მთავარი / თეგის არქივი: იტალიის სუპერთასი (გვერდი 5)

თეგის არქივი: იტალიის სუპერთასი

სუპერთასი მუზეუმში კიელინიმ მოათავსა

„იუვენტუსის“ მუზეუმს კიდევ ერთი თასი შეემატა – იტალიის სუპერთასი. მორიგი ტიტული მუზეუმში გუნდის კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ მიიტანა და კომენტარიც გააკეთა: „ბედნიერები ვართ, რომ წელი სუპერთასის მოგებით დავიწყეთ. ჩვენი მიზანია გამარჯვებები გავაგრძელოთ და ამავდროულად კმაყოფილები ვართ ამ ტიტულის მოგებით, რომელიც დავიმსახურეთ. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, რომ ჩვენს მუზეუმს კიდევ ერთი თასი …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “მილანი”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ „მილანი“ საუდის არაბეთში დაამარცხა და იტალიის სუპერთასი მოიგო. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Tuttosport-ის ვერსიით: შჩესნი 6.5 – 24-ე წუთზე კარიდან ცუდად გამოვიდა, თუმცა პირველი ტაიმის ბოლოს შეცდომა გამოასწორა და ჩალჰანოღლუს რთული დარტყმა გაანეიტრალა. კანსელუ 7 – ეს პირველი თამაში იყო 14 დეკემბერს გაკეთებული ოპერაციის შემდეგ. მიუხედავად ამისა, მაღალ დონეზე …

სრულად წაკითხვა »

“არ მახსოვდა რამდენად ემოციური იყო ქომაგობა” – კლაუდიო მარკიზიოს მილოცვა

კლაუდიო მარკიზიომ „იუვენტუსს“ იტალიის სუპერთასის მოგება სოციალური ქსელის მეშვეობით მიულოცა. მიუხედავად იმისა, რომ „პრინცი“ ტურინელთა რიგებში აღარ თამაშობს, გუნდის ქომაგობას დაუფარავად და გულწრფელად აგრძელებს… „სუპერთასი (მერვე!) შავ-თეთრი მაისურის ფონზე! არ მახსოვდა, რამდენად ემოციური იყო შავ-თეთრების ქომაგობა. გილოცავთ ბიჭებო! #Finoallafine”, – დაწერა სოციალურ ქსელში მარკიზიომ. აღსანიშნავია, რომ კლაუდიომ ინსტაგრამზე მირალემ პიანიჩის …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “რონალდუ სწორედ ამიტომ ვიყიდეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ იტალიის სუპერთასის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა და შეგირდები შეაქო. „ძალიან ბედნიერი ვარ და ყველას ვულოცავ. ბიჭები თამაშს საუკეთესოდ მიუდგნენ, თამაში თავიდანვე მაღალი ტემპით დაიწყო და სანახაობრივი იყო. თანაც, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს იყო მხოლოდ მეორე თამაში პაუზის შემდეგ. …

სრულად წაკითხვა »

შჩესნი: “იმედია, წელს ბოლო ტიტული არ იქნება”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ვოიცეხ შჩესნი მიიჩნევს, რომ „იუვენტუსმა“ „მილანთან“ გამარჯვება დაიმსახურა. პოლონელი კიპერი იმედს გამოთქვამს, რომ ეს მიმდინარე სეზონში ბოლო ტიტული არ იქნება. „იმედია, ეს ბოლო ტიტული არ იქნება მიმდინარე სეზონში. 2019 წელი კარგად დავიწყეთ, იტალიის თასის მეოთხედფინალში გასვლის შემდეგ კიდევ ერთი გამარჯვება მოვიპოვეთ. მთელი თამაში ვდომინირებდით და გამარჯვება დავიმსახურეთ. …

სრულად წაკითხვა »

მატუიდი: “წლის კარგად დაწყება მნიშვნელოვანი იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ბლეზ მატუიდიმ იტალიის სუპერთასის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ფრანგი ფეხბურთელის გნაცხადებით, წლის წარმატებით დაწყება მნიშვნელოვანი გახლდათ. „წლის კარგად დაწყება მნიშვნელოვანი იყო. შესანიშნავი თამაში ჩავატარეთ, ადვილი არ იყო ასეთ სიცხეში თამაში. მაგრამ, ნამდვილად ბედნიერები ვართ, რომ ტიტული მოვიგეთ. „მილანმა“ შიშის გარეშე ითამაშა და კარგი მატჩი ჩაატარა. სასიხარულოა, რომ …

სრულად წაკითხვა »

კრიშტიანუ: “ეს გოლი ეძღვნება ყველას, ვისაც “იუვენტუსი” და რონალდუ უყვარს”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ იტალიაში პირველი ტიტული მოიგო. იტალიის სუპერთასზე „მილანთან“ (1:0) მოგებულ შეხვედრაში გამარჯვების გოლი სწორედ პორტუგალიელმა გაიტანა. ნამატჩევს რონალდუმ Rai Sport-თან კომენტარი გააკეთა: „ეს იყო რთული თამაში, განსაკუთრებით ცხელი კლიმატის გამო. თუმცა, ჩვენ კარგად ვითამაშეთ, შევქმენით ბევრი საგოლე მომენტი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გადამწყვეტი გოლი გავიტანე. …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” 2019 წელი ტიტულით დაიწყო

ტურინის „იუვენტუსმა“ 2019 წელი ტიტულით დაიწყო. იტალიის 2018 წლის სუპერთასი მასიმილიანო ალეგრის გუნდმა მოიგო და სატიტულო შეხვედრაში „მილანი“ დაამარცხა – 1:0. შეხვედრა დაძაბული, მაგრამ ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა. მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 61-ე წუთზე გავიდა. მირალემ პიანიჩის გადაცემის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუმ თავით მოახერხა გატანა და როგორც გაირკვა, ეს გამარჯვების …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “მილანი”: სავარაუდო შემადგენლობები

ტურინის „იუვენტუსი“ დღეს, იტალიის სუპერთასზე „მილანს“ დაუპირისპირდება. შეხვედრას საუდის არაბეთის ქალაქი, ჯიდა უმასპინძლებს. მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, Tuttosport-ის ვერსიით, გუნდების სავარაუდო შემადგენლობა ასეთია: „იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კანსელუ, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; ხედირა, პიანიჩი, მატუიდი; დუგლას კოშტა, რონალდუ, დიბალა „მილანი“ (4-3-3): დონარუმა; კალაბრია, ძაპატა, რომანიოლი, როდრიგესი; კესი, ბაკაიოკო, პაკეტა; კასტილიეხო, იგუაინი, …

სრულად წაკითხვა »

ალეგრისა და კიელინის პრესკონფერენცია იტალიის სუპერთასამდე

იტალიის სუპერთასის მატჩამდე ერთი დღით ადრე, მასიმილიანო ალეგრიმ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა „მილანთან“ მატჩამდე მედიის წარმომადგენლების კითხვებს პასუხები გასცა. გუნდის კონდიცია მანჯუკიჩის ადგილზე დუგლას კოშტა ან ბერნარდესკი ითამაშებს, ხოლო რონალდუ და დიბალა მოედანზე ნამდვილად იქნებიან. თამაშის დროს ერთ-ერთი ცვლილება შესაძლოა იყოს კინის გამოჩენა. კანსელუ კარგადაა, ისევე, როგორც ყველა დანარჩენი ნახევარმცველი. …

სრულად წაკითხვა »