მთავარი / თეგის არქივი: ინტერი (გვერდი 3)

თეგის არქივი: ინტერი

ლო მონაკო: “იმავე საკითხზე, რაზეც “იუვეს” ქულები დააკლეს, “მილანი” და “ინტერი” ადრე არ დასაჯეს”

„პალერმოსა“ და „კატანიას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა პიეტრო ლო მონაკომ „იუვენტუსის“ გარშემო მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, კაპიტალური მოგება ფეხბურთში ყოველთვის არსებობდა და აქამდე არავინ დაუსჯიათ, მათ შორის „მილანი“ და „ინტერი“, რომლებიც მიმდინარე წლის დასაწყისში ზუსტად იგივე შემთხვევაში არავის დაუსჯია. „კაპიტალური მოგება ფეხბურთში ყოველთვის არსებობდა. თვალყურს ვადევნებ „იუვეს“ გარშემო მიმდინარე …

სრულად წაკითხვა »

საინტერესო ფაქტები “იუვე” – “ინტერის” მატჩიდან

ტურინის „იუვენტუსმა“ „ინტერი“ ადრიენ რაბიოსა და ნიკოლო ფაჯოლის გოლებით 2:0 დაამარცხა. გთავაზობთ ამ მატჩში დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებსა და დეტალებს. „იუვენტუსმა“ სერია A-ს ზედიზედ ოთხ მატჩში კარის მშრალად შენახვა 2018 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად მოახერხა (მაშინ მიჯრით 6 მატჩში გააკეთა იგივე). ნიკოლო ფაჯოლი „იუვენტუსის“ რიგით მესამე ყველაზე ახალგაზრდა (21 წლის 267 …

სრულად წაკითხვა »

ბრემერი: “3 მცველით უკეთ ვთამაშობთ”

ტურინის მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ბრაზილიელმა მცველმა აღნიშნა, გუნდმა მნიშვნელოვანი თამაში მოიგო და 3-მცველიანი სქემაც ამ შემადგენლობიდან გამომდინარე იდეალური ტაქტიკური მონახაზია. „მნიშვნელოვანი თამაში იყო, რთულ კვირაში. ტრავმა ახლახან მოვირჩინე, სიცხეც მქონდა და ჩემი თამაში საეჭვო იყო. მწვრთნელს ვუთხარი, რომ თამაში მინდოდა, დაცვაში კარგად ვითამაშეთ …

სრულად წაკითხვა »

რაბიო: “გუნდში ერთიანობაა და ვიზრდებით”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ „ინტერთან“ გამარჯვების (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, გუნდი იზრდება და ერთიანია. ფრანგი ფეხბურთელის განცხადებით, ის თავს გუნდის ლიდერადაც მიიჩნევს. „შესანიშნავად ვითამაშეთ, დავამტკიცეთ, რომ მონდომება არ გვაკლია. ბოლოს, როცა ყველა ერთმანეთს ჩავეხუტეთ, ჩანს მთელი სურვილი და ენერგია, რომელიც გასახდელშია. ყველანი ერთად ვართ, გარკვეული სირთულეები …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ნაპოლი” 10 ქულით წინაა? პაუზის შემდეგ ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ინტერთან“ გამარჯვების (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, მაგრამ ყველა პრობლემა არ მოგვარებულა და გუნდმა მომდევნო ორ მატჩზე უნდა იფიქროს. „რაბიო დიდ ფეხბურთელად მიმაჩნია, რომელიც ახლა მომწიფების ასაკშია, მან დღეს შესანიშნავად ითამაშა. როცა მთელი გუნდი ერთად, ერთმანეთისთვის იბრძვის, …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “ინტერი”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ში მე-13 ტურში ადრიენ რაბიოსა და ნიკოლო ფაჯოლის გოლებით 2:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 7 – მისთვის საბედნიეროდ, „ნერაძური“ ბურთს სამიზნეში იშვიათად არტყამდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. გადამწყვეტი იყო მეორე ტაიმის დასაწყისში ჩალჰანოღლუს წინააღმდეგ და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დარტყმა 75-ე წუთზე …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ინტერთან” არც გადამწყვეტი და არც გარდამტეხი თამაშია”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ინტერთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, ეს არც გადამწყვეტი და არც გარდამტეხი თამაშია. „მნიშვნელოვანი მატჩია, მნიშვნელოვანია, რადგან „დერბი დ’იტალიაა, „იუვე“ – „ინტერი“, შესაბამისად, ძალიან მგრძნობიარე თამაშია და მასში მონაწილეობის მიღება მშვენიერია. ბრემერი და დი მარია დაგვიბრუნდნენ, ვლაჰოვიჩზე ეჭვი ჯერ კიდევ მაქვს. დილით …

სრულად წაკითხვა »

ლუჩანო მოჯი: “ინტერმა” ბოლო ტიტულები ყოფილი იუვენტინოების წყალობით მოიგო”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ განაცხადა, რომ „ინტერმა“ ბოლო წლებში წარმატებას იუვენტინოების, ჯუზეპე მაროტასა და ანტონიო კონტეს წყალობით მიაღწია. მან ასევე „ინტერის“ ფანებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ისინი გამუდმებით წუწუნებენ. „ინტერმა“ ბოლო ორი წლის განმავლობაში რაღაც მოიგო, მაგრამ ყოფილი ორი იუვენტინოს წყალობით – კონტესა და მაროტასი, რომლებმაც იციან, …

სრულად წაკითხვა »

ბასტონი: “ამ სეზონში იუვე” ყველაზე სახიფათო მეტოქე იქნება”

მილანის „ინტერის“ ცენტრალურმა მცველმა ალესანდრო ბასტონიმ განაცხადა, რომ ტურინის „იუვენტუსი“ ახალ სეზონში ყველაზე სახიფათო მეტოქე იქნება. როგორც იტალიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, „იუვე“ ძალიან გაძლიერდა, თუმცა „ინტერშიც“ იციან თავიანთი შესაძლებლობები. „იუვე“ ძალიან გაძლიერდა და ყველაზე სახიფათო მეტოქედ მიმაჩნია. ბევრი ძლიერი ფეხბურთელი დაიმატეს, როგორებიც არიან დი მარია, პოგბა და ბრემერი. ეს საბრძოლო ხომალდი …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” “ტორინოს” ბრემერის სანაცვლოდ “ინტერზე” მეტს სთავაზობს

მატაის დე ლიხტის „ბაიერნში“ ტრანსფერი გადაწყდა და „იუვენტუსი“ მის შემცვლელს ეძებს. ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ტურინელთა ფავორიტი გლეისონ ბრემერია, რომელიც „ტორინოს“ წევრია. ბრაზილიელს „ინტერთან“ შეთანხმება აქვს, მაგრამ წყაროს თანახმად, თუ მილანელები ტრანსფერს საბოლოოდ არ დახურავენ, „იუვე“ ეცდება ბრაზილიელი გადაიბიროს. აღსანიშნავია, რომ „იუვენტუსი“ „ტორინოს“ უფრო მეტ თანხას სთავაზობს, ვიდრე „ინტერი“, რამაც …

სრულად წაკითხვა »