მთავარი / თეგის არქივი: გონსალო იგუაინი (გვერდი 3)

თეგის არქივი: გონსალო იგუაინი

იგუაინი ტურინში ბრუნდება, მაგრამ სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი გონსალო იგუაინი სახლში ორი თვის გატარების შემდეგ იტალიაში ბრუნდება. როგორც ცნობილი გახდა, „პიპიტა“ ორშაბათს ტურინში ჩაფრინდება და სავალდებულო 14-დღიან კარანტინს გაივლის, ხოლო შემდეგ გუნდს შეუერთდება. ამავრდოულად, იტალიური მედია გვამცნობს, რომ სეზონის დასრულების შემდეგ იგუაინი „იუვენტუსს“ დატოვებს. მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი ძალაში 2021 წლამდეა, ფაბიო პარატიჩიმ და გონსალოს …

სრულად წაკითხვა »

იგუაინი შესაძლოა “რივერ პლეიტში” გადავიდეს

მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ფაბიო პარატიჩიმ გონსალო იგუაინის „იუვენტუსში“ დარჩენის იმედი გამოთქვა, გამორიცხული არაა, არგენტინელმა გუნდი დატოვოს. იტალიური მედიის ინფორმაციით, „იუვეს“ „რივერ პლეიტის“ 18 წლის ფორვარდი ხულიან ალვარესი მოსწონს და ამის გამო შესაძლოა „პიპიტა“ არგენტინულ გრანდში გაუშვას. იგუაინი უკვე დიდი ხანია სამშობლოში იმყოფება და არაერთხელ დააფიქსირა ავადმყოფ დედასთან ახლოს ყოფნის …

სრულად წაკითხვა »

იგუაინის მამა: “გონსალო “იუვეში” კონტრაქტის ბოლომდე დარჩება”

გონსალო იგუაინის მამამ, ხორხე იგუაინმა განაცხადა, რომ მისი შვილი „იუვენტუსში“ კონტრაქტი ბოლომდე დარჩება. „არასწორი რამეები ითქვა, რაც სიმართლე არაა. გონსალო დარჩება „იუვენტუსში“, რადგან კიდევ აქვს კონტრაქტი წელიწადნახევრის განმავლობაში და ამ კონტრაქტს პატივს სცემს. ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილება, როცა თავისუფალი აგენტი გახდება. ახლა კი ტურინში დარჩება, რადგან არ უნდა სხვა გუნდში …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” შესაძლოა იგუაინს კონტრაქტი გაუწყვიტოს

ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა გონსალო იგუაინს კონტრაქტი გაუწყვიტოს. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. იგუაინი არგენტინიდან იტალიაში დაბრუნებაზე უარს ამბობს, რის გამოც კლუბი გაბრაზდა და ფეხბურთელთან განშორების საკითხი დღის წესრიგში დადგა. იგუაინი ან იტალიაში დაბრუნდება და სეზონის დასრულების შემდეგ გაყიდიან, ან დარჩება არგენტინაში და კონტრაქტი გაწყდება – ასეთია „იუვენტუსის“ იდეა. შეგახსენებთ, რომ …

სრულად წაკითხვა »

დილემა იგუაინის შესახებ

ტურინის „იუვენტუსი“ და გონსალო იგუაინი გზაგასაყარზე არიან. იტალიური მედიის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობას ჯერ არ გადაუწყვიტავს არგენტინელი ფორვარდის ბედი. „პიპიტას“ კონტრაქტი 2021 წელს ეწურება და სეზონში 7.5 მილიონ ევროს იღებს. ამ ეტაპზე ორი მკაფიო ვარიანტი განიხილება: კონტრაქტის გახანგრძლივება ან ზაფხულში ფეხბურთელის გაყიდვა. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ უცნობია. მიმდინარე სეზონში იგუაინმა ყველა ტურნირის …

სრულად წაკითხვა »

იგუაინმა, პიანიჩმა და ხედირამ ტურინი დატოვეს

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა კლუბთან შეთანხმებით ტურინი დატოვა. „პიპიტა“ არგენტინაში გაემგზავრა, სადაც ავადმყოფ დედასთან იქნება. „იუვენტუსი“ კარანტინში იმყოფება და საწვრთნელი პროცესი გაურკვეველი ვადით შეწყვეტილია. შედეგად, იგუაინმა ხელმძღვანელობას თხოვნით მიმართა და იტალია დატოვა. იგუაინის გარდა, Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, ტურინი მირალემ პიანიჩმა და სამი ხედირამაც დატოვეს.

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” იგუაინი დაუბრუნდა

ტურინის „იუვენტუსი“ „ლიონთან“ მატჩისთვის ემზადება. დრეს გუნდმა ივარჯიშა და კარგი ამბავია, რომ გონსალო იგუაინმა ლაზარეთი დატოვა. არგენტინელს რამდენიმე დღე ზურგის ტრავმის გამო გამოტოვა, მაგრამ დრეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა. შეგახსენებთ, რომ „ლიონისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 26 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

სრულად წაკითხვა »

იგუაინი დაშავდა

გონსალო იგუაინმა დღევანდელ ვარჯიშზე ზურგის ტრავმა მიიღო და მცირე ხნით იუქმებს. იტალიური მედიის ინფორმაციით, საგანგაშო არაფერია, მაგრამ სიტუაციაზე დაკვირვება დღითიდღე უნდა მოხდეს. ამიტომ, შაბათს, „სპალთან“ მისი თამაშის საკითხი საეჭვოა, რადგან წინ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაა და გარისკვა არ შეიძლება. „პიპიტას“ ჯანმრთელობის მდგომარეობა უახლოეს ხანში დაწვრილებით შეფასდება.

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” ექვს ფეხბურთელს დრო ზაფხულამდე მისცა, რადგან მათი თამაშით უკმაყოფილოა

ტურინის „იუვენტუსი“ მიმდინარე სეზონში სამივე ფრონტზე წარმატებით იბრძვის, მაგრამ „ნაპოლისთან“ და „ვერონასთან“ მოკლე პერიოდში განცდილმა ორმა მარცხმა სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა, რომელიც იტალიის სუპერთასზე „ლაციოსთან“ წაგების შემდეგ გამწვავდა. ამის გამო გასახდელში სიტუაციას დასარეგულირებლად კლუბის „სენატორების“ საქმეში ჩართვაც გახდა საჭირო და კლუბის ხელმძღვანელობა აქტიურად აკვირდება მიმდინარე პროცესებს. ესპანური გამოცემა As-ი იტყობინება, …

სრულად წაკითხვა »

იუვენტუსის სამი ფეხბურთელი ცდილობს დაარწმუნოს პოლ პოგბა, რომ დაბრუნდეს იტალიაში

იუვენტუსის სამი ფეხბურთელი ცდილობს დაარწმუნოს პოგბა, რომ დაბრუნდეს იტალიაში

მანჩესტერ იუნაიტედის ფრანგი ნახევარმცველის პოლ პოგბას მომავალი ჯერ კიდევ არ არის გარკვეული. ფეხბურთელს კარიერის გასაგრძელებლად ორი რეალური ვარიანტი აქვს, ტურინის იუვენტუსი და მადრიდის რეალი. იტალიური პრესის ცნობით, ბებერი ქალბატონის არაერთი ფეხბურთელი ცდილობს დაარწმუნოს პოლ პოგბა, რომ დაბრუნდეს იტალიაში. კერძოდ კი – პაულო დიბალა, ხუან კუადრადო და გონსალო იგუაინი. იუვენტუსი ფრანგის …

სრულად წაკითხვა »