იტალიური „ემპოლის“ აღმასრულებელი დირექტორი ფრანჩესკო გელფი დარწმუნებულია, რომ მაურიციო სარი „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი გახდება. ამის შესახებ გელფიმ იტალიურ მედიასთან ისაუბრა. „ყველაფერი შეთანხმებულია, „ჩელსისგან“ გათავისუფლებას ელოდება და „იუვენტუსში“ დაინიშნება. ტრაორე კარიერას „იუვეში“ გააგრძელებს, ხოლო კრუნიჩი „მილანში“, ეს პრაქტიკულად გადაწყვეტილია“. – თქვა გელფიმ.
სრულად წაკითხვა »