჩის (4:2) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ცუდი დასაწყისის მიუხედავად კარგად ითამაშეს, მაგრამ ახლა თამაშიდან თამაშამდე უნდა იფიქრონ. „კარგი მატჩი ჩავატარეთ. ცუდად დავიწყეთ, მაგრამ კარგი რეაქცია გვქონდა. ეს მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით დერბიში. თუმცა, გასაგებია, რომ გაშვებულ გოლებში პასუხისმგებლობა ჩვენ გვაქვს. მეორე გოლზე მე ნამდვილად უკეთ …

სრულად წაკითხვა »

ფაჯოლი: “თამაშიდან თამაშამდე ვფიქრობთ და ეს ჩვენი ძალაა”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ნიკოლო ფაჯოლიმ „ტორინოსთან“ (4:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, თამაშიდან თამაშამდე ფიქრობენ, რაც ძალიან კარგია. „ორჯერ შევძელით ანგარიშის გათანაბრება რთული გუნდის წინააღმდეგ, ბედნიერები ვართ ამ ფუნდამენტური გამარჯვებით და ჩემპიონატში ასე უნდა გავაგრძელოთ. უნდა გავაუმჯობესოთ, მაგრამ მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ და გამარჯვება დავიმსახურეთ. გვინდა თამაშიდან თამაშამდე …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “მოედანზე 52 ქულა მოვიპოვეთ, ბიჭებმა კარგად ითამაშეს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ტორინოსთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გუნდმა მოედანზე 52 ქულა მოიპოვა. ალეგრი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა. „ბიჭებმა კარგად ითამაშეს, რთული გუნდის წინააღმდეგ. ორი ისეთი გოლი გავუშვით, რომელთა თავიდან აცილება შეიძლებოდა და რომელსაც როგორც წესით არ ვუშვებთ. შემდეგ კარგი რეაქცია გვქონდა და დამსახურებულად …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “ტორინო”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 24-ე ტურში ხუან კუადრადოს, დანილოს, გლეისონ ბრემერისა და ადრიენ რაბიოს გოლებით „ტორინო“ 4:2 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 6.5 – „ბიანკონერიში“ 200 მატჩი, გასაოცარი სეივი 39-ე წუთზე სანაბრიას დარტყმის შემდეგ, ვერაფერი გააკეთა პარაგვაელის მეორე დარტყმაზე რამდენიმე წუთის შემდეგ. დანილო 7 – დაცვაში საუკეთესოა, მიუხედავად …

სრულად წაკითხვა »

პოლ პოგბას დაბრუნება და მოგებული “დერბი დელა მოლე”

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 24-ე ტურში „დერბი დელა მოლეში“ „ტორინო“ 4:2 დაამარცხა და მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მასიმილიანო ალეგრის გუნდს გაუჭირდა, მაგრამ დამსახურებულად მოიგო, რადგან მეორე ტაიმში მეტოქეზე ბევრად უკეთესი იყო. თუმცა, მანამდე პირველ ტაიმში „ტორინომ“ დიდი წინააღმდეგობა გაუწია და ორჯერ უგებდა. მეორე წუთზე ანგარიში იან კარამომ გახსნა და ტურინული …

სრულად წაკითხვა »

“ნაპოლი” “იუვენტუსის” რეკორდს ემუქრება

ტურინის “იუვენტუსმა” 2013-2014 წლების სეზონში სერია A 102 ქულით მოიგო, რაც იტალიური ფეხბურთის რეკორდია. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც სერია A-ს სეზონში გუნდმა 100 ქულაზე მეტი დააგროვა და რეკორდი კონტეს “იუვეს” ეკუთვნის. მაშინ “იუვემ” 38 მატჩიდან 33 მოიგო, 3-ჯერ ფრე ითამაშა და 2-ჯერ წააგო. თუმცა, ამ რეკორდის მოხსნა მიმდინარე სეზონში “ნაპოლის” …

სრულად წაკითხვა »

ალექს სანდრო “იუვესთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ტურინის „იუვენტუსი“ ალექს სანდროს სავარაუდოდ კონტრაქტს გაუხანგრძლივებს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს. ბრაზილიელი ფეხბურთელის ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომლის თანახმად გარკვეული რაოდენობის მატჩებზე კონტრაქტის ერთი წლით განახლებაა შესაძლებელი და სწორედ ეს პუნქტი ამოქმედდება. ამრიგად, დიდი შანსია, რომ სანდრომ მომდევნო სეზონიც „იუვეში“ გაატაროს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. ისიც …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “პოგბა და კიეზა დაბრუნდნენ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ტორინოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, პოლ პოგბა განაცხადში იქნება და შეიძლება ითამაშოს კიდეც. გუნდს ასევე დაუბრუნდა ფედერიკო კიეზაც. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, განსაკუთრებით ჩვენთვის, „ბოლონიამ“ „ინტერი“ დაამარცხა და 3 ქულით გვისწრებს. უნდა გავაგრძელოთ ჩემპიონატში ქულების დაგროვება, რომელიც ამ დროისთვის არის …

სრულად წაკითხვა »

დი მარია ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ევროპა ლიგის პლეი-ოფის ეტაპის კვირის საუკეთესო მოთამაშედ „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ანხელ დი მარია დასახელდა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან არგენტინელმა ფეხბურთელმა „ნანტის“ წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა, ჰეთ-თრიქი შეასრულა და თავის გუნდს 3:0 მოაგებინა. ანხელმა ფლორიან ვირტცს, ანატოლი ტრუბინსა და იოსიპ ირანოვიჩს აჯობა. გარდა ამისა, კვირის საუკეთესო გოლის ავტორიც დი მარია გახდა. მან ფრანგული …

სრულად წაკითხვა »