მთავარი / თეგის არქივი: ევრო 2020 (გვერდი 2)

თეგის არქივი: ევრო 2020

კიელინი: “თამაში უნდა გავაკონტროლოთ და კონცენტრაცია არ დავკარგოთ”

იტალიის ნაკრების კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ ინგლისთან ევრო 2020-ის ფინალის წინ პრესკონფერენცია გამართა. “იუვენტუსის” ფეხბურთელის განცხადებით, ინგლისის წინააღმდეგ იტალიამ ყველა დეტალს ყურადღება უნდა მიაქციოს და თამაშის გაკონტროლება მოახერხოს. „ინგლისს ესპანეთისგან განსხვავებული მახასიათებლები აქვს, ფინალში ის გუნდები გავიდნენ, რომლებმაც ყველაზე მეტი დაამტკიცეს და ყველაზე მეტად დაიმსახურეს. მათ სოლიდური გუნდი ჰყავთ, ფიზიკურად ძლიერი, …

სრულად წაკითხვა »

რობერტო მანჩინი: “მხოლოდ თამაშზე უნდა ვიფიქროთ და კარგად თამაში შეგვიძლია”

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ინგლისთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. მანჩინიმ მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა და თქვა, რომ მისმა გუნდმა მხოლოდ და მხოლოდ თამაშზე უნდა იფიქროს. მანჩინი ფიქრობს, რომ ინგლისი ძლიერია, მაგრამ იტალიაც, რადგან სხვა შემთხვევაში ფინალში გასვლას ვერ მოახერხებდა. „აჟიტირებული არ ვარ, იქნებ ხვალ ვიყო. ეს ფინალია და …

სრულად წაკითხვა »

რავანელი: “ინგლისის ზეიმისთვის სუფრა უკვე გაშლილია”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფაბრიციო რავანელიმ ევრო 2020-ის ფინალის შესახებ კომენტარი გააკეთა. ის ფიქრობს, რომ ლონდონში თამაში შეიძლება იტალიისთვის უპირატესობა გახდეს, თუმცა ასევე გონია, რომ ინგლისის ჩემპიონობისთვის უეფა ყველაფერს გააკეთებს. „როგორ ფინალს ველოდები? ძალიან ფრთხილ და კონტროლირებადს, რადგან ორივე გუნდი ერთმანეთს პატივს სცემს. ველოდები ცოტა გოლს, მაგრამ ტაქტიკურად ძალიან საინტერესო თამაშს. …

სრულად წაკითხვა »

კონტე: “იტალია ფინალში უფრო გამოცდილია და მოგება იცის”

„იუვენტუსის“, „ინტერისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ Gazzetta Dello Sport-თან ევროპის ჩემპიონატის ფინალის შესახებ ისაუბრა. ანტონიო იტალიის ნაკრებზე ისაუბრა და მას სჯერა, რომ რობერტო მანჩინის გუნდს მეტოქის დამარცხება მისსავე მოედანზე შეუძლია. „იტალია ფინალში დამსახურებულადაა და დაამტკიცა, რომ ნებისმიერ მეტოქეზე დაბალანსებული და სრულყოფილია. იტალიას ინგლისის არ უნდა შეეშინდეს, რადგან …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “უემბლიზე” გამარჯვება კიდევ უფრო ისტორიული იქნება”

იტალიის ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ლეონარდო ბონუჩიმ ინგლისთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. 34 წლის ფეხბურთელის თქმით, უნდათ, რომ იტალიელები გაახარონ და მიუხედავად იმისა, რომ „უემბლიზე“ სტუმრები იქნებიან, ეს არ აშინებთ. „კვირას გამარჯვება მნიშვნელოვანი იქნებოდა იტალიის საფეხბურთო სამყაროსთვის, თითოეული ფეხბურთელისთვის, ფედერაციისთვის და იმიტომ, რომ ეს გამარჯვება რთულ წლებს გაანულებდა. დიდი სიხარული იქნება და …

სრულად წაკითხვა »

ბარძალი იტალიის ნაკრებზე, ბონუჩიზე, კიელინიზე, დე ლიხტზე…

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა ანდრეა ბარძალიმ Gazzetta Dello Sport-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც ბევრ თემაზე ისაუბრა, მაგრამ განსაკუთრებით ევროპის ჩემპიონატზე და იტალიის ნაკრებზე. “მასპინძლის ფაქტორი მნიშვნელოვანია, მაგრამ ოპტიმისტი ვარ და აქამდეც ვიყავი. გზა დიდებულად გავიარეთ, დიდი ხანი ასეთი ხარისხის გუნდი არ გვყავდა. მანჩინიმ და მისმა სტაფმა ფანტასტიკური სამუშაო შეასრულეს, გუნდი ერთიანი …

სრულად წაკითხვა »

იტალია – ესპანეთი: ფეხბურთელთა შეფასებები

იტალიის ნაკრებმა ევრო 2020-ის ნახევარფინალში ესპანეთის ნაკრები პენალტების სერიაში (1:1, 4:2) დაამარცხა და ფინალში გავიდა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: დონარუმა 7.5 – დიდებული სეივი ჰქონდა დანი ოლმოზე პირველ ტაიმში, ვერაფერს იზამდა მორატას გოლში, მაგრამ კარგი იყო „ლაიფციგის“ შემტევის ჯარიმაზეც. პენალტების სერიაში მორატას გადამწყვეტი დარტყმა აუღო, ჩვენთვის კარგია, რომ ჩვენი …

სრულად წაკითხვა »

ლუის ენრიკე: “ფინალში იტალიას ვგულშემატკივრობ და იმედია მოიგებს”

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე ევრო 2020-ის ფინალში იტალიას უქომაგებს. მან ამის შესახებ ნახევარფინალში მარცხის შემდეგ განაცხადა და თქვა, რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე. “ბედნიერი ვარ იმით, რაც ვნახე, ორი უმაღლესი დონის გუნდი თამაშობდა, გულშემატკივრებისთვის ეს ნამდვილი სპექტაკლი იყო. იმედი მაქვს, რომ ფინალში იტალია დიდ …

სრულად წაკითხვა »

დონარუმა: “ოცნების ახდენამდე ერთი ნაბიჯი რჩება”

იტალიის ნაკრების მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ ესპანეთთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. მან თქვა, რომ ოცნების ასრულებამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია დარჩენილი და იტალიის ნაკრებს დიდი გული აქვს. “აღუწერელი ემოციაა. მშვიდად ვიყავი, რადგან ვიცოდი, რომ გუნდის დახმარება შემეძლო. ეს ფანტასტიკური იყო. მადლობას ვუხდი ყველას, ხალხს და ჩვენც ყველაფერი გავაკეთეთ. ახლა ბოლო ნაბიჯი გვაკლია ჩვენი …

სრულად წაკითხვა »

ჟორჟინიო: “პენალტის დროს ვცდილობდი ყველაფერი დამევიწყებინა”

იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა ჟორჟინიომ ესპანეთთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გადამწყვეტი პენალტის შესრულებსი წინ ცდილობდა ყველაფერი დაევიწყებინა. “ვიცოდით, რომ გაგვიჭირდებოდა, მაგრამ შედეგს მივაღწიეთ, რადგან ამის ბოლომდე გვჯეროდა. გამარჯვება დავიმსახურეთ. გადამწყვეტი პენალტი? იმ მომენტში ვცდილობდი დამევიწყებინა ყველაფერი, გამეკეთებინა ის, რისთვისაც ვვარჯიშობდი, ვაკონტროლებდი სუნთქვას და გავაკეთე ის, რისი გაკეთებაც ვიცი. …

სრულად წაკითხვა »