მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 12)

თეგის არქივი: იუვენტუსი

დი მარიას, კიეზას და ალექს სანდროს სამედიცინო შემოწმების შედეგები ცნობილია

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელებს, ანხელ დი მარიას, ფედერიკო კიეზასა და ალექს სანდროს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა. სამივე მოთამაშემ სხვადასხვა სახის დაზიანებები „ფრაიბურგთან“ შეხვედრაში მიიღო. ალექს სანდროს ტრავმა დადასტურდა. ბრაზილიელი გუნდს მხოლოდ აპრილში, სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება. კიეზას და დი მარიას ტრავმები არ დადასტურდა. თუმცა, ორივე ფეხბურთელი სიფრთხილის მიზნით „სამპდორიასთან“ სავარაუდოდ, დაისვენებს. თანაც, …

სრულად წაკითხვა »

ანხელ დი მარია “იუვეში” თებერვლის MVP გახდა

ტურინის „იუვენტუსის“ თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად ანხელ დი მარია დასახელდა. არგენტინელმა ფეხბურთელმა თებერვალში „იუვეში“ ყველა ტურნირზე 6 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის გატანა მოახერხა. დი მარიას ეს პრიზი „იუვეში“ პირველად ერგო. ანხელს 12 მარტს, გენუის „სამპდორიასთან“ მატჩის წინ დააჯილდოებენ.

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “საგოლე მომენტების რეალიზაცია უნდა გავაუმჯობესოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ფრაიბურგთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, გუნდმა კარგად ითამაშა, მაგრამ საგოლე მომენტების რეალიზების მხრივ უნდა მოუმატოს. „კიეზამ ტკივილი იგრძნო, ახლა საერთოდ არაფერი ვიცით მის მდგომარეობაზე, სიტუაცია უნდა შეფასდეს, ყველას იმედი გვაქვს, რომ სერიოზული არაფერია. ბევრი მოთამაშე გვყავს ტრავმირებული, მაგრამ ჯანმრთელად არიან …

სრულად წაკითხვა »

დანილო: “როცა ერთიანები ვართ, ჩვენი დამარცხება ძნელია”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანილომ „ფრაიბურგთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ყველამ ერთმანეთისთვის უნდა ითამაშოს, რადგან გუნდი ერთად იმარჯვებს და ერთად მარცხდება. „მადლობა კაპიტანო (მიმართავს დელ პიეროს – რედ) სასიამოვნო სიტყვებისთვის. მე ყოველთვის ვცდილობ ჩემი საქმე გავაკეთო და დავეხმარო ბიჭებს, რომლებიც ჩემზე ნაკლებად გამოცდილები არიან. ძალიან ბედნიერი ვარ …

სრულად წაკითხვა »

დელ პიერო: “დი მარია შესანიშნავი იყო, კოსტიჩის პასი კი ფენომენალური”

ტურინის „იუვენტუსისა“ და „ფრაიბურგის“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი ალესანდრო დელ პიერომ გააკეთა. მან ტურინელთა გოლზე ილაპარაკა, შეაქო, როგორც ანხელ დი მარია, ისე ფილიპ კოსტიჩი. „საბოლოოდ, დი მარია, არა მხოლოდ გოლისთვის, არამედ თამაშით აჩვენებს, რომ საუკეთესოა. შესანიშნავი გოლი გაიტანა, მაგრამ კოსტიჩის ჩაწოდებაც ფენომენალური იყო. ეს ძალიან ზუსტი პასი იყო. არ მინდა …

სრულად წაკითხვა »

დი მარია: “აქ ბედნიერი ვარ, ხალხიც ჩემით ბედნიერია, კონტრაქტზე ვსაუბრობთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ანხელ დი მარიამ „ფრაიბურგთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ტურინში ბედნიერია და კლუბთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, მაგრამ ჯერ არ იცის, რა მოხდება. „დიახ, ბოლოს ტკივილი მქონდა, მაგრამ ნორმალურია დაღლილობა, ბევრ მატჩს ვთამაშობთ, თუმცა, ვფიქრობ, მთავარია ვიმუშაოთ, ვითამაშოთ კარგად და მოვიგოთ, რაც დღეს გავაკეთეთ. …

სრულად წაკითხვა »

ვეტერანი მსაჯი: “რაბიოს გოლი უნდა ჩათვლილიყო”

ვეტერანმა მსაჯმა ლუკა მარელიმ „იუვენტუსისა“ და „ფრაიბურგის“ მატჩში საკამათო ეპიზოდები გაარჩია. მან თქვა, რომ გერმანელთა გოლი სამართლიანად გაუქმდა, ხოლო „იუვეს“ გოლი პირველ ტაიმში მსაჯს უნდა ჩაეთვალა. „ფრაიბურგის“ გოლი? უდავოა, რომ პასი ხელით თამაშით გაკეთდა და სამართლიანად არ ჩაითვალა. დაცვაში ეს ჯარიმა არ იქნებოდა, მაგრამ შეტევაში ასეთი ხელი ჯარიმაა. პირველ ტაიმში …

სრულად წაკითხვა »

ლოკატელი: “მეტი გოლი უნდა გაგვეტანა, მაგრამ კარგად ვითამაშეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მანუელ ლოკატელიმ „ფრაიბურგთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, კარგად ითამაშეს და მეტი გოლი უნდა გაეტანათ, მაგრამ სტუმრად ეცდებიან, რომ მომდევნო ეტაპის საგზური გაიფორმონ. „შესანიშნავად ვითამაშეთ, გასაგებია, რომ უფრო მეტი გოლი უნდა გაგვეტანა, მაგრამ ვიცით, რომ იქ უნდა წავიდეთ და ჭკვიანურად ვითამაშოთ, ვიცით, რომ ეს …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “ფრაიბურგი”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ ევროპა ლიგის მერვედფინალში შინ „ფრაიბურგი“ 1:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით. შჩესნი 6 – მისთვის მშვიდი საღამო იყო. დანილო 6.5 – ყოველთვის ან თითქმის, საუკეთესოა. ინტენსივობისა და დამოკიდებულების თვალსაზრისით, ასევე ეფექტურობის გამო, თუმცა, გერმანელთა გაუქმებულ გოლზე შეცდა. ბრემერი 6.5 – მარჯვენა მცველის პოზიციაზე უფრო მშვიდად ითამაშა. ალექს …

სრულად წაკითხვა »

დი მარიამ “იუვეს” “ფრაიბურგთან” პირველი რაუნდი მოაგებინა

ტურინის „იუვენტუსმა“ ევროპა ლიგის მერვედფინალში „ფრაიბურგი“ დაამარცხა, თუმცა, ეს არ არის უპირატესობა, რომელიც საპასუხო თამაშში მშვიდად ყოფნის საშუალებას მისცემს. მოედანზე კი მასიმილიანო ალეგრის გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა: 18 დარტყმა ერთის წინააღმდეგ! პირველ ტაიმში საერთოდაც, გერმანელებს არ დაურტყამთ. სამაგიეროდ, „იუვემ“ ბევრი საგოლე შანსი გაანიავა. მეორე ტაიმის სტარტზე კი ფილიპ კოსტიჩის ჩაწოდების …

სრულად წაკითხვა »