მთავარი / თეგის არქივი: ფიორენტინა (გვერდი 9)

თეგის არქივი: ფიორენტინა

სარი: “ეს შემადგენლობა ძლიერია და მის თვისებებს მე უნდა შევერწყა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ფიორენტინასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა. „პოლემიკა „ნაპოლის“ მატჩის შემდეგ? ჩემთვის ეს უცნაური იყო, რადგან მე მხოლოდ იმ ბიჭებს მივულოცე, რომლებთანაც სამი წელი ვმუშაობდი და ამ სამუშაოს წყალობით იტალიის ყველაზე მნიშვნელოვან გუნდში მოვხვდი. გულშემატკივრები სამართლიანად გაბრაზდნენ, რადგან ცუდად ვითამაშეთ, ამ …

სრულად წაკითხვა »

რონალდუმ და პიანიჩმა გუნდთან ერთად ივარჯიშეს

ტურინის „იუვენტუსი“ ფლორენციის „ფიორენტინასთან“ მატჩისთვის ემზადება. გუშინდელი ვარჯიშისგან განსხვავებით დღეს სრული დატვირთვით გუნდთან ერთად ივარჯიშეს კრიშტიანუ რონალდუმ და მირალემ პიანიჩმა. სამაგიეროდ, გეგმის მიხედვით, ინდივიდუალურად ივარჯიშა მატიას დე ლიხტმა. დღევანდელ საწვრთნელ პროცესში ათლეტური ნაწილის გარდა, ტაქტიკურ მოზადებასაც დაეთმო დრო, ხოლო ბოლოს ორმხრივი თამაში გაჩაღდა. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ფიორენტინას“ მატჩი კვირას, …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” ზაფხულში კასტროვილის დამატებას გეგმავს

ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულში ფლორენციის „ფიორენტინადან“ გაეტანო კასტროვილის გადაბირებას ეცდება. ახალგაზრდა იტალიელი ნახევარმცველი მიმდინარე სეზონში შესანიშნავად თამაშობს და ყურადღება უკვე არაერთხელ მიიპყრო. „ფიორენტინა“ მშვიდადაა, რადგან ფეხბურთელთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული. შესაბამისად, „იუვეს“ როკო კომისოსთან მოლაპარაკებების დაწყება და მისი სურვილის დაკმაყოფილება მოუწევს. ეს კი ადვილი არ იქნება, რადგან გასულ ზაფხულს ფედერიკო …

სრულად წაკითხვა »

იტალიური მედია ძანიოლოს, მანჯუკიჩის და კიეზას შესახებ

იტალიური მედია ძანიოლოს, მანჯუკიჩის და კიეზას შესახებ

იტალიურ მედიაში ხშირად განიხილება ნიკოლო ძანიოლოს, მარიო მანჯუკიჩის და ფედერიკო კიეზას მომავალი. ფაქტიურად გადაწყვეტილია, რომ მარიო მანჯუკიჩი ტურინს დატოვებს. მაურიციო სარი მას თითქმის არ ენდობა რაც მის სათამაშო დროზეც აისახება. მომსვლელთა რიგებში კი არიან ნიკოლო ძანიოლო რომადან და ფედერიკო კიეზა ფიორენტინადან. უფრო დეტალურად კი ქვემოთ. ნიკოლო ძანიოლო | იტალიური გამოცემა …

სრულად წაკითხვა »

კასერესი: “ცხრილის სათავეში მუდმივად “იუვენტუსის” ყოფნა მოსაწყენი იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი მცველი და ამჟამად ფლორენციის „ფიორენტინას“ ფეხბურთელი მარტინ კასერესი ამბობს, რომ სატურნირო ცხრილის სათავეში ყოველთვის „იუვეს“ ხილვა მოსაწყენი იყო. „მიმდინარე სეზონი ძალიან საინტერესოა, „იუვე“ – „ინტერის“ დუელიდან დაწყებული. ჩემთვის მილანური გუნდი სეზონის მთავარი სიურპრიზია, მიუხედავად იმისა, რომ კონტეს ძალიან კარგად ვიცნობ და ვიცი მისი სამწვრთნელო უნარები. სატურნირო ცხრილის …

სრულად წაკითხვა »

პაველ ნედვედი: დიბალა ჩვენი გუნდის ნაწილია

პაველ ნედვედი: დიბალა ჩვენი გუნდის ნაწილია

ტურინის იუვენტუსის ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედი ჟურნალისტებს ჩემპიონთა ლიგის მატჩის დაწყებამდე ესაუბრა და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. ლეგენდარული ჩეხი მიიჩნევს, რომ ფიორენტინასთან დაფიქსირებული ანგარიში უიღბლობის და დაღლილობის შედეგია. მან ასევე ისაუბრა მატეის დე ლიხტზე და პაულო დიბალაზე და მათვის საქებარი სიტყვები არ დაიშურა. “ჩემპიონთა ლიგას განსაკუთრებული აურა აქვს. განსაკუთრებით ჩვენი …

სრულად წაკითხვა »

ფეხბურთელთა შეფასებები “ფიორენტინასთან”

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მესამე ტურში ფლორენციაში „ფიორენტინასთან“ უგოლო ფრე ითამაშა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ვერსით: შჩესნი 6 – დასაწყისში ფეხით თამაში გაუჭირდა და კიეზას კინაღამ გოლი გაატანინა. შემდეგ უკვე დე ლიხტის შეცდომისას რიბერის გოლისგან გადაარჩინა გუნდი. ამის შემდეგ კი დამაჯერებლად ითამაშა. დანილო 6 – შეტევაში წასვლას ვერ ახერხებდა, მაგრამ დაცვაში …

სრულად წაკითხვა »

უფერული ქულა და სამი ტრავმირებული ფლორენციიდან

ტურინის „იუვენტუსმა“ მიმდინარე სეზონში პირველი ქულები დაკარგა და იმდენად უფერული, უფანტაზიო ფეხბურთი აჩვენა, ძნელი სათქმელია, იმსახურებდა თუ არ იმ ერთადერთ ქულასაც, რომელიც ფლორენციაში მოიპოვა. მაურიციო სარის ოფიციალური დებიუტი ვერ გამოდგა მაინც და მაინც საიმედო, რადგან „იუვემ“ „ფიორენტინას“ კართან 90 წუთში ერთი არათუ რეალური, ნახევრად საგოლე მომენტიც ვერ შექმნა. სამაგიეროდ, „იებს“ …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ძირითადი შემადგენლობა “ფიორენტინასთან”

ტურინის “იუვენტუსი” იტალიის სერია A-ს მესამე ტურის მატჩს ფლორენციაში “ფიორენტინასთან” სულ მალე ჩატარებს. ცნობილია შემადგენლობა, რომელიც მაურიციო სარიმ დღეს სასტარტოში გაამწესა: შჩესნი; დანილო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო; ხედირა, პიანიჩი, მატუიდი; დუგლას კოშტა, იგუაინი, რონალდუ შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.   Starting XI: così i bianconeri in campo alle …

სრულად წაკითხვა »

“ფიორენტინა” – “იუვენტუსი”: სტატისტიკური მონაცემები

დღეს, ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მესამე ტურში „ფიორენტინას“ ფლორენციაში ესტუმრება. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება. წარმოგიდგენთ გუნდების სტატისტიკაა სტატისტიკა – „ფიორენტინამ“ „იუვენტუსთან“ სერია A-ში 160 მატჩიდან 77 წააგო (33 მოგება, 50 ფრე). „ბიანკონერი“ არის გუნდი, რომელსაც „ფიორენტინა“ ყველაზე მეტჯერ ჰყავს დამარცხებული, ხოლო ფლორენციელებს გარდა ამისა, ყველაზე მეტი გოლი „იუვენტუსისგან“ აქვთ გაშვებული …

სრულად წაკითხვა »