მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 143)

თეგის არქივი: იუვენტუსი

მორატა: “ის ენერგია დავიბრუნეთ, რომელიც გვაკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ალვარო მორატამ „ვერონასთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ესპანელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, კლუბმა და მწვრთნელმა მას ნდობა გამოუცხადეს და ეს მისთვის ფუნდამენტურია. „ბედნიერი დღევანდელი თამაშით, ვიპოვეთ ის შეგრძნება და ენერგია, რომელიც ცოტა გვაკლდა. მწვრთნელმა და კლუბმა მაგრძნობინა მათი ნდობა და ვფიქრობ, ეს ფუნდამენტურია, ასევე ძალიან გამიხარდა გულშემატკივართა მხარდაჭერა. …

სრულად წაკითხვა »

ვლაჰოვიჩი: “მინდა, ყველა ასპექტში მოვუმატო”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა და მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც სერბმა ფეხბურთელმა აღნიშნა, მას ყველა კომპონენტში მომატება სურს და მიზნად მხოლოდ გოლების გატანას არ ისახავს. „ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ მატჩის მოგება, რადგან შესვენების შემდეგ ყოველთვის რთულია თამაში, თუნდაც მენტალურად. სწორი მიდგომა გვქონდა და საბოლოოდ მოვახერხეთ, …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ვერონასთან“ (2:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, კლუბის ხელმძღვანელობამ სატრანსფერო ბაზარზე ძალიან კარგად იმუშავა. „კლუბის ხელმძღვანელობამ კარგად ითამაშა, რადგან სამივე ახალწვეულმა გაიტანა, გატიმ „ფროზინონეში“. მძიმე მატჩი იყო, რადგან „ვერონა“ ბევრს დარბის. კარგი მიდგომა გვქონდა და ყველა ძალიან მონდომებული იყო, ყველამ აჩვენა გუნდისთვის …

სრულად წაკითხვა »

3 ქულა დებიუტანტების გოლებით: “იუვენტუსი” მე-4 ადგილზე აღზევდა

დუშან ვლაჰოვიჩისა და დენის ზაკარიას ტურინული თავგადასავალი ძალიან კარგად დაიწყო – გოლებით. სადებიუტო მატჩი სერბმაც გაიტანა და შვეიცარიელმაც. ვლაჰოვიჩს ანგარიშის გახსნა დასაწყიშივე შეეძლო, მაგრამ შორეული დარტყმა მონტიპომ აუღო, მაგრამ მე-13 წუთზე მან ბურთი მაინც გადაგზავნა მეტოქის კარში. პაულო დიბალას შესანიშნავი პასით სერბი მეკარესთან პირისპირ დარჩა, რომელსაც თავზე გადაუგდო ბურთი და …

სრულად წაკითხვა »

დუშან ვლაჰოვიჩის სადებიუტო გოლი “იუვეში” [VIDEO]

დუშან ვლაჰოვიჩმა “იუვენტუსში” სადებიუტო მატჩში მოახერხა გოლის გატანა. მან “ვერონას” კარი პაულო დიბალას გადაცემის შემდეგ დალაშქრა და ანგარიში გახსნა. Gol mü, zeminden kayış mı daha temiz çözemedim. Vlahovic pic.twitter.com/jDAGyxpVev — Hatem #Muslera (@HatemBel2) February 6, 2022

სრულად წაკითხვა »

მიხაილოვიჩი: “კიელინი და ბონუჩი ვლაჰოვიჩს “იუვეში” ქცევის წესებს ასწავლიან”

„ბოლონიას“ მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა პრესკონფერენციაზე მიტჩელ დიკსის რთულ პერიოდზე ისაუბრა და მაგალითად, „იუვენტუსი“ მოიყვანა. როგორც მან აღნიშნა, ყველა ნორმალურ გუნდში გამოცდილი ფეხბურთელები ახალგაზრდებს ქცევის წესებს ასწავლიან. „გუნდის ჯგუფის კულტურა გამოიხატება ღირებულებებით და ქცევით. მე ყოველთვის ველი, რომ ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელები მისცემენ მაგალითს და ახალგაზრდა და ახალწვეულ ფეხბურთელებს ასწავლიან რა …

სრულად წაკითხვა »

დავიდსი: “მომწონს ვლაჰოვიჩი, მაგრამ “იუვეში” თამაში რთულია, ეს არ არის “ფიორენტინა”

ვეტერანმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა ედგარ დავიდსმა ტურინის „იუვენტუსში“ დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, „იუვეში“ თამაში უფრო საპასუხისმგებლოა, ვიდრე „ფიორენტინაში“ და ვლაჰოვიჩის შეცდომების დაშვების უფლება არ აქვს. „მომწონს ეს სერბი, მაგრამ „იუვენტუსის“ მაისური მძიმეა და არ არის „ფიორენტინას“ მსგავსი. ახლა ვნახავთ, რა ღირს ის, როგორც ფეხბურთელი. „იუვენტუსში“ შეცდომებს ვერ …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ძლიერი შემადგენლობა მყავდა, მაგრამ ახლა უფრო ძლიერი გახდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ვერონასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. მან დიდი დრო დაუთმო ახალწვეულებზე, დუშან ვლაჰოვიჩსა და დენის ზაკარიაზე საუბარს: „კლუბმა სატრანსფერო ბაზარზე შესანიშნავად იმუშავა, ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი მოვიდა. დუშანმა ბევრი გოლი გაიტანა, მას აქვს ისეთი მახასიათებლები, რაც გუნდს არ ჰქონდა. ჰოლანდთან ერთად, ის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრფორვარდია თანამედროვე …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” სავარაუდო შემადგენლობა “ვერონასთან”

ტურინის “იუვენტუსი” სერია A-ს 24-ე ტურში “ვერონას” უმასპინძლებს. მასიმილიანო ალეგრის გუნდის მიმართ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურობის გამო ახლა გაორმაგებული ყურადღებაა. იტალიური მედია ვარაუდობს, რომ ორივე ახალწვეული, დუშან ვლაჰოვიჩი და დენის ზაკარია ძირითად შემადგენლობაში იქნებიან. “იუვეს” ნახევარდაცვაში მანუელ ლოკატელი დააკლდება, რომელიც დისკვალიფიცირებულია, ვესტონ მაკკენი კი სანაკრებო პაუზის შემდეგ აშშ-დან იტალიაში …

სრულად წაკითხვა »

კაპელო: “ალეგრიმ შეიძლება მორატა მანჯუკიჩის სტილში გამოიყენოს”

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ დუშან ვლაჰოვიჩსა და „იუვენტუსზე“ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, შეიძლება მასიმილიანო ალეგრიმ ალვარო მორატა ისე გამოიყენოს, როგორც თავის დროზე მარიო მანჯუკიჩს იყენებდა. „ვლაჰოვიჩი იბრაჰიმოვიჩს ჰგავს, მაგრამ ზლატანი, როდესაც „იუვეში“ ვიყიდეთ, ფსონი იყო, ის არ მოსულა როგორც ძირითადის წევრი, მასზე წინ ტრეზეგე და დელ პიერო იყვნენ. ვინ …

სრულად წაკითხვა »