მთავარი / თეგის არქივი: ევრო 2020 (გვერდი 3)

თეგის არქივი: ევრო 2020

ბონუჩი: “სახლში უნდა წავიღოთ თასი, რომელიც 50 წელია არ გვქონია”

იტალიის ნაკრების მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ ევრო 2020-ის ფინალში გასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ახლა მიზნამდე მხოლოდ ერთი სანტიმეტრია დარჩენილი. „ეს ყველაზე რთული თამაში იყო ჩემს კარიერაში, რომელიც ოდესმე მითამაშია. ვიცოდით, რომ ურთულესი იქნებოდა, მაგრამ ამ გუნდმა აჩვენა გამძლეოდა და დიდი გული. მორატას არყოფნა ძირითადში? ვიცოდით, რომ მათ სიურპრიზის …

სრულად წაკითხვა »

მანჩინი: “ეს ყველაფერი ჩემი არა, ბიჭების დამსახურებაა”

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ესპანეთთან გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. მანჩინიმ თქვა, რომ ეს წარმატება არა მისი, არამედ ფეხბურთელების დამსახურებაა. „ეს შედეგი ჩემი დამსახურება არ არის, ბიჭების დამსახურებაა, რადგან მათ ამ ყველაფრის სჯეროდათ ჯერ კიდევ სამი წლის წინ. ძალიან რთული თამაში იყო, ვიცოდით, რომ გაგვიჭირდებოდა, განსაკუთრებით ასე თავიდან იყო, …

სრულად წაკითხვა »

კიეზა: “ჩემს კარიერაში ყველაზე ლამაზი საღამო იყო”

ფედერიკო კიეზა ესპანეთთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. სწორედ მან გახსნა მე-60 წუთზე ანგარიში შესანიშნავი დარტყმით და “სკუადრა აძურას” გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. ფედერიკომ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. „ეს გამარჯვება სპინაცოლას ეძღვნება. ეს გუნდი საოცარია. ამ საღამოს გაგვიჭირდა, მაგრამ პროფესიონალები ვართ და ყოველმეოთხე დღეს თამაში არ გვაწუხებს. ნახავთ, ფინალისთვის მზად ვიქნებით …

სრულად წაკითხვა »

რობერტო მანჩინის პრესკონფერენცია ესპანეთთან მატჩამდე

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ესპანეთის ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ის რტულ მატჩს ელოდება, იმაზე მეტად, ვიდრე ბელგიასთან იყო. მანჩინის თქმით, რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა უნდა დაუშვან და მაღალ დონეზე ითამაშონ. “დაძაბულობა? ეს ჩემშიც არის, რაც უფრო ახლოვდება თამაში. ცივი გონებით უნდა შევხვდეთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “სპინაცოლას გამო გვინდა, რომ მოვიგოთ”

იტალიის ნაკრების ფეხბურთელმა ლეონარდო ბონუჩიმ ესპანეთთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. მან ვრცლად ისაუბრა უმნიშვნელოვანესი მატჩი წინ და მათ შორის, ალვარო მორატაზე, რომელიც მისი თანაგუნდელია “იუვენტუსში” და ძალიან კარგად იცნობს. „ალვარო მეგობარია, ტურინში ერთად ხშირად ვართ. ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რაც მან განიცადა და ჩვენ ყველამ განვიცადეთ ეს ამბავი. …

სრულად წაკითხვა »

ფედერიკო კიეზა: “გვინდა, რომ სპინაცოლა გავახაროთ”

ტურინის „იუვენტუსის“ და იტალიის ნაკრების ფეხბურთელმა ფედერიკო კიეზამ უეფას ვებგვერდს ინტერვიუ მისცა, რომელიც მთლიანად სანაკრებო თემას და ევროპის ჩემპიონატზე დაეთმო. “ევროპის ჩემპიონატზე გოლის გატანა ფანტასტიკური შეგრძნება იყო. ჩემი გვარის ასეთ დონეზე აყვანა შევძელი ევროპულ და მსოფლიო ფეხბურთში. ვამაყობ, რომ მამაჩემისა და დედაჩემის შვილი ვარ. ამით კიდევ უფრო ვაცნობიერებ რამდენად დიდი …

სრულად წაკითხვა »

შვაინშტაიგერი: “ბონუჩი და კიელინი ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო მცველები არიან”

ვეტერანმა გერმანელმა ფეხბურთელმა ბასტიან შვაინშტაიგერმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ჯორჯო კიელინი და ლეონარდო ბონუჩი მსოფლიოს საუკეთესო მცველები არიან. „ბონუჩი და კიელინი, ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური მცველები არიან“, – დაწერა შვაინშტაიგერმა ტვიტერში და ორივე ფეხბურთელი სტატუსზე მონიშნა. შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ევრო 2020-ის ნახევარფინალში 6 ივლისს, ესპანეთის ნაკრებს …

სრულად წაკითხვა »

ბელგია – იტალია: ფეხბურთელთა შეფასებები

იტალიის ნაკრებმა ევრო 2020-ის მეოთხედფინალში ბელგიის ნაკრები ნიკოლო ბარელასა და ლორენცო ინსინიეს გოლებით 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: დონარუმა 7.5 – თავიდანვე მზად იყო და ლუკაკუს დაასწრო. შემდეგ დე ბრუინს საოცარი ბურთი აუღო, ყურადღებით იყო „ინტერის“ მე-9 ნომრის დარტყმის შემდეგაც. დი ლორენცო 5.5 – დაბლოკილია, …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “რთული თამაში იყო, ახლა ესპანეთზე ვფიქრობთ”

იტალიის ნაკრების მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ ბელგიასთან (2:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, რთული თამაში იყო, მაგრამ გუნდური სულისკვეთებით მოიგეს. „ძალიან რთული თამაში იყო, ვიცოდით მათი თვისებები და პირველ რიგში ის სირთულეები, რომელთა შექმნა კონტრშეტევებზე შეეძლოთ. პირველ ტაიმში ვდომინირებდით და საეჭვო პენალტმა ისინი თამაშში დააბრუნა. მეორე ტაიმში დავამტკიცეთ რამდენად დიდი …

სრულად წაკითხვა »

მანჩინი: “დამსახურებულად მოვიგეთ, ბიჭებმა შესანიშნავად ითამაშეს”

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ბელგიასთან (2:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა დამსახურებულად მოიგო. „გამარჯვება დავიმსახურეთ, ბიჭები არაჩვეულებრივები იყვნენ. ბოლო 10 წუთი გაგვიჭირდა, რადგან ნამდვილად დაღლილები ვიყავით, მაგრამ უფრო მეტი გოლის გატანა შეგვეძლო. თავიდან გაგვიჭირდა? არა. ეს იყო ღია თამაში და ბოლოს გაგვიჭირდა, რადგან ძალიან …

სრულად წაკითხვა »