მთავარი / თეგის არქივი: ინტერი (გვერდი 16)

თეგის არქივი: ინტერი

“იუვეს” ფეხბურთელები ცარიელ სტადიონს ადაპტაციის მიზნით ტესტავენ

ტურინის „იუვენტუსმა“ „ალიანც სთედიუმზე“ სატესტო ვარჯიშს ჩაატარებს. Tuttosport-ის ცნობით, მაურიციო სარის გადაწყვეტილებით, გუნდი ბოლო ვარჯიშს არა კონტინასას ბაზაზე, არამედ სტადიონზე გამართავს. საქმე ისაა, რომ მატჩი უმაყურებლოდ გაიმართება, რასაც „იუვეს“ ფეხბურთელები შეჩვეულნი სულაც არ არიან. ამიტომაც, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ცარიელ სტადიონთან და მოედანთან ადაპტაცია უფრო ადვილად მოახდინონ. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და …

სრულად წაკითხვა »

კონტე: “იუვეს” დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენც გვინდა მასთან ახლოს მივიდეთ”

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „იუვენტუსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა როგორც ხვალინდელი, ისე ზოგადად შექმნილი სიტუაციის შესახებ ისაუბრა. „ყველა თამაშს საკუთარი ისტორია აქვს. ვიცით, რომ ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებით, დიდი პატივისცემა გვაქვს მისდამი, მაგრამ ჩვენი მხრიდან არსებობს სურვილი და პატივმოყვარეობა, რომ რაც შეიძლება ახლოს ვიყოთ მათთან. თამაშს …

სრულად წაკითხვა »

კიელინის “ინტერთან” თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ჯორჯო კიელინი შესაძლოა „ინტერთან“ მატჩში ძირითად შემადგენლობაში ვერ ვიხილოთ. ვეტერანმა მცველმა ტრავმა მოირჩინა, მაგრამ ბოლო დღეებში კუნთების გადაღლილობას უჩიოდა. ამიტომაც, ჯერაც უცნობია, შეძლებს თუ არა „ნერაძურის“ წინააღმდეგ პირველივე წუთიდან თამაშს. კიელინის ადგილს დიდი ალბათობით, ისევ მატიას დე ლიხტი დაიკავებს. შეგახსენებთ, რომ „იუვე“ – „ინტერის“ მატჩი 8 მარტს …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “ინტერის” ჩატარების თარიღი ცნობილია

ტურინის „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ მატჩი, რომელიც გადაიდო, კვირას, 8 მარტს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება გულშემატკივრებს არ შეეძლებათ. აქვე გეტყვით, რომ წინა ტურში გადადებული დანარჩენი ხუთი მატჩიც უახლოეს უიქ-ენდზე უმაყურებლოდ ჩატარდება.

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “ინტერი” სავარაუდოდ 9 მარტს გაიმართება

იტალიაში კორონავირუსის გამო სერია A-ს კალენდარი თავდაყირა დადგა. გასულ ტურში ექვსი თამაში გადაიდო, მაგრამ მხოლოდ „იუვენტუსი“ – „ინტერის“ გადადებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია, რაც ჯუზეპე მაროტას განცხადებით დაიწყო. ექვსივე თამაში ლეგამ 13 მაისისთვის გადაიტანა, მაგრამ ახლა იტალიური მედია იტყობინება, რომ გადაწყვეტილება შეიცვალა. ხსენებული მატჩები უახლოეს შაბათ-კვირას შედგება, ხოლო „იუვე“ – „ინტერი“ …

სრულად წაკითხვა »

სერია A-ს პრეზიდენტი: “ინტერმა” ორშაბათს მაყურებლებით თამაშზე უარი თქვა და მხოლოდ უმაყურებლოდ თამაში სურდა”

ლეგა სერია A-ს პრეზიდენტმ პაოლო დალ პინომ მილანის „ინტერის“ ხელმძღვანელობას შეუტია. „ნერაძურის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ განაცხადა, რომ „იუვენტუსთან“ შეხვედრის გადადება ტურინელებს აწყობდათ და ჩემპიონატი გააყალბეს. დალ პინომ მაროტას შეტევას შეტევითვე უპასუხა და თქვა, რომ ისინი მაყურებლებით თამაშზე კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ და მხოლოდ კვირას, უმაყურებლოდ სურდათ თამაშის ჩატარება. „პარასკევს აღმასრულებულ …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: “იუვე” – “ინტერი” 13 მაისისთვის გადაიდო

იტალიის სერია A-ს 26-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა, „იუვენტუსი“ – „ინტერი“ არ გაიმართება. ცოტა ხნის წინ ოფიციალური განცხადება გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით, შეხვედრა 13 მაისისთვის გადაიდო. „იუვე“ – „ინტერის“ გარდა, რომელიც თავდაპირველი ცნობით, მაყურებლების გარეშე უნდა გამართულიყო, ასევე გადაიდო ტურის კიდევ ოთხი თამაში („მილანი“ – „ჯენოა“, „უდინეზე“ – „ფიორენტინა“, „პარმა“ – „სპალი“, …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “ინტერი” შესაძლოა გადაიდოს

ტურინის „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ შეხვედრა შესაძლოა გადაიდოს. მიუხედავად იმისა, რომ ორი დღის წინ ლეგა კალჩომ ოფიციალურად გამოაცხადა, თამაშის უმაყურებლოდ გამართვა, დღეს გაირკვევა შედგება თუ არა. ასეთი თამაში ცარიელი ტრიბუნების წინაშე გამართვის იდეით მოხიბლულნი არ არიან და ამიტომაც, განიხილება გადადება, თუმცა მეორე პრობლემა (გადადების შემთხვევაში) თავისუფალ ფანჯარას უკავშირდება. ყოველშემთხვევაში უნდა დაველოდოთ, …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” სავარაუდო შემადგენლობა “ინტერთან”

ტურინის “იუვენტუსი” სერია A-ს 26-ე ტურში უმნიშვნელოვანეს მატჩს მილანის “ინტერის” წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა ტურინში მაყურებლების გარეშე შედგება. თამაშამდე ზუსტად ორი დღეა დარჩენილი, Gazzetta Dello Sport-ის ვერსიით, მაურიციო სარის სავარაუდო თერთმეტეული ასეთია: შჩესნი; დანილო, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; ბენტანკური, პიანიჩი, მატუიდი; კუადრადო, დიბალა, რონალდუ შეგახსენებთ, რომ თამაში 1 მარტს, თბილისის დროით …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: “იუვე” – “ინტერი” უმაყურებლოდ

რამდენიმე დღის წინ იტალიურ მედიაში გავრცელებული ცნობა Lega Calcio-მ ოფიციალურად დაადასტურა – „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ თამაში მაყურებლების გარეშე გაიმართება. კორონავირუსის გამო თამაშზე გულშემატკივრები არ დაიშვებიან და დახურულ კარს მიღმა ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ „იუვე“ – „ინტერის“ ძალზე მნიშვნელოვანი თამაში 1 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

სრულად წაკითხვა »