მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 145)

თეგის არქივი: იუვენტუსი

“იუვენტუსი” ზაფხულში ნიკოლო ძანიოლოს გადაბირებას აპირებს

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, მაგრამ „იუვენტუსი“ უკვე მომავალზე და ზაფხულის გეგმებზე ფიქრობს. რომეო აგრესტის ინფორმაციით, ტურინული გრანდი სერიოზულად აკვირდება „რომას“ ფეხბურთელის ნიკოლო ძანიოლოს ირგვლივ მიმდინარე პროცესებით. „ჯალოროსის“ სპორტულმა დირექტორმა გუშინ თქვა, რომ მას და არც არავის შეუძლია გარანტიის გაცემა, რომ ძანიოლო მომდევნო სეზონსაც „რომაში“ გაატარებს. აგრესტის ცნობით კი, „იუვენტუსი“ იტალიელი …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსის” ვარჯიში [VIDEO]

ტურინის „იუვენტუსი“ ორდღიანი პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა და ვარჯიშები განახლდა. „ბებერი ქალბატონის“ რიგებში პირველად ივარჯიშა შვეიცარიელმა ნახევარმცველმა დენის ზაკარიამ. საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ ფედერიკო ბერნარდესკის, ლეონარდო ბონუჩის, ლუკა პელეგრინის და ალვარო მორატას. მათ მცირე დაზიანებები აღენიშნებათ და დაისვენეს. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ უახლოეს მატჩს 6 თებერვალს, საკუთარ მოედანზე „ვერონასთან“ გამართავს.

სრულად წაკითხვა »

ვლაჰოვიჩი: “მინდა “იუვესთან” ერთად გავიმარჯვო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ”

ტურინის „იუვენტუსმა“ მედიის წინაშე სერბი თავდამსხმელი დუშან ვლაჰოვიჩი წარადგინა. როგორც 22 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, მისთვის „იუვეში“ გადასვლა ძალიან მარტივი არჩევანი იყო. „აღფრთოვანებული და ამაყი ვარ, რომ ისეთ დიდებულ კლუბთან გავაფორმე კონტრაქტი, როგორიც „იუვეა“. მზად ვარ, მაქსიმუმი გავაკეთო. მადლობას ვუხდი პრეზიდენტს და ყველა იმ ადამიანს, ვინც აქ მომიყვანა. „იუვე“ ადვილი არჩევანი …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: აარონ რემზიმ “იუვენტუსი” დატოვა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი აარონ რემზი „გლაზგო რეინჯერსში“ გადავიდა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. 31 წლის უელსელი ფეხბურთელი შოტლანდიურ გრანდს მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა. რემზის „იუვესთან“ კონტრაქტი ჯერ კიდევ, 2023-წლამდე აკავშირებს, მაგრამ ზაფხულში მისი დაბრუნება პრაქტიკულად გამორიცხულია და „რეინჯერსი“ თუ არ გამოისყიდის, სხვა კლუბში მოუწევს წასვლა. აარონ რემზი „იუვეში“ 2019 წლიდან თამაშობდა …

სრულად წაკითხვა »

ბენტანკური: “ყოველთვის მადლიერი ვიქნები ამ ლამაზი წლებისთვის”

ტურინის „იუვენტუსს“ როდრიგო ბენტანკური ემოციური წერილით დაემშვიდობა. როგორც მან ინსტაგრამში დაწერა, ყოველთვის მადლიერი იქნება ამ კლუბის და ფანებსაც მადლობა გადაუხადა. „ამ კლუბმა საშუალება მომცა ძალიან პატარა ასაკში ევროპაში ჩავსულიყავი, მეთამაშა ისეთ მნიშვნელოვან ჩემპიონატში, როგორიც იტალიაა, მაგრამ პირველ რიგში ჩამეცვა ისტორიული და პრესტიჟული მაისური. ეს ჩემთვის პატივი იყო და ყოველთვის მადლიერი …

სრულად წაკითხვა »

ალექს სანდროს კორონავირუსი დაუდასტურდა

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ალექს სანდრო კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაცია ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ გაავრცელა. საქმე ისაა, რომ ალექს სანდრო სანაკრებო შეკრებაზეა და ბრაზილიაში იმყოფება, ამდენად „იუვეს“ სხვა ფებხურთელებთან ბოლო დღეებში კონტაქტი არ ჰქონია. სამხრეთამერიკელი გამოჯანმრთელებამდე კარანტინში დარჩება. ალექს სანდროს „ვერონასთან“ 6 თებერვალს გასამართი მატჩის გამოტოვება მოუწევს, შემდეგ კი სავარაუდოდ გუნდს დაუბრუნდება.

სრულად წაკითხვა »

ზაკარია: “იუვეს” ჩემი სახით მებრძოლი ფეხბურთელი შეუერთდა, რომელიც ყველაფერს გაიღებს”

ტურინის „იუვენტუსის“ ტელევიზიასთან დენის ზაკარიამ პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც 25 წლის შვეიცარიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, ამ კლუბში გადასვლა მისთვის დიდი პატივი და ყველაფერს გააკეთებს, რომ გუნდს წარმატების მიღწევაში დაეხმაროს. „იუვენტუსთან“ კონტრაქტის გაფორმება ჩემთვის განსაკუთრებული მოვლენაა. ეს ჯერ კიდევ არ მაქვს გაცნობიერებული. შესანიშნავი კლუბია, ჩემთვის დიდი პატივია და ვამაყობ, რომ მისი ნაწილი …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: დენის ზაკარია “იუვენტუსის” ფეხბურთელია

ტურინის „იუვენტუსმა“ დენის ზაკარიას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. შვეიცარიელმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კონტრაქტს ხელი მოაწერა. ზაკარია „იუვეში“ 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება, სეზონში მისი ხელფასი 3 მილიონი ევრო იქნება და 28-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. 25 წლის ფეხბურთელი „გლადბახში“ 2017 წლიდან თამაშობდა და 146 მატჩში 11 გოლი გაიტანა. მანამდე ის ჟენევის …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: დეიან კულუშევსკიმ “იუვენტუსი” დატოვა

ტურინის „იუვენტუსი“ დეიან კულუშევსკიმ დატოვა. „ბებერი ქალბატონის“ ვებგვერდმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. შვედი ფეხბურთელი ლონდონის „ტოტენჰემს“ 18-თვიანი იჯარით შეუერთდა, რომლის საფასური 10 მილიონი ევროა, ხოლო ინგლისელებს მისი გამოსყიდვა 25 მილიონ ევროდ შეეძლებათ (პლუს 5 მილიონი ბონუსი). დეიან კულუშევსკი „იუვენტუსში“ 2020 წლიდან თამაშობდა და 74 მატჩში 9 გოლი და 10 საგოლე პასი …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: როდრიგო ბენტანკურმა “იუვენტუსი” დატოვა

ტურინის „იუვენტუსმა“ როდრიგო ბენტანკურის „ტოტენჰემში“ ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ურუგვაელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ინგლისელებმა 19 მილიონი ევრო გაიღეს, რასაც 6 მილიონი ევრო ბონუსად დაემატება. ბენტანკური „იუვენტუსში“ 2017 წლიდან თამაშობდა და 181 მატჩში 3 გოლი და 17 საგოლე გადაცემა მიითვალა. მან 3-ჯერ მოიგო სკუდეტო, 3-ჯერ იტალიის სუპერთასი და 2-ჯერ იტალიის თასი. აღსანიშნავია, რომ …

სრულად წაკითხვა »